კურო
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები უმეტესწილად ფულიანთა კატეგორიაში მოიაზრებიან.
თავის სიმდიდრეს კურო ნელ-ნელა და ჯიუტად აგროვებს.
თითოეულ თეთრს უფრთხილდება და თავის კეთილდღეობის კოშკს ნაბიჯ-ნაბიჯ აგებს.
ფულთან ერთად კუროს ძალაუფლებაც ხიბლავს და უყვარს, როცა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თვითონ არის. თავის ფულს და საკუთრებას ოჯახზე არანაკლებ აფასებს, მაგრამ ძუნწი სულაც არ არის.
გაჭირვებაში ჩავარდნილი ახლობლებისა და მეგობრებისთვის არაფერს დაიშურებს. კუროსთვის იდეალური სფერო საბანკო სექტორია.
კირჩხიბი
ეს ნიშანიც, კუროს მსგავსად, ფულიანთა კატეგორიაშია. თუმცა კუროსგან განსხვავებით, კირჩხიბი ცოტა ძუნწია. იგი ყოველთვის სიყვარულითა და მზრუნველობით დაჰფუსფუსებს თავის საბანკო ანგარიშს და შავი დღისთვის ფული ყოველთვის აქვს გადადებული. მიუხედავად ამ ნიშნის ფინანსური წარმატების პოტენციალისა, თუ მას ზედმეტი ერთი ლარი გადაახდევინეთ, ნახევარსაათიან მონოლოგს წაგიკითხავთ და სანამ ბოდიშს არ მოუხდით, მანამ არ დაწყნარდება. კირჩხიბის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის გააზრებულად მოქმედებს. რამეს რომ ჩაიფიქრებს, კარგად აწონ-დაწონის. ამიტომაც იშვიათად ცდება და მისი წამოწყებული ყველა საქმე კარგად გვირგვინდება.
ლომი
ეს ნიშანი უჩვეულოდ ჭკვიანია და ყოველთვის ახერხებს, ხელცარიელი არ დარჩეს. ლომი ფულს ძალიან თავისუფლად ხარჯავს, ხანდახან - ზედმეტადაც კი. ამიტომ ზოგჯერ სიღატაკის ზღვარზეც კი დგას ხოლმე, თუმცა მისი უნარი, ფული მარტივად მოიპოვოს, მას ყოველთვის ეხმარება.
ლომი ეთაყვანება ყველაფერ მდიდრულს, ძვირფასს, უმაღლესი ხარისხისას.
საკუთარი სიამოვნებისთვის შეუძლია, მთელი ქონება გაანიავოს.
სწორედ ეს არის პრობლემა მისი პატარ-პატარა კრიზისებისა. მიუხედავად ამისა, იგი თავისი ფინანსური საქმეების გამოსწორების გზას ყოველთვის პოულობს.
მორიელი
მას სიმდიდრის დაგროვების უნარი აქვს. წარმატების მიღწევის გზაზე მიზანდასახულია.
მორიელი თავის საკუთრებას ან იმას, რის დასაკუთრებასაც აპირებს, არავის და არასდროს დაუთმობს.
ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს, არ ფაციფუცობს და არ ნერვიულობს.
მტკიცედ სჯერა, რომ საკმარისია, რამე მოისურვოს და მალევე მისი გახდება.
მორიელის თავდაჯერებულობა სწორედ მისი წარმატების საწინდარია. ფინანსებს ნელ-ნელა აგროვებს და ყოველთვის მიზანმიმართულად ხარჯავს.
მან ზუსტად იცის, როდის და რისთვის დახარჯოს ფული.