30 ნოემბერი - 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

30 ნოემბერი 00:05, 2015 წელი

საქმეებში სასურველი შედეგის მისაღწევად, აუცილებელი იქნება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ამ პერიოდში კარგია დასვენება და მოგზაურობა, ასევე ახალი კავშირების დამყარება.


ვერძი

მატერილაური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი ძლიერი იქნება, რაც თქვენი სამუშაოს სწრაფად და გულმოდგინედ შესრულების საწინდარი გახდება. თუმცა, არ გირჩევთ ახალი საქმის წამოწყებას. მეტი დრო დაუთმეთ ცოდნის მიღებას, განათლების გაღრმავებას და საჭირო კავშირების დამყარებას. მოგზაურობა და გადაადგილებები დამღლელი, მაგრამ შედეგიანი აღმოჩნდება. ეს კარგი დროა სახლის კეთილმოწყობისთვის. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში დროულად მიაკითხეთ ექიმს და ჩაიტარეთ სათანადო მკურნალობის კურსი.


 


 



კურო

საკმაოდ აქტიური იქნებით. საქმეებში სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელი იქნება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. იდეების განსახორციელებლად მოგიწევთ ბევრ ხალხთან მოგიწევთ ურთიერთობა. გაიზრდება თავგადასავლების და გართობის სურვილი. ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობა ერთგვარ გამოცდას მოგიწყობთ და ამისთვის იყავით მზად. კარგია დასვენება და მოგზაურობა, ასევე ახალი ინფორმაციის მოპოვება და კავშირების დამყარება.


 


 




ტყუპები

საქმეში აუცილებელია ჯანსაღი აზროვნება და მიზანდასახულობა, რათა გაიზარდოს თქვენი შემოსავლები. სჯობს, ფარულად იმოქმედოთ. მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მოუფრთხილდეთ რეპუტაციას და ნუ იკამათებთ. გაიზრდება პირადი შეხვედრების და გადაადგილებების რაოდენობა. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კარგი იქნება, გეგმიური სამედიცინო კვლევის ჩატარება.


 


 



კირჩხიბი

თქვენს ცხოვრებაში დიდ როლს შეასრულებენ ავტორიტეტული და გავლენიანი ადამიანები. მოიმატებს ხელმძღვანელ პირთა და კოლეგათა კეთილგანწყობა და შესაძლოა, მიიღოთ დამატებითი გასამრჯელო. მოგზაურობები, კონტაქტები და ახალი ინფორმაცია წარმატებასა და პერსპექტივებს გიქადით. მიუხედავად ამისა, მოერიდეთ იმ სიტუაციებს, რომელთა გაკონტროლებასა და მართვასაც ვერ შეძლებთ. მეტი დრო დაუთემთ ოჯახს და საყვარელ ადამიანს.


 


 



ლომი

თქვენ წინაშე დიდი შესაძლებლობები გადაიშლება და დროის მცირე მონაკვეთში ბევრი საქმის შესრულებას მოასწრებთ. სწრაფად და წარმატებით დაასრულებთ ყველა ადრე დაწყებულ პროექტს. ცხოვრებისეული გეგმების შეცვლით კი მომავლის იმედი მოგეცემათ და ახალი მიზნების დასახვა გაგიადვილდებათ. საქმიან პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობა და საქმეში მათი გამოცდილების და ფინანსების გამოყენება წარმატებებს გიქადით. საყვარელ ადამიანს კი მეტად მოუსმინეთ და მისი სურვილები გაითვალსწინეთ.


 


 



ქალწული

კარგი დროა წინსვლისა და პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებისთვის. თავს სანაქებოდ იგრძნობთ, ადვილად გაუმკლავდებით სირთულეებს და შეინარჩუნებთ ადრინდელ პოზიციებს. საქორწინო ან სასიყვარულო პარტნიორის დახმარებით, შეძლებთ, ცხოვრებას საღი თვალით შეხედოთ და ბედნიერება შეიგრძნოთ. თავი აარიდეთ ზედმეტ ხარჯებს. მოგზაურობა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს, თუმცა საჭირო ინფორმაციის მიღება არ გაგიჭირდებათ.


