23-29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

23 ნოემბერი 00:05, 2015 წელი

მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი- ბავშვებს. არ გირჩევთ ბევრ გადაადგილებას. ეს პერიოდი უმჯობესია, დასვენებას და ყოფიერი პრობლემების გადაწყვეტას დაუთმოთ.


ვერძი

ბევრი კონტაქტი, გადაადგილება და შეხვედრა გაზრდის შანსს, მიიღოთ მეტი შემოსავალი. კარგია, თუ მოახერხებთ და დასვენების დღეებს ქალაქგარეთ დაგეგმავთ. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაადგილებებისას, რადგან არსებობს ტრავმების მიღების ალბათობა. საქმიანი მივლინება კი ისეთ შედეგს ვერ გამოიღებს, როგორსაც თქვენ ელით. სასიყვარულო და საქორწინო სფეროში, ურთიერთობა საქმიან ელფერს შეიძენს, რამაც შესაძლოა, თქვენი პარტნიორი გააღიზიანოს.


 


 



კურო

მიზნის მისაღწევად არახელსაყრელი დროა, რადგან პარტნიორები არ დაგეხმარებიან და დამოუკიდებლად მოგიწევთ მოქმედება. შესაძლოა, ახლობლებმა ინტრიგებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში ჩაგრთონ, რაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი გახდება. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან კონტაქტს. უმჯობესია, ეს პერიოდი დასვენებას და ყოფიერი პრობლემების გადაწყვეტას დაუთმოთ. ხშირად დაისვენეთ და კარგად გამოიძინეთ.


 


 



ტყუპები

თავს ენერგიულად იგრძნობთ და შესაძლოა ახალი სამსახურის ძიებაც დაიწყოთ. სახლის პირობებში სამუშაო დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცევა. უცხოელებთან კონტაქტი ბევრ სასიკეთო ცვლილებას გამოიწვევს თქვენთვის. საზოგადოებრივი საქმიანობით გარშემომყოფების ყურადღებას დაიმსახურებთ და წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ. შესაძლოა, საწინააღმდეგო სქესის ადამიანის მიმართ ფარული ვნება გაგიჩნდეთ, თუმცა რადიკაოლურ ნაბიჯებს ჯერ ნუ გადადგამთ.


 


 



კირჩხიბი

გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს თქვენი მიზნები და გეგმები. მიუხედავად წარმოქმნილი სირთულეებისა, ყველა ცვლილება შემდგომ დადებითად წაადგება თქვენს კეთილდღეობას. გამოიყენეთ ეს დრო ახალი ხელობის ასათვისებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად. კარგია უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა. ახალი სასიყვარულო კავშირი კი, ჯობია, საზოგადოების თვალს მოარიდოთ.


 


 




ლომი

მოიმატებს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, მოზღვავებული ენერგიით კი ბევრ საქმეს შეასრულებთ და ძველ პრობლემებს მოაგვარებთ. გირჩევთ, პერიოდულად შეისვენოთ, რათა ორგანიზმი არ გადაღალოთ. იმოქმედეთ გეგმაზომიერად და გააზრებულად. კარგია მეგობრული ურთიერთობები, გართობა და საქმიანი კავშირების დამყარება. მა კვირაში არ გირჩევთ შორეულ მოგზაურობას.


 


 




ქალწული

თქვენი ენერგოპოტენციალი შესუსტდება, რის გამოც ჯანმრთელობა მეტ ყურადღებას წაიღებს. არ აჰყვეთ კონკურენტებს და ფარულ მტრებს. შეინარჩუნეთ არსებული მდგომარეობა, როგორც ურთიერთობებში, ასევე სამსახურსა და ბიზნესში. კარგია შოპინგი. ფინანსებთან დაკავშრიებით ნუ გარისკავთ. მოგზაურობა დადებითად დამთავრდება. ახალი სასიყვარულო კავშირი კი სტაბილური არ იქნება და მალევე მოგბეზრდებათ.


