21-27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

21 მარტი 00:05, 2016 წელი

წინ დიდი ცვლილებების კვირა გელით. კარდინალურად შეცვლით თქვენი ცხოვრების ფილოსოფიას, რაც რიგი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. საკუთარი პირადი ცხოვრების სრულყოფისთვისაც მოგიწევთ ბრძოლა...


ვერძი

მომავალ კვირას საოცარ შეუპოვრობას გამოავლენთ. დასაწყისისთვის ოპერატიულად შეასრულებთ სამსახურებრივ მოვალეობებს, რითიც თქვენს უფროსს მოულოდნელად გაახარებთ. როცა სამსახურის საქმეებს უკან მოიტოვებთ, თქვენთვის ძვირფასი ადამიანების გასახარებლად მზადებას შეუდგებით, იყიდით საჩუქრებს. ცოტა მოგვიანებით იმასაც მიხვდებით, რომ თქვენი პირადი ცხოვრების ფრონტი ძალიან შორსაა სრულყოფილებისგან. ბოდიშს მოუხდით თქვენს მეორე ნახევარს ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტისთვის და ამით ყველა უთანხმოებას მოაგვარებთ.


 


კურო

მომავალ კვირას საპირისპირო სქესის ძველი მეგობრის მიმართ რომანტიკულ ინტერესს გამოავლენთ. მცირეხნიანი დიალოგის შემდეგ მიხვდებით, რომ ამდენი წლის განმავლობაში ტყუილად ცდილობთ, დამალოთ ურთიერთსიმპათია. თქვენი მოსიყვარულე წყვილი ბევრის ინტერესსა და დაუფარავ შურს გამოიწვევს. ამ კვირაში კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი იქნება ცნობა თქვენი დაწინაურების შესახებ. თქვენს ბედნიერებას თქვენი კოლეგების მწვავე შენიშვნებიც კი ვერ დაჩრდილავს.


 


ტყუპები

მომავალ კვირას ტყუპები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ზღვარზე აღმოჩნდებიან. მოგიწევთ, მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის მომავლის შესახებ. ჯერჯერობით არ ეტყვით თქვენს საყვარელ ადამიანს იმის შესახებ, რომ დაშორება გაქვთ გადაწყვეტილი. თავს მოაჩვენებთ, თითქოს, არაფერი შეცვლილა, თუმცა ის უსიტყვოდაც მიხვდება ყველაფერს. ამავდროულად, სამსახურში პოზიტიური ცვლილებები გელით, რაც მოგცემთ საშუალებას, თავი დააღწიოთ სევდიან ფიქრებს.


 


კირჩხიბი


თქვენს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას კარდინალურად შეცვლით. შეწყვეტთ საკუთარ პრობლემებში ახლობელი ადამიანების დადანაშაულებას და ისწავლით თქვენი ქმედებების ობიექტურად შფასებას. მეტად დაბრძენდებით, დაუყოვნებლივ მიხედავთ თქვენს პროფესიულ საქმეებს, სასიყვარულო ფრონტს. ზუსტად განსაზღვრავთ, რა და კონკრეტულად რა მომენტში უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.


 


ლომი

ლომები უგუნური ქმედებებისაკენ იქნებიან მიდრეკილნი. არ არის გამორიცხული, მოულოდნელად გადაწყვიტოთ სამსახურის შეცვლა და თქვენი უფროსის კაბნეტს დაუფიქრებლად მიაშუროთ. საბედნიეროდ, თქვენი მეგობარი კოლეგა დროულად შეგაჩერებთ. მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ გადაწყვეტთ, უარი თქვათ კარდინალურ რეფორმებზე სამუშაო სფეროში. ექსპერიმენტების ჩატარებას პირადი ცხოვრების ფრონტზე მოისურვებთ. ეცდებით, თქვენს სასიყვარულო რომანში სიახლეები შეიტანოთ, მაგრამ თქვენი მეორე ნახევარი კონსერვატიზმს გამოავლენს და უარს გეტყვით ახალი იდეების განხორციელებაზე.


 


ქალწული

მომავალ კვირას მოგიწევთ, საოჯახო საქმეებს მიხედოთ. სახლში ხმაურიანი კონფლიქტი მოხდება, თქვენი მეუღლე თავის ნივთებს შეაგროვებს და ღამის გასათევად მეგობრებთან წასვლას გადაწყვეტს. მარტოობა ძალიან საშიშად მოგეჩვენებათ. გადააბიჯებთ საკუთარ თავს და  თქვენს მეორე ნახევარს შერიგებას სთხოვთ. ისიც არ გეტყვით უარს, თუმცა პრობლემა  ამით არ მოგვარდება. შეამჩნევთ, რომ ეს ფაქტი არანაირ მორალურ სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. თქვენი ოჯახური კონფლიქტი კი კიდევ უფრო გაღრმავდება.


