რა ცვლილებებს გვპირდება „თხა“ და რას გვირჩევენ ვარსკვლავები?!

ჰოროსკოპი

28 დეკემბერი 17:00, 2014 წელი

დღეს შემოგთავაზებთ, თუ როგორი იქნება მომავალი წელი ზოგადად ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, იანვრიდან კი ამ რუბრიკაში წაიკითხავთ ცნობილ ადამიანებთან ბლიც-ინტერვიუებს მათი ჰოროსკოპების ირგვლივ

რა ცვლილებებს გვპირდება „თხა“ და რას გვირჩევენ ვარსკვლავები?!


ჰოროსკოპი მრავალნაირია: დასავლური, აღმოსავლური, დრუიდული, ზოროასტრიკული, მესოამერიკული, ინდური და ა.შ.


თუმცა საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული მაინც აღმოსავლური ანუ ჩინური და დასავლური ანუ „კლასიკური“ ასტროლოგიაა.


აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2015 წელი ლურჯი (მწვანე) ხის თხის წელია.


 


ლურჯი (მწვანე) ხის თხის წელი თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის სასიამოვნო სიახლეებით იქნება სავსე.


ამ წელს საქმეები, ჩვეულებრივზე იოლად გამოგივათ, რადგან ვარსკვლავები გააძლიერებენ თქვენში ისეთ თვისებებს, როგორიც არის  ლოგიკა, გულმოდგინება და კონცენტრირების უნარი. მთავარია, ნაკლებად იფრინოთ ღრუბლებში და უფრო პრაქტიკულები და პრაგმატულები იყოთ.


განსაკუთრებულ წარმატებას ხელოვნების, ლიტერატურისა და გამოგონების სფეროში მოღვაწე ადამიანები მიაღწევენ.


თხის წელი ფინანსური თვალსაზრისითაც მომგებიანი იქნება, რადგან „თხა“ მაქსიმალურად დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეები დიდ კაპიტალად აქციოთ. თამამად დაიწყეთ იმ ბიზნესგეგმების გამხორციელება, რომელთა წამოწყებასაც ამა თუ იმ მიზეზის გამო წინა წლებში ვერ ბედავდით. მაგრამ, სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ ფინანსების ხარჯვისას, რათა თქვენმა დანახარჯმა  შემოსავალს არ გადააჭარბოს.


 


2015 წელი უამრავ ახალ, საინტერესო და სასარგებლო ნაცნობობას გპირდებათ. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ თხა საკმაოდ ჯიუტი და ფიცხი ცხოველია, არც ახალი ურთიერთობები იქნება ყოველთვის მარტივი. ამიტომ მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ წვრილმანი უსიამოვნებები ყოველთვის დიპლომატიური გზით მოაგვაროთ.


 


რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, თუ თავისუფალი ხართ, ეს წელი მოგცემთ  ცხოვრების ერთგული და საიმედო მეგობრის პოვნის შანსს, ხოლო თუ დაქორწინებული - თქვენი ქორწინება კიდევ უფრო მყარი და ბედნიერი გახდება. საუკეთესო პერიოდია ბავშვის გაჩენისთვის, რადგან თხის წელში დაბადებული ბავშვები გამჭრიახი გონებითა და განსაკუთრებული ინტუიციით იქნებიან დაჯილდოებულები.


 


2015 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ თხის წელში დაბადებულ ადამიანებს.


 


თხა (1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003)


ელეგანტურ, არტისტულ და ბუნების მოყვარულ თხას, ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ რომელიმე სახელოვნებო სფეროში გაიკეთოს ბრწყინვალე კარიერა.


ჭკვიანია, მაგრამ არ გააჩნია ორგანიზატორული ნიჭი, ამიტომ წარმატების მისაღწევად ყოველთვის სჭირდება ვინმე, ვინც უხელმძღვანელებს, მიმართულებას მისცემს და გზაზე დააყენებს.


უყვარს კომპლიმენტები და იმდენად მძაფრად განიცდის  კრიტიკას, რომ მცირედი შენიშვნის გამო  შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდეს.


არ გააჩნია საკუთრების გრძნობა - თავადაც შეუძლია, უბოდიშოდ ისარგებლოს სხვისი ნივთებით და არც საკუთარის გამოყენებაზე ეუბნება უარს სხვებს.


