ვის გვერდით იქნება მორიელი ბედნიერი?

ჰოროსკოპი

28 ივნისი 10:00, 2016 წელი

მორიელი ის ნიშანია, რომელსაც ვარსკვლავები განსაკუთრებულად სწყალობენ, მაგრამ ბედნიერება მაინც უჭირს. საქმე ის არის, რომ ეს ნიშანი ადამიანებთან რთულად იხსნება და გულთანაც თითქმის არავის უშვებს. თუ, ბოლოს და ბოლოს, მოგწყინდათ ტანჯულის როლის თამაში, ასტროლოგები ბედნიერებისკენ სავალ გზას გთავაზობენ.

ალბათ, შენიშნავდით, რომ კუროს ბევრი ზოდიაქოს ნიშნის გაბედნიერება შეუძლია. მართლაც, ეს ადამიანი ზრუნავს თქვენს ბედნიერებასა და კომფორტზე. მორიელსა და კუროს შორის ძლიერი გრძნობები წარმოიშვება, რაც ხშირად ქორწინებით მთავრდება. თანაცხოვრების პერიოდში ამ წყვილს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, თუმცა პრობლემები არ თუ აუცხოებს ან აშორებს მათ, პირიქით აახლოებს. უთანხმოების მიზეზად შეიძლება იქცეს კუროს რაციონალურობა ან მორიელის ზედმეტი რომანტიკულობა, თუმცა, თუ ორივე ნიშანი მოინდომებს,  შეათავსებენ პრაქტიკულობასა და რომანტიკას.


 


ასტროლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ კირჩხიბისა და მორიელის სასიყვარულო კავშირი ძალიან საინტერესო და მხურვალეა. მათი სიყვარული შეიძლება მგზნებარე რომანად დარჩეს, თუ რომელიმე პარტნიორი ოჯახს არ მიუძღვნის თავს. თუ კირჩხიბი ან მორიელი ნებაყოფლობით წავა მსხვერპლზე, მაშინ იდეალურ ოჯახს შექმნიან. მორიელი ურთიერთობაში ემოციურ საწყისზე იზრუნებს და ეცადება, რომ მორცხვი კირჩხიბი მაქსიმალურად გახსნას, თავის მხრივ, კირჩხიბი მათ სიყვარულს ინტელექტითა და პრაქტიკულობით გამოკვებავს. კირჩხიბისა და მორიელის ბედნიერების გასაღები ერთმანეთის პირადი სივრცის დაფასებაშია. კირჩხიბი მზად უნდა იყოს, რომ მორიელი მისთვის ცხოვრების სწავლებას დაიწყებს. რა თქმა უნდა, კირჩხიბს მორიელის ჭკუის დარიგება არაფერში სჭირდება, თუმცა მოთმინება და მოქნილობა უნდა გამოიჩინოს. კირჩხიბი კაცი მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარია. კირჩხიბი ქალი კი - ცოლი, რომელიც გასაჭირში არასდროს მიგატოვებთ, მუდამ მზად იქნება მორალურად, ემოციურად და ფინანსურად მხარი დაგიჭიროთ.


 


ქალწულთან ურთიერთობა მორიელისთვის ძალიან მომგებიანია. მორიელს მოსწონს, როცა ქალწულთან ემოციებს თავისუფლებას აძლევს, შეუძლია, ირგვლივ ყველაფერი გააცამტვეროს და შემდეგ ნანგრევებითაც კი დატკბეს. ქალწული მორიელს განსაკუთრებული კომფორტით გაანებივრებს. მორიელის სახლში მუდამ სიმყუდროვე იქნება გამეფებული. ქალწული ერთადერთი ნიშანია, რომელიც მორიელს ყველაფერს აპატიებს და მას საოცნებო თავისუფლებას მისცემს. ქალწული ღალატზეც კი დახუჭავს თვალს, რადგან იცის, რომ ბოლოს მაინც მასთან დაბრუნდებით და პატიებას სთხოვთ. ამ დროს თავს გამარჯვებულად იგრძნობს. მორიელ კაცს ქალწული ქალი მისი მახვილი გონების გამო იზიდავს. ურთიერთობა მორიელ ქალსა და ქალწულ კაცს შედარებით უფრო უმწვავდებათ და დაშორების ალბათობაც მატულობს. 


 


სასწორი და მორიელი მრავალფეროვანი შინაგანი სამყაროს მქონე ნიშნები არიან, მათ საერთო ინტერესები აქვთ, მაგალითად, ხელოვნება. ერთი შეხედვით, ამ წყვილის კავშირი იდეალურია. თუ სასწორსა და მორიელს პრობლემები შეექმნებათ, არავითარ შემთხვევაში არ გაახმაურებენ. მათი სიყვარულის მტერი თავისუფლების შეზღუდვაა. თუ, ერთი მხრივ, სასწორი, მეორე მხრივ კი, მორიელი მოახერხებს, პარტნიორს სრული თავისუფლება მისცეს, ერთმანეთს შეაბერდებიან. წლების გასვლასთან ერთად სიყვარული არათუ ჩაქრება, არამედ აგიზგიზდება. სასწორთან ურთიერთობა მარტივია, მორიელთან კი - რთული. სწორედ ამიტომ ერთმანეთს აბალანსებენ. თუმცა, თუ სასწორის ქცევა მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ქცევას დაემსგავსება (მაგალითად, პარტნიორის წინაშე იფლირტავებს სხვა მამაკაცებთან), მორიელი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს და დიდი შანსია, რომ მიატოვოს. 


 


მორიელს მშვილდოსანთანაც გამოუვა ურთიერთობის აწყობა, თუ ეს ნიშანი ამბიციების მოთოკვას მოახერხებს. ორივე ძლიერია ამიტომ, ან გაერთიანდებიან და საერთო ძალით შეებრძოლებიან წინააღმდეგობებს, ან ერთმანეთს შეუტევენ და გაანადგურებენ. მშვილდოსანი და მორიელი ერთმანეთის ცხოვრებას მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის, ორივე ცდილობს, ყველაფერი გამოსცადოს და მძაფრი ემოციები შეიგრძნოს. მათი მტერი (მორიელის მხრიდან) ღალატი და (მშვილდოსნის მხრიდან) თვითკმაყოფილებაა. მორიელისა და მშვილდოსნის კავშირი დაუვიწყარი რომანი იქნება, მაგრამ არა ძლიერი ოჯახი. 


 


თუ მორიელი თევზებს შეხვდება, ძალიან გაუმართლებს! ამ ორ ნიშანს ცხოვრებაზე ერთნაირი შეხედულებები აქვს. თევზები ხელოვნებისა და დაუშრეტელი სიყვარულის სიმბოლოა, სწორედ ეს იზიდავს მორიელს. ერთმანეთის ხათრით პარტნიორები ეცდებიან, სრულყოფილებას მიაღწიონ, საბოლოოდ  კი გააცნობიერებენ: „სულაც არ არის საჭირო იდეალურები იყვნენ იმისთვის, რომ თავი  ბედნიერად იგრძნონ“.


 

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.