„ჩემი ცოლის დაქალები“ ზოდიაქოს ნიშნებში (გიფ გალერეა)

ჰოროსკოპი

6 ივნისი 14:00, 2015 წელი

ამ კარგად ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟების ხასიათსა და ჩვევებს მათი ზოდიაქოს ნიშნები განაპირობებს.


ვერძი
 - ცოტნე


ცოტნე ვერძის თვისებებს ავლენს. ხმაურიანი, პირდაპირი, ზოგჯერ უდარდელი და უმიზეზოდ ფიცხი. იგი დონ კიხოტივით გაბედულად ებმება უსამართლობასთან ბრძოლაში, თუმცა ეს ენთუზიაზმი შესაძლოა, დროდადრო განელდეს.


 




 



კურო - ნინა


ნინა კუროს ნიშნის თვისებებს ავლენს. მშვიდი, გაწონასწორებული, ერთგული, ოჯახზე მზრუნველი და შრომისმოყვარე ნინა სამსახურსა და ოჯახს ერთმანეთს უთავსებს. კუროს ყველაფერზე მეტად ოჯახური გარემო ხიბლავს.


 




 



ტყუპები - კატო


ცნობისმოყვარე, მერყევი, ქარაფშუტა, პირად ურთიერთობებში ჩამოუყალიბებელი და ხშირად არასერიოზული კატო ტყუპების ნიშნის მატარებელია. მას ხშირად საკუთარი თავის ვერაფერი გაუგია.


 





 



კირჩხიბი - ნატაშკა
მგრძნობიარე, მეოჯახე, შვილების ზრუნვაზე გადაყოლილი, მშრომელი და ერთგული ნატაშკა კირჩხიბის თვისებებს ატარებს. მას ხშირად ესაჭიროება განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება.


 






 



ლომი - მაკა
კარიერისტი, ჩამოყალიბებული და პრაგმატული მაკა ლომის ნიშანს ჰგავს. მისთვის სოციალური სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში.


 





 



სასწორი - ნელიკო


კეთილი, შრომისმოყვარე, გულუბრყვილო და მიმტევებელი ნელიკო სასწორის ნიშნის მატარებელია. დაძაბულობა და ქაოსი მისთვის მიუღებელია და ყველაფერს გააკეთებს ვითარების განსამუხტად.


 





 



ქალწული - თინა


უზომოდ შრომისმოყვარე, პედანტი და კარიერაზე ორიენტირებულ თინა ქალწულის ნიშანს ჰგავს. მას ამ ქვეყნად ყველაზე მეტად დროის უყაირათოდ ხარჯვა და არასერიოზულობა აღიზიანებს.


 





 



მორიელი - თიკა


ცოტნეს ყოფილი ცოლი  მორიელის თვისებებს ავლენს. სიჯიუტე, ბოღმა და შური მის როლში ხშირად იკვეთება. მორიელს შეუძლია, წყენა ხანგრძლივი დროით ატაროს გულით, სანამ შურისძიების ობიექტს სამაგიეროს არ გადაუხდის.


 




 



მშვილდოსანი - ხურცილავა


ხურცილავა ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანს ჰგავს. ხალხის გამხიარულება და პოზიტიურ ტალღაზე „მოქოქვა“ ნებისმიერი მშვილდოსნის საყვარელი საქმიანობაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს სძულთ მარტოობა და მოწყენილობა.


 




 


 


 



თხის რქა - დათო


დათო თხის რქას ჰგავს. იგი უზომოდ მშრომელია. შეუძლია სამსახურიდან ყველაზე ბოლო გამოვიდეს. თხის რქების უმრავლესობისთვის ცხოვრების აზრი ოჯახი, სამუშაო და პროფესიული განვითარებაა.


 





 



მერწყული - პეტრე


ადვოკატ პეტრე თავისებური, უცნაური პერსონაჟია - ზოგჯერ კომუნიკაბელური და ზოგჯერ ჩაკეტილი. იგი მერწყულის თვისებებს ავლენს. მერწყულები ნოვატორები, რეფორმატორები და დრომოჭმული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლები არიან.


 




 



თევზები - ანკა


უპრინციპო, მუდმივად მიმტევებელი ანკა თევზის ნიშნის თვისებებს ავლენს. თევზებს მათზე გაცილებით უფრო ძლიერი ნებისყოფის მქონე, პრინციპული ადამიანების თანადგომა ესაჭიროებათ, რათა საკუთარი რესურები სწორად გამოიყენონ.


 



კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?