ჭირვეულია და თავისი ბედით მუდამ უკმაყოფილო, ამიტომ გაუთავებელი წუწუნით ხშირად აღიზიანებს გარშემომყოფებს.


მიუხედავად ამისა, თხას აქვს განსაკუთრებული ქარიზმა და თვისება, თავი მოაწონოს თავისთვის საჭირო ადამიანებს და რომ არა მისი  გამუდმებული მერყეობა და პესიმიზმი, შეეძლო, აღმოსავლური ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს შორის ყველაზე მომხიბლავი ნიშანი ყოფილიყო.


 


როგორი იქნება ლურჯი თხის წელი  დასავლური ზოდიაქოს ნიშნებისთვის


 


ვერძი - 2015 წელს ბევრი მუშაობა მოგიწევთ,თუმცა შრომა დაგიფასდებათ და ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებთ. საუკეთესო დროა პირადი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად - ამ წელს თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც მომავალში შეიძლება ბედიც დაუკავშიროთ.



 


კურო - ნუ იქნებით „თხასავით“ ჯიუტი და ერიდეთ კონფლიქტებს, თორემ უსიამოვნება არ აგცდებათ. თუ სიბრაზის მოთოკვას და სხვების აზრის გათვალისწინებას არ ისწავლით, შეიძლება, ძველი მეგობრებიც კი დაკარგოთ.



 


ტყუპები - 2015 წელს თქვენს მომავალ სტაბილურ კეთილდღეობას ეყრება საფუძველი, ამიტომ იყავით ბრძენი და წინდახედული და ეცადეთ, გარშემომყოფებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ. შესანიშნავი დრო გაქვთ იმისთვის, რომ თანდაყოლილი არტისტიზმი და მჭერმეტყველება მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ.



 


კირჩხიბი -  წარმატების მისაღწევად ბევრი შრომა დაგჭირდებათ. თუმცა, თუ „ბუნაგიდან“ გამოძვრებით და ადამიანებთან ურთიერთობას ისწავლით, მიზანს გაცილებით მარტივად მიაღწევთ. წელს არც ზედმეტი თავმდაბლობა გამოგადგებათ, რადგან დახვეწილი პრომოუშენი და პოზიციონირება თქვენს კარიერას ძალიან წაადგება. რაც შეეძლება პირად ცხოვრებას - სიახლეებს წლის მეორე ნახევრიდან უნდა ელოდოთ.



 


ლომი - თუ საწინააღმდეგო სქესის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი იქნებით,  2015 წელი პირად ცხოვრებაში დიდ იმედგაცრუებებს მოგიტანთ. ამიტომ, თუ გინდათ საყვარელ ადამიანთან  კონფლიქტები აირიდოთ, პირველ რიგში,  მისი აზრების პატივისცემა უნდა ისწავლოთ. პირადი ურთიერთობებისგან განსხვავებით, 2015 წელი პოზიტიური და სტაბილური იქნება ფინანსური თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული სამსახურში დაწინაურება, ხელფასის მომატება. გარდა ამისა, შეიძლება, მოულოდნელად დამატებითი შემოსავლის წყაროც გამოგიჩნდეთ.



ქალწული - 2015 წელს ქალწულებს გრანდიოზული წარმატებები გელით. ასე რომ, შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ თქვენი ყველაზე პატივმოყვარული გეგმების განხორციელება. წლის დასაწყისში ნაკარნახებმა აზრმა მთელი თქვენი მომავალი შეიძლება განსაზღვროს.



 


სასწორი - ეს წელი თქვენთვის საქმიან პარტნიორებთან ან მეორე ნახევრებთან ურთიერთობაში ჰარმონიის მიღწევით დაიწყება და სწორედ ეს სულიერი კომფორტის შეგრძნება დაგეხმარებათ ფინანსურ სფეროში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გამორჩეულ და ძლიერ ადამიანებთან ურთიერთობას - მათ შეიძლება, თქვენს ცხვრებაში საიმედო დასაყრდენის როლი შეასრულონ. არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანის პროტექციით მაღალანაზღაურებად სამსახურში მოეწყოთ ან რეგულარულად მიიღოთ მათგან ფინანსური დახმარება.



 


მორიელი - 2015 წელი თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურობის დროა. ეცადეთ, სწორად გადაანაწილოთ დრო და არც მეგობრებისა და ნათესავების დახმარებაზე თქვათ უარი, ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს ავტორიტეტზე. თხის წელი აქტიური იქნება სასიყვარულო და სექსუალური თვალსაზრისითაც. ამ მხრივ წელსაც ჩვეულ ამპლუაში შეგიძლიათ იყოთ და თავს ყველაფრის უფლება მისცეთ.