 


 



სასწორი

ძალიან მგრძნობიარე გახდებით სხვისი აზრების და საკუთარი რეპუტაციის მიმართ. გაიზრდება თქვენი ამბიციურობა. მოგინდებათ ძალაუფლება, პატივისცემა და კარგი პირობები სამსახურში. საკუთარ თავში ჩაღრმავებამ შესაძლოა, კიდევ უფრო დაგაფიქროთ თქვენს ცხოვრებაზე. საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმეთ და ეცადეთ, მისი პრეტენზიები აიტანოთ. არ გირჩევთ მოგზაურობას. უმჯობესია ხშირად დაისვენოთ და თუ საჭიროა, პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაიტაროთ.


 


 



მორიელი

ეცადეთ, კოლეგები და ხელმძღვანელი პირები ნაკლებად აკრიტიკოთ, რათა მათთან ურთიერთობაარ გაგიფუჭდეთ. მოერიდეთ განმარტოებას და ეცადეთ, ძველი კავშირები აღადგინოთ. ამით საკუთარი იდეების განხორციელებას შეძლებთ და საქმეში მეტ მოგებას მიიღებთ. ამ პერიოდში, ორგანიზმი დასუსტებულია, ამიტომ არ გირჩევთ ფიზიკურ დატვირთვას. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში კი სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თავისუფალი დრო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ.


 


 



მშვილდოსანი

ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგია საშუამავლო საქმიანობა. შემოსავალს მოგიტანთ ასევე არაოფიციალური, საიდუმლო ან ფარული სამუშაოც. მიღებული ინფორმაცია კარგად გააანალიზეთ, გადაამოწმეთ და ისე გამოიყენეთ. ნუ მიიღებთ დასკვნებს ნაჩქარევად. კარგია საქმიანი მივლინება,  შეხვედრები და მოგზაურობა. სასიყვარულო კავშირი და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობები სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და ამავდროულად, შინაგან სიმშვიდესაც მოგგვრით.


 


 



თხის რქა

ნუ დაივიწყებთ თქვენს მოვალეობებს და მეტი სერიოზულობით მიუდექით საქმეებს. საქმიანი პარტნიორებისა და ხელმძღვანელი პირებისგან ნუ მიიღებთ შენიშვნას და დაანახეთ მათ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. ეს თქვენს ავტორიტეტსაც გაზრდის. თუმცა, ნუ გექნებათ დამატებითი შემოსავლის იმედი. მეტი ყურადღება მიაქციეთ მშობლების რჩევებს. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, მოგზაურობა და საკუთარი შესაძლებლობების წინა პლანზე წამოწევა.


 


 



მერწყული

მაღალია თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი, ამიტომ ადვილად გაართმევთ თავს ნებისმიერი სირთულის საქმეს და მოაგვარებთ პრობლემებს. ყარათიანად ხარჯეთ ფული, რათა არ მოგიწიოთ ვალების აღება. წარმატებული აღმოჩნდება ვაჭრობა, თუ მას წინასწარ გათვლით. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი - ბავშვებს. არ გირჩევთ ბევრ გადაადგილებას. თქვენი პირადი და სასიყვარულო ურთიერთობების გამო კი, დიდი რისკია, ჭორების სამიზნე გახდეთ.


 


 



თევზები

ნებისმიერი საქმიანობა ნაკლებად შედეგიანი იქნება, მაგრამ გული არ აიცრუოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და ხშირად დაისვენოთ. არ გირჩევთ მოგზაურობას და საქმიან შეხვედრებს. სასიყვარულო პარტნიორთან კი მეტად რომანტიკული და თბილი იყავით. კარგია, თუ ჩაიტარებთ პროფილაქტიკურ სამედიცინო გამოკვლევებს და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსსაც ჩაიტარებთ. იყავით მეტად მომთმენი და რეალისტი.

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?