როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ზოდიაქოს ნიშნებზე

ჰოროსკოპი

22 ივლისი 10:00, 2016 წელი

ალკოჰოლის მიღების შემდეგ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი თავისებურად იქცევა. გაინტერესებთ, როგორ?

ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები პრაქტიკულად არასდროს იწამლებიან სასმელით. მათ სხვების უგონოდ დათრობა შესანიშნავად გამოსდით, თუმცა არა - სპეციალურად. ამიტომ ვერძებთან ერთად დალევას ნამდვილად არ გირჩევთ, მაგრამ, თუ დაუვიწყარი თავგადასავლები გწყურიათ, რომლებიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ, მათი კამპანია ზუსტად ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ.


კურო
ზოდიაქოს ეს ნიშანი, ვერძისგან განსხვავებით, მარტივად თვრება, მაგრამ გარეგნულად რომ არაფერი შეეტყოთ, ამისთვის ყველა ღონეს ხმარობენ. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ, მაინც იტყვიან: „რაღაც ცუდი სასმელია - საერთოდ არ მეკიდება“. სწორედ კუროები არიან ისინი, ვინც ყველგან და ყოველთვის ითხოვენ წვეულების გაგრძელებას. ასე რომ, მათთან ერთად არ მოიწყენთ.


ტყუპები
ტყუპების ორსახოვანი ნატურა ალკოჰოლის მიღების შემდეგ საბოლოოდ ირჩევს მას, ვისთან ერთადაც საღამოს გატარება სურს. აქ კი ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული - საყვარელ კატას აირჩევთ თუ საშიშ დემონს. ასეა თუ ისე, ტყუპებისგან თქვენ შეიტყობთ სრულ „სიმართლეს“ საკუთარ თავზე.


 


კირჩხიბი
გსურთ, გაიცნოთ კირჩხიბი რეალურად - დაალევინეთ! ალკოჰოლი აიძულებს მას, ჯავშნიდან გამოძვრეს და თქვენ წინაშე სრული ბუნებრივობით წარდგეს. კირჩხიბს შეუძლია, წვეულების მეფე გახდეს და დაუვიწყარი საღამოც გაჩუქოთ. დილით, მართალია, ისევ თავის ჯავშანში შეძვრება და ყველაფერს უარყოფს, მაგრამ თქვენ სიმართლე უკვე გეცოდინებათ.


ლომი
ნასვამი და ფხიზელი ლომის გარჩევა ძალიან რთულია. სამაგიეროდ, ემოციურად მოგიყვებათ თავისი გმირული თავგანწირვის ისტორიებს (არ აქვს მნიშვნელობა ბრძოლის ფრონტს) მაშინაც კი, როცა ეს ისტორიები უკვე ზეპირადაც იცით. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ლომები კიდევ უფრო თავდაჯერებულები და საკუთარ თავზე მეტად შეყვარებულები ხდებიან.


ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშანზე ალკოჰოლი ძალიან პოზიტიურად მოქმედებს. თვრებიან სასმელის სუნითაც კი, რამდენიმე ჭიქის შემდეგ კი მთელი სამყარო უყვართ, თავისი ყველა ბინადარით. და თუ დილით ასპირინს დაახვედრებთ, დაუვიწყარი ღამის შემდეგ ქალწული შესანიშნავ საუზმეს მოგიმზადებთ.


 


სასწორი
ნასვამ სასწორებსაც, ისევე როგორც ქალწულებს, მთელი სამყარო უყვართ, მაგრამ ბევრად უფრო დიდი დოზით. ამ დროს მათთვის ყველა ლამაზი და ძალიან მიმზიდველი ხდება... და ღამე შეიძლება, პირველ შემხვედრთანაც კი გაატაროს. დილით, რა თქმა უნდა, სასწორებს ძალიან რცხვენიათ, მაგრამ შემდეგ სხვა წვეულების ჯერი დგება და, ვითომც არაფერი, ახალი თავგადასავლებისთვის ემზადებიან.


მორიელი
მორიელებმა ზუსტად იციან თავიანთი ზღვარი და სმას წყვეტენ იდეალურ კონდიციაში. დროს მხიარულად და მსუბუქად ატარებენ. ერთი სიტყვით, შესანიშნავად ერთობიან და არც ზოდიაქოს სხვა ნიშნების გამხიარულება ავიწყდებათ. მოკლედ, მათთან ერთად გატარებული საღამოს შემდეგ დიდი შანსი გაქვთ, youtube-ს ვარსკვლავად იქცეთ.


მშვილდოსანი
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიოთ მშვილდოსნებთან ერთად! არასდროს, არც ერთ ვითარებაში არ დასთანხმდეთ ამას... და თუ უკვე დასთანხმდით, გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით. მთავარია - არ ედავოთ. მათთან კამათი ორი შედეგით შეიძლება დასრულდეს - ან გესვრით, ან ძალიან განაწყენდება. და გაითვალისწინეთ, მეორე პირველზე ბევრად უარესია!


თხის რქა
როგორც კი ალკოჰოლის ერთი წვეთი მაინც ხვდება თხის რქების ორგანიზმში, მაშინვე სრულიად გარდაიქმნება, თითქოს, ჯადოსნური ელექსირი დაელიოს. ფრთხილი ინტროვერტი უცაბედად მხიარულ, ნებისმიერი კამპანიის სულად იქცევა. არ დაიშურებს კომპლიმენტებს არავის მიმართ და მისი მისამართით ნათქვამ თითოეულ ირონიულ ფრაზას ღიმილით შეხვდება. თუმცა დილით, გაღვიძებისთანავე გაგახსენებთ თქვენს ყველა „ცოდვას“.


მერწყული
ნასვამ მერწყულს შეუძლია, ზღვა დააშროს, მთები გადადგას და ცას ფერი უცვალოს. რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ამ ყველაფრის გაკეთება ფხიზელ მდგომარეობაშიც ადვილად შეუძლიათ, თუმცა ალკოჰოლის მიღების შემდეგ მათი შესაძლებლობები ასმაგდება.


 


თევზები
თუ თქვენთან ერთად თევზები სვამს - გაიქეცით! ნურაფერს იკითხავთ, უბრალოდ, გაიქეცით!!! რადგან ემოციების ამ ფოიერვერკის გაძლება ზოდიაქოს ყველა ნიშანს როდი შეუძლია. ერთ მომენტში შესაძლოა, ძველ ანეკდოტზე გულიანად იცინოდეს, მეორე წუთს კი მესამე კლასში წარუმატებელი სიყვარულის გამო ტიროდეს.

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.