ჰოროსკოპი თქვენი დაბადების რიცხვის მიხედვით

ჰოროსკოპი

21 ივლისი 10:00, 2016 წელი

ნუმეროლოგიური ჰოროსკოპის მიხედვით, დაბადების რიცხვი გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე და გარკვეულწილად განსაზღვრავს კიდეც მას.

დაბადების რიცხვი: 1, 10, 19, 28
ამ რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს ძლიერი ხასიათი და სტაბილური ფსიქიკა აქვთ.
1 რიცხვში დაბადებულები ხასიათდებიან დამოუკიდებლობით, წარმოსახვის კარგი უნარითა და ლიდერის თვისებებით. 
10 რიცხვში დაბადებულებს აქვთ შემოქმედებითი ნიჭი, არიან იდეალისტები, ეწევიან ჩაკეტილ ცხოვრებას. 
19 რიცხვში დაბადებულები გამოირჩევიან ზედმეტად ძლიერი ან ზედმეტად სუსტი ხასიათით. 
28 რიცხვში დაბადებულებს აქვთ მტკიცე ხასიათი. არიან დამოუკიდებლები და ორგანიზებულები. უყვართ ოცნება.



დაბადების რიცხვი: 2, 11, 20, 29
ამ რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს ორმაგი ბუნება აქვთ, არიან მშვიდობისმოყვარეები და საქმის კარგი შემსრულებლები.
2 რიცხვში დაბადებულებს კარგად გამოსდით გუნდთან მუშაობა, აქვთ ბობოქარი ცხოვრება და საინტერესო იდეები.
11 რიცხვში დაბადებულები მგრძნობიარეები და ემოციურები არიან. არ უყვართ ექსპერიმენტები.
20 რიცხვში დაბადებულები ტაქტითა და დიპლომატიით გამოირჩევიან. ხშირად აქვთ თანდაყოლილი მუსიკალური ნიჭი.
29 რიცხვში დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები არიან. აქვთ წინააღმდეგობრივი ხასიათი.



დაბადების რიცხვი: 3, 12, 21, 30
ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები კრეატიულები და მჭევრმეტყველები არიან. მათი ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით არის სავსე.
3 რიცხვში დაბადებულები მეგობრულები და ინტელექტუალები არიან. აქვთ კარგი იუმორის გრძნობა. შეუძლიათ თავის გამოჩენა.
12 რიცხვში დაბადებულები პრაქტიკულები და მოწესრიგებულები არიან. აქვთ კარგი ლოგიკური აზროვნება.
21 რიცხვში დაბადებულებს უამრავი ინტერესი ამოძრავებთ, წარმატებას აღწევენ სოციალურ სფეროში მუშაობისას. ხშირად ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებათ.
30 რიცხვში დაბადებულები დაჯილდოებულები არიან სამსახიობო ნიჭით, აქვთ კარგი წარმოსახვის უნარი და ინტუიცია. არ უყვართ მუშაობა.



დაბადების რიცხვი: 4, 13, 22, 31
ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები დამოუკიდებლები, რეფორმატორები და პრაქტიკულები არიან.
4 რიცხვში დაბადებულები სიფრთხილითა და პატიოსნებით გამოირჩევიან. უყვართ დეტალებზე ყურადღების გამახვილება. ხასიათდებიან სიჯიუტით. არ უყვართ გრძნობების გამჟღავნება.
13 რიცხვში დაბადებულები კარგი მენეჯერები და მეოჯახეები არიან. აქვთ მარტივი ხასიათი. ყოველთვის იცავენ ეთიკის ნორმებს.
22 რიცხვში დაბადებულებს აქვთ უნივერსალური აზროვნება და კარგი ინტუიცია. არიან ზედმეტად ემოციურები და ნერვულები.
31 რიცხვში დაბადებულები კარგად მართავენ ბიზნესს. გადამწყვეტ მომენტებში შეუძლიათ იერიშზე გადასვლა. არიან გამბედავები.



