რომელი ოთახის მცენარე და ყვავილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?!

ჰოროსკოპი

16 აპრილი 18:00, 2016 წელი

თუ ყვავილების შეძენას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ მცენარე მხოლოდ სურნელოვანი დეკორაცია არ არის, მას თქვენს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. გთავაზობთ ასტროლოგებისა და ფლორისტების რჩევებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი
ვერძების მმართველი პლანეტა მარსია. მარსი იმპულსურობისა და დინამიკურობის სიმბოლოა. ვერძს სჭირდება ჭყეტელა ფერისა და ძლიერი ენერგეტიკის მქონე ოთახის მცენარე. მაგალითად, სამეფო ბეგონია (შეხვდებით ვარდისფერ, მწვანე-წითელში გაწყობილ, ვერცხლისფერ, ყვითელ, იასამნისფერ ან ლურჯ ბეგონიას ფოთლებს), ველური ლილია (სტაფილოსფერია, შავი წერტილებით), წითელი ვარდი და აზალია. ეს ყვავილები შინაგანი კონფლიქტის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ, სახლში მყუდრო გარემოს შექმნის და, რაც მთავარია, მისი დახმარებით აგრესიას მოთოკავთ. ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეები თქვენს ოჯახის წევრებს ხიფათისგანაც დაიცავს.


 


კურო
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შორის ხშირად შეხვდებით ფლორისტებს ან კოლექციონერებს. კუროებს ოთახის მცენარეებში ფულის ხარჯვა არ ენანებათ. ასტროლოგების აზრით, ამ ადამიანებს მცირე ზომის, ნაზი ყვავილები შეეფერებათ. მაგალითად, ია. კუროების ყველაზე დიდი მინუსი ეჭვიანობაა. ია მათ ნაკლის გამოსწორებაში ეხმარება. ეს ყვავილი ვერ გაიხარებს იმ ოჯახში, სადაც მუდმივი დაძაბულობაა და კონფლიქტებსაც ბოლო არ უჩანს. სახლში, სადაც ის ყვავის, ბედნიერება და ურთიერთგაგება სუფევს. აღსანიშნავია, რომ კუროებს ია ბავშვობაში აბრუნებს და სასიამოვნო მოგონებებს ახსენებს. იების ქონა განსაკუთრებით რეკომენდებულია მრავალშვილიანი კუროებისთვის. 


 


ტყუპები
ტყუპებს მერკური მართავთ. სწორედ ეს პლანეტა ხდის მათ კომუნიკაბელურს, ფიქრისა და მოგზაურობისკენ მიდრეკილს. ტყუპები პოზიტიური ადამიანები არიან, რომლებსაც სამყაროს ყველა ასპექტის შეცნობა უნდათ. გამუდმებით ცდილობენ გაიფართოონ სანაცნობო წრე, გაეცნონ სხვადასხვა სფეროს და მრავალფეროვანი გამოცდილება დააგროვონ. რა თქმა უნდა, მათ ექსტრავაგანტული და ეგზოტიკური  მცენარეები შეეფერებათ, განსაკუთრებით - პალმა, ლიანა და გვიმრა. გვიმრა ამ ადამიანების ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ასუფთავებს მათ კარმას და სტაბილურ საცხოვრებელ გარემოს უქმნის. ეს მცენარე ტყუპებს კონცენტრაციაშიც ეხმარება. განსაკუთრებით სასურველია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რადგან ბევრი მეცადინეობა და ახალი ინფორმაციის ათვისება უწევთ. 


 


კირჩხიბი
თქვენ ვერ შეხვდებით კირჩხიბებზე უფრო  მგრძნობიარე და ემოციურ ადამიანებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილას დგას. კირჩხიბის მცენარეებია: ფიკუსი, ალოე, ფუქსია და  პეპერომია. ფიკუსი ოჯახში ჰარმონიულ გარემოს ქმნის. ალოე ამ ადამიანს სულიერად აძლიერებს და ცხოვრებისეული წინააღმდეგობების გადალახვაში ეხმარება. სუსტი ჯანმრთელობის მქონე კირჩხიბებს ეს მცენარე წამალივით სჭირდებათ! თუ თქვენ პირად ცხოვრებაში არ გაგიმართლათ, ალოე მარტოობის განცდას დაგითრგუნავთ და დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებას არ  მოგცემთ. ფუქსიას „მაგიურ ყვავილს“ უწოდებენ. ის შეუცვლელი მეგობარია ხელოვანი ადამიანებისთვის. ეს მცენარე „მთვარეულების“ ინტელექტუალურ, ინტუიციურ და შემოქმედებით განვითარებას უზრუნველყოფს.  კირჩხიბებს, რომლებსაც სახლში ფუსქია აქვთ, კრეატიული იდეები ხშირად მოსდით, რაც მათ კარიერულ წინსვლაში ეხმარება. თუ კირჩხიბს რჩეული ამ ბუჩქს აჩუქებს, პარტნიორისადმი სიყვარული გაუმძაფრდება. სახლში, სადაც ფუქსიები უყვართ, მცირდება ქრონიკული დაავადებების რისკი.


 


ლომი
ლომის მმართველი თავად მზეა, სწორედ ამიტომ მის მცენარეებს მზის სხივები უხვად სჭირდებათ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ყვავილები სოლიდურობით, ლამაზი ფოთლებითა და თვალშისაცემი ფერებით გამოირჩევა. თუ ლომს წარმატების მიღწევა სურს კაბინეტსა და სახლში აკალიფას (ე.წ. „მელიის კუდი“), გარდენიას და ნემსიწვერას ქოთნები უნდა  დადგას. ხოლო სიყვარულის პოვნაში ან რომანის შენარჩუნებაში იაპონური კამელია და ჩინური ვარდი დაეხმარება. ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეები ამ ადამიანს აპათეაში ჩავარდნის საშუალებას არ მისცემს. მათი გავლენით ლომები მუდმივად ემოციურ და ფიზიურ ტონუსში იქნებიან. 