 


სასწორი

კვირა არცთუ საინტერესოდ ჩაივლის. დასაწყისში სამსახურის გადაუდებელი საქმეები „ჩაგყლაპავთ“, რის გამოც სამსახურში ჩვეულებრივზე დიდხანს მოგიწევთ ხოლმე შეყოვნება. თავისუფალ დროს საყვარელ ადამიანებს დაუთმობთ. ზედმეტი კილოგრამების დაკლებას ვერც ამჯერად მოახერხებთ, ამიტომ თქვენი საყვარელი ტანისამოსი კვლავაც კარადაში გამოუყენებლად ეკიდება. კვირის ბოლოს მნიშვნელოვან სტუმარს უმასპინძლებთ, რომლის პატივსაცემადაც საოცარ სუფრას გაშლით და საბოლოოდ დაემშვიდობებით დიეატას.


 


მორიელი

მომავალ კვირას თქვენი ქმედებები სპონტანური, თუმცა გულწრფელი იქნება. თავადაც ვერ შეამჩნევთ, როგორ მოუსმენთ თქვენს შინაგან ხმას და ბოდიშს მოუხდით ადამიანს, რომელსაც დიდი ხნის წინ ატკინეთ გული. ის აუცილებლად გაპატიებთ და სავახშმოდ წასვლასაც შემოგთავაზებთ. მარტივად გადაწყვეტთ პროფესიონალურ საქმეებს და როცა სამსახურს უკან მოიტოვებთ, თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ქალის (დედის) გასახარებლად საჩუქრის შერჩევასაც მოასწრებთ.


 


 


მშვილდოსანი

მომავალ კვირა ბევრ სასიამოვნო მოულოდნელობას გიმზადებთ. კვირის დასაწყისში თქვენი ოცნების შოპინგს მოაწყობთ, თანაც ამას სპონტანურად გადაწყვეტთ. გესტუმრებათ ოჯახის წევრი, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ. თქვენს ნათესავს ძალიან მოეწონება თქვენი სტუმართმოყვარეობა და გადაწყვეტს, თქვენს ცხოვრებას მეტი ჰარმონიულობა შესძინოს. თქვენი ნათესავისგან ძვირფას საჩუქარს მიიღებთ, რაც სასიამოვნოდ დაგახვევთ თავბრუს.


 


თხის რქა


მშვიდობიანად დაასრულებთ ხანგრძლივ „ომს“. თქვენს ოპონენტს ნათლად დაუმტკიცებთ გარკვეულ ქმედებათა ნეგატიურობას. ის ირწმუნებს, რომ თქვენ არასდროს დაგიგეგმავთ შეთქმულება მის წინააღმდეგ და ამიტ საოცარ შვებას იგრძნობთ. კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ძველი მეგობრის დაბრუნება იქნება. მაგრამ ხანგრძლივი განშორების შემდეგ ერთმანეთის მხიარული ხუმრობების გაგება ძალიან გაგიჭირდებათ.


 


მერწყული

მერწყულებისთვის კვირის მთავარი პრობლემა ფინანსები იქნება. ძალიან მოგინდებათ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის პატარა სასიამოვნო საჩუქრების შეძენა, თუმცა ამ ყველაფერს თქვენი ჯიბე ვერ გასწვდება. გადაწყვეტთ, რომ არ არის აუცილებელი საჩუქარი მატერიალური ღირებულების იყოს. დაფიქრდებით და უამრავი იდეა მოგივათ, როგორ შეიძლება ორიგინალურად, მაქსიმალურად მომგებიანად და ეკონომიურად გაახაროთ საყვარელი ადამიანები. როგორც კი სამსახურის საქმეები დასასრულისკენ წავა, თქვენი ბრწყინვალე იდეების განხორციელებას შეუდგებით.


 


თევზები
თევზები კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის უნდა იყვნენ მზად. თქვენს ახალ ვარცხნილობასა და მოდურ გარდერობს გარშემომყოფები პოზიტიურად შეაფასებენ, თუმცა ის ადამიანი, ვისთვისაც ასე ძალიან ცდილობდით თავის მოწონებას, თქვენ მიმართ ისევ გულცივი იქნება. გადაწყვეტთ, აეჭვიანოთ „ის ერთადერთი“ და ამისთვის უმნიშვნელო რომანს გააბამთ, რომელიც იაფფასიან ინტრიგას მოგაგონებთ. ეს ურთიერთობა დაგეხმარებათ, ცოტა ხნით თავი დააღწიოთ მარტოობას, თუმცა ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაგაშორებთ თქვენს ოცნებას, მოიგოთ მისი გული, ვინც ასე გაიგნორებთ.  

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.