27 ნოემბერი-3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

26 ნოემბერი 19:30, 2017 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი
ვერძებს, რომლებსაც უცხოეთთან კომუნიკაცია უწევთ, ცოტა გაუჭირდებათ მოლაპარაკებები. შუა კვირაში მაღალია კონფლიქტების ალბათობა, თუმცა თქვენთვის სასიკეთო პერიოდია. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.


კურო
კუროები არცთუ ისე კარგ განწყობაზე იქნებიან, შედეგად ნებისმიერ წვრილმანზე შეიძლება გაღიზიანდნენ. თავს უფლება მიეცით, დაისვენოთ და ფინანსური საკითხები ამ კვირაში არ დაგეგმოთ.


ტყუპები
პირველი დეკადის ტყუპები ცოტა დაძაბულად იგრძნობენ თავს. კვირის მანძილზე დროის დახარჯვა რამდენიმე უმნიშვნელო საქმეზე მოგიწევთ და თუ დროს სწორად გადაანაწილებთ, ეს საუკეთესო პერიოდია ახალი საქმიანი ურთიერთობების განსახილველად.


კირჩხიბი
კირჩხიბებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა  მიაქციონ სამსახურებრივ საქმეებს, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობენ. ისწავლეთ დასვენება და ძალების დაზოგვა. ნუ იქნებით ზედმეტად სენტიმენტალურები.


ლომი
ლომებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ მიმდინარე საქმეებს. სამყარო მათ მხარესაა და ეს პოზიტიური პერიოდი უნდა გამოიყენონ. სიფრთხილე გამოიჩინონ გზებზე.


ქალწული
ქალწულებმა შესაძლოა, სახლის შეძენა ან რემონტის გაკეთება გადაწყვიტონ. გეგმებში შეიძლება მცირე ცვლილებების შეტანა მოუწიოთ, მაგრამ ცვლილებებს ნუ შეუშინდებიან. რაციონალური აზროვნებისა და ლოგიკის წყალობით ადვილად იპოვიან რთული სიტუაციიდან გამოსავალს


სასწორი
სასწორებმა ამ კვირაში თავი შეიკავონ შორ მანძილზე გადაადგილებისგან. მეტი დრო უნდა დაუთმონ მეგობრებთან კომუნიკაციას, ინტელექტუალური ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლას და ინტელექტის ამაღლებას. ეს სასიკეთო კვირაა სასწორთა უმრავლესობისთვის.


მორიელი
თუ მორიელები შემოქმედებით საქმიანობაში არიან ჩართული, მათ ელით წარმატება ან შესაძლოა, რაიმე იდეამ აიტაცოთ. საკუთარ თავს იმდენად ტვირთავთ, რომ დრო არ გრჩებათ პირადი ცხოვრებისთვის. ეცადეთ, ამისთვისაც მოიცალოთ.


მშვილდოსანი 
მშვილდოსნებს მოუწევთ კონცენტრირება აუცილებლად გადასაჭრელ საკითხებზე.  მშვილდოსნების უმეტესობისთვის ეს წარმატების მომტანი პერიოდია. შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ.


თხის რქა
თხის რქებს მოუწევთ გარკვეული სირთულეების გადალახვა, რასაც მშვენივრად გაართმევენ თავს. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ დაბადების დღის წინა პერიოდი მოდის და სიფრთხილე გამოიჩინონ ყველა მიმართულებით. ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას.


მერწყული
მთელი კვირა მეგობრებთან კომუნიკაციით იქნებით დაკავებული, მათი პრობლემებით ან/და კოლექტიური საქმიანობებით, შეიძლება მონაწილეობა მიიღოთ საგანმანათლებლო, შემეცნებით პროექტებში.


თევზები
ზოგიერთი თევზებისთვის ეს სასიკეთო პერიოდია. ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებთ, რომელიც  შესაძლოა თითქმის 1 წელი გაგრძელდეს. საზოგადოებისგან მიიღებთ მხარდაჭერას საქველმოქმედო და შემოქმედებით პროექტებში.


წარმატებები ყველას!

დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.