 


ქალწული
ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ პრაქტიკული ქალწული სახლის პირობებში კიტრს რგავს არა დეკორაციისთვის, არამედ - სუფრისთვის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სჭირდებათ მცენარე, რომელიც ემოციების გამოხატვაში დაეხმარებათ. ასტროლოგები  ფილოდენდრონის, აუკუბას, დრაცენას, სინგონიუმისა და ცისუსის შეძენას გირჩევენ. თითოეული მათგანი ჯანმრთელობას გაგიძლიერებთ და  ინტელექტუალურად განვითარების საშუალებას მოგცემთ. ეს მცენარეები განსაკუთრებით სჭირდებათ ქალწულებს, რომლებიც ენერგიის დეფიციტს უჩივიან. 


 


სასწორი
პლანეტა ვენერა სასწორებს მშვენიერი გარეგნობით აჯილდოებს. ასტროლოგების აზრით, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ხშირად თავად ჰგვანან ლამაზ ყვავილებს. გამორჩეული გარეგნობის მქონე სასწორებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ყურადღებითა და საჩუქრებით ანებივრებენ, მათ შორის თაიგულებით. სასწორის მცენარეებია: აზალია, ჰელიოტროპი, ჰორტეზია, კაქტუსი, კამელია და ქრიზანთემა. ეს ყვავილები სასწორებს ადამიანების ამოცნობასა და სიყვარულის პოვნაში/შენარჩუნებაში ეხმარება.  


 


 


მორიელი
მორიელის ყვავილები უმეტესწილად ეკლიანია. მორიელსა და მის მცენარეებს ბევრი საერთო თვისება აქვთ. მაგალითად, ორივე მიმზიდველია, თუმცა მათთან მიახლოება რთულია. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სურთ, რომ წარმატებას მიაღწიონ და ცხოვრების მეგზური სწორად აირჩიონ აგავა,  კალანჰოე, ოლეანდრი და ეხმეა უნდა შეიძინონ.  


 


 


 


მშვილდოსანი

მშვილდოსნების მცენარეები ხშირად მაღალი, გამძლე და ორიგინალურია. ისინი ერთი შეხედვითაც კი მოგზაურობის განწყობაზე დაგაყენებთ. თუ თქვენ ამ ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, კლივია და შეფლერა შეგეფერებათ. ეს მცენარეები მიზანსწრაფულს და ცნობისმოყვარეს გაგხდით, სხვადასხვა კულტურის მიმართ ინტერესს გაგიჩენთ, აგავსებთ ენერგიითა და პოზიტივით, დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზეც.


  


 


თხის რქა

სატურნი, რომელიც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მართავს, თხის რქებს შრომისმოყვარეობით, ძლიერი ნებისყოფითა და გამძლეობით აჯილდოებს. თხის რქის მცენარეები ნელა იზრდება. ამ ადამიანებს დოვლათის დაგროვებასა და დაწინაურებაში ეხმარებათ დრაცენა, ფიკუსი და იუკა. ჩამოთვლილი მცენარეები თხის რქაში ტირანსაც დათრგუნავს, რომელიც არასწორი აღზრდის შემთხვევაში თავს იჩენს ხოლმე და მისი განქორწინების მიზეზი ხშირად ხდება. 


 


 


მერწყული
„გამომგონებელი, რეფორმატორი და იდეინი,“  - ასტროლოგები ამ სამი  სიტყვით მერწყულებს ახასიათებენ. მისი მცენარეებია: აბუტილონი, რეო და მარანტა.       რეო სტრესულ სიტუაციებს ადვილად განმუხტავს და თავიდან გარიდებთ კონფლიქტებს. თუ რჩეულს  დაშორდებით, ეს მცენარე დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებას არ მოგცემთ. მისი დახმარებით ადვილად გაუმკლავდებით სულიერ დისჰარმონიას. მარანტა დიდი ხნის წინ რიტუალური დანიშნულების მცენარე იყო. მისი ენერგია რწმენას გაგიძლიერებთ. კრიტიკულ პერიოდში ის კონცენტრაციაში დაგემხარებათ და გამოსავალსაც ადვილად იპოვით. აბუტილონი მოგიხსნით სტრესს და  შემოქმედებით განწყობაზე  დაგაყენებთ.


 


თევზები
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა უნდა შეიძინონ  პაპირუსი, პლატიცერიუმი, ორქიდეა და წყალქვეშა  მცენარეები, რომელსაც აკვარუმში გაახარებენ.    ორქიდეას ენერგოვამპირად მიიჩნევენ, მისი საძინებელში გაჩერება ნერვული სისტემისთვის მავნებელია, ამიტომ ეს ყვავილი აივანზე ან ეზოში გაიტანეთ.      პაპირუსის სახლში გამოჩენის დღიდან გარემო უკეთესობისკენ შეიცვლება. ნელ-ნელა ყველა თქვენი საშინაო პრობლემა მოგვარდება და ქაოსის დამღლელი გრძნობა გაგიქრებათ. პაპირუსი ზარმაც ბავშვებს სწავლის სურვილს უჩენს. თუ თევზებს ლიმფური ან ენდოკრინოლოგიური პრობლემები აქვთ, ეს მცენარე გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. დეპრესიულ თევზებს პლატიცერიუმი სიცოცხლის ხალისით ავსებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?