დაბადების რიცხვი: 5, 14, 23
ამ რიცხვებში დაბადებულები საქმეში თანმიმდევრულები არ არიან. უყვართ თავისუფლება და ცვლილებები, იშვიათად თმობენ. 
5 რიცხვში დაბადებულები ცნობისმოყვარეები და ჭკვიანები არიან. აქვთ კარგი ინტუიცია.
14 რიცხვში დაბადებულებს აქვთ ცვალებადი ხასიათი. არიან ინდივიდუალურები და ემოციურები.
23 რიცხვის ქვეშ ძლიერი პიროვნებები იბადებიან. აქვთ კარგი დაკვირვების უნარი. საქმეში პერსპექტიულები და პროფესიონალები არიან.



დაბადების რიცხვი: 6, 15, 24
ამ რიცხვებში დაბადებულები მეგობრულები და მოსიყვარულეები არიან. უყვართ პასუხისმგებლობის აღება.
6 რიცხვში დაბადებულები კარგი მშობლები არიან. წარმატებით სარგებლობენ საზოგადოებაში. აქვთ მუსიკალური ნიჭი. ზოგიერთ მათგანში გამოხატულია სიჯიუტე.
15 რიცხვში კეთილშობილი ადამიანები იბადებიან. აქვთ შემოქმედებითი ნიჭი. როგორ წესი, პრაქტიკაში სწავლობენ.
24 რიცხვის ქვეშ დაბადებულები მეოჯახეები და ამავე დროს კარიერისტები არიან. უყვართ მოგზაურობა.



დაბადების რიცხვი: 7, 16, 25
ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები კარგი გონებით გამოირჩევიან. აქვთ მიდრეკილება ეზოთერული მეცნიერების შესწავლისკენ. უყვართ განმარტოებით ცხოვრება.
7 რიცხვში დაბადებული ადამიანები ინდივიდუალისტები, ჯიუტები და პედანტები არიან. აზროვნებენ სწრაფად.
16 რიცხვში დაბადებულებს ანალიტიკური გონება აქვთ. ხშირად ეცვლებათ განწყობა. მათი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, ვინმე უყვარდეთ.
25 რიცხვში დაბადებულებს კარგად განვითარებული ინტუიცია და მხედველობითი მეხსიერება აქვთ. გადაჭარბებულად აღიქვამენ თავიანთ შესაძლებლობებს.



დაბადების რიცხვი: 8, 17, 26
ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები კარგად აზროვნებენ, ჰარმონიულად ვითარდებიან, ფინანსურ სარგებელს ადვილად პოულობენ.
8 რიცხვში დაბადებულები კარგი ორგანიზატორები არიან. არ უყვართ კანონის დარღვევა და მორალის ფარგლებში მოქმედებენ.
17 რიცხვში დაბადებულები წმინდა წყლის მატერიალისტები არიან, კარგად შეუძლიათ მომავლის განსაზღვრა.
26 რიცხვში დაბადებულები ამაყები და ემოციურები არიან. აქვთ კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები. უყვართ ობიექტური შეფასებები.



დაბადების რიცხვი: 9, 18, 27
ამ რიცხვებში დაბადებულების ამოცანაა, ემსახურონ საზოგადოებას და ჰუმანიზმის პრინციპებს. გამოირჩევიან თანაგრძნობის უნარით.
9 რიცხვში დაბადებულები ჰუმანურები, ინტელექტუალები და გულუხვები არიან. აქვთ მხატვრული შესაძლებლობები.
18 რიცხვში დაბადებულებს უყვართ კარიერის აწყობა, არიან კარგი მრჩევლები, ვერ ეგუებიან უსამართლობას.
27 რიცხვში დაბადებულთა ინტერესის სფერო შემოქმედებითი საქმიანობაა. უყვართ სისწრაფე. მიუხედავად ძლიერი ხასიათისა, ხშირად უმიზეზოდ შფოთავენ.

კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?