 


 


 



სასწორი

თქვენი ჩანაფიქრები და ქმედებათა მოტივები გარშემომყოფებისთვის გაუგებარი იქნება, თუმცა ამგვარად შეძლებთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ კონკურენტებს და ფარულ მტრებს. საოჯახო და სასიყვარულო სფეროში ცვლილებები სასიკეთოდ წარიმართება და მოგცემთ სტიმულს, მეტად წარმატებული იყოთ. შესაძლოა, დაფიქრდეთ სასიყვარულო ურთიერთობის დაკანონებაზე. ეს კარგი დროა, როგორც საქმიანი, ისე პირადი მოგზაურობებისთვის.


 


 


 



მორიელი

აქტიური და შედეგიანი დროა. გაზრდილი მომხიბვლელობისა და მიმზიდველობის წყალობით, ადვილად შეძლებთ გარშემომყოფების მართვას და დაყოლიებას. თუმცა, ადრე დასახული მიზნების განსახორციელებლად გარკვეულ დათმობებზე მოგიწევთ წასვლა. სასიყვარულო განცდების გამო შესაძლოა, განმარტოვება და განვლილი პერიოდის გაანალიზება მოგინდეთ. თქვენს მსოფლმხედველობაზე დიდ გავლენას მოახდენს უცხოეთში მოგზაურობა, უცხოელებთან ურთიერთობა ან სხვა ქვეყნის კულტურასთან დაახლოება.


 


 



მშვილდოსანი

საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების განსაკუთრებული სიმპათიის წყალობით წარმატება გელით, როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში. თუ ხელსაყრელ მომენტს გამოიყენებთ და თქვენს იდეებს საჭირო ხალხს მიაწვდით, კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ. თუმცა, გაზრდილი შემოსავალი ფინანსების დაგროვების საშუალებას ჯერ ვერ მოგცემთ. მოგზაურობა მიზანთან დაგაახლოვებთ, ხოლო მიღებული გამოცდილება სასიკეთოდ აისახება თქვენს მომავალ საქმიანობაზე.


 


 



თხის რქა

მოიმატებს ენერგიულობა და გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, შესაძლოა  არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტის მომსწრე და თანამონაწილე აღმოჩნდეთ. უხეშობამ და სიჯიუტემ კი შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ წინსვლაში და გაგიფუჭოთ ავტორიტეტი. სასიყვარულო ურთიერთობებში ბევრ ახალ ემოციას და გამოცდილებას მიიღებთ, სახლში კი მუდამ გექნებათ საკმარისი სითბო და მზრუნველობა. გაიზრდება გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა.


 


 



მერწყული

იმდენად მიზანდასახული იქნებით, რომ სხვისი აზრი არაკომპეტენტურად მოგეჩვენებათ და არ გაუწევთ ანგარიშს გარშემომყოფთა კრიტიკას. ეს დრო ხელს უწყობს დამატებითი ცოდნის და განათლების მიღებას, გარშემომყოფებისთვის დახმარებას და ავტორიტეტის ამაღლებას. სამსახურის დახმარებით შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს ახალ სასიყვარულო კავშირს. უცხოეთში მოგზაურობა სასიკეთოდ აისახება თქვენს განწყობაზე და ბევრ სიამოვნებასა და პერსპექტივას გპირდებათ.


 


 



თევზები

საქმიან ურთიერთობებში ახალ იდეებსა და ხალისს შეიტანთ, რაც ამ წრეში პოპულარობას და წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, მოიმატოს შემოსავლებმაც. მიუხედდავად ამისა, ყურადღებაა საჭირო საბუთების გაფორმებისას, რადგან შეცდომის გამოსწორება გაგიჭირდებათ. შესაძლოა, მოგიწიოთ ნათესავების მატერიალური უზრუნველყოფაც. ეს მშვენიერი დროა სიყვარულის ასახსნელად და პირად ცხოვრებაში წარმატებებისთვის. თუმცა, სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას ჯობია, არ იჩქაროთ და კარგად დაფიქრდეთ. 

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?