 


მშვილდოსანი - თხის წელი თქვენთვის წარმატებული და მნიშვნელოვანი მოვლენებითა და საინტერესო ურთიერთობებით გაჯერებული იქნება. მოგეცემათ შანსი, რომ ყველაფერი, რაც აქამდე მიუღწეველი და სასურველი იყო, თქვენს ხელთ აღმოჩნდეს. მოერიდეთ საეჭვო ავანტიურებში მონაწილეობას, რადგან თუ ხელს მოკიდებთ რაიმე უკანონოს და უსამართლოს, ლურჯი თხა ამ შემთხვევაში თქვენს დაცვას მოერიდება და შეიძლება, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ვეღარ იპოვოთ. კარგი პეროდია ოჯახის შესაქმნელად და ნაყოფიერებისთვის. არ არის გამორიცხული, თქვენს ოჯახს კიდევ ერთი ბავშვი შეემატოს.



 


თხის რქა - თხის რქებისთვის აღმავლობის პერიოდი იწყება და კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში აქამდე მიუღწეველი მწვერვალები იოლი დასაპყრობი აღმოჩნდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რათა საქმიან და პირად ცხოვრებაში ჩაფლულს, რაიმე სერიოზული დაავადება არ გამოგეპაროთ.



 


მერწყული - აუცილებალდ უნდა ჩამოშორდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ემოციურად გაბრკოლებენ და ამით წინსვლის საშუალებას გისპობენ. მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხებთ ცხოვრებაში პროგრესის მიღწევას. ნუ იქნებით ინერტული და ნუ დაკმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ. გაიხსენეთ თქვენი წარსული მიღწევები და ახალი საქმეებიც თამამად წამოიწყეთ. წლის პირველ ნახევარში შეხვდებით ადამიანს, რომელმაც შესაძლოა, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს და თუ ურთიერთობას სწორი მიმართულებით წაიყვანთ, შეიძლება, წლის ბოლოს თქვენი სოციალური სტატუსიც შეიცვალოს.



 


თევზები - 2015 წელს, როგორც იქნა, მოიპოვებთ ნანატრ ბედნიერებასა და სიმშვიდეს. ამასთანავე, მარტო სიყვარულზე არ ჩაიციკლებით და ღია გახდებით სამყაროსგან იმ სიკეთეების მისაღებად, რაც დიდი ხანია, დაიმსახრეთ. აქტიურად განვითარდებით, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული თვალსაზრისით. მთავარია,  ზედმეტი სიმორცხვე მოიშოროთ და გარშემომყოფებს  თქვენი ღირსებები დაანახოთ, რომლებიც ასე მრავლად გაგაჩნიათ.



 


თხის წელში დაბადებული ცნობილი ადამიანები


ონორე დე ბალზაკი - ფრანგი მწერალი, 1799; ალექსანდრე პუშკინი - რუსი პოეტი, 1799; სერგეი ესენინი - რუსი პოეტი, 1895; რუდოლფო ვალენტინო - ამერიკელი კინომსახიობი, 1895; ასტრიდ ლინდგრენი - შვედი მწერალი -1907; მარკ ტვენი - ამერიკელი მწერალი, 1909; ალბერტო სორდი - იტალილი კინომსახიობი და რეჟისორი, 1919; მიხეილ გორბაჩოვი - საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, 1931; ჯიმ მორისონი - ლეგენდარული ამერიკელი როკ-მომღერალი, 1943; ჯორჯ ბენსონი - ჯაზ-შემსრულებელი, 1943; იზაბელ აჯანი - ფრანგი მსახიობი, 1955; ბრიუს უილისი - ამერიკელი კინომსახიობი, 1955; ჯორჯ ჰარისონი - ინგლისელი როკ-შემსრულებელი, 1943; მიკ ჯაგერი - ინგლისელი მუსიკოსი, 1943; რობერტ დე ნირო - ამერიკელი კინომსახიობი, 1943; პამელა ანდერსონი - ამერიკელი მსახიობი და მოდელი, 1967; კეტრინ დენევი - ფრანგი კინომსახიობი, 1943; მელ გიბსონი - ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, 1956...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?