ტყუპი – კომუნიკაბელური, ყველაზე მოლაპარაკე და აქტიური ნიშანია. ტყუპს, უბრალოდ, არ შეუძლია ინფორმაციულ ვაკუუმში გაძლება. შესაბამისად, ჭორაობა და სხვადასხვა ამბის მიღება-გავრცელება მისი საყვარელი საქმიანობაა. თუმცა, ტყუპს, ჭორების გავრცელებაზე მეტად, ინფორმაციის გავრცელება და გაცვლა-გამოცვლა მოსწონს. ამიტომ თუკი ტყუპი ენაჭარტალაა, მის ამ საქციელს იშვიათად უდევს საფუძვლად ბოროტი განზრახვა - ის, უბრალოდ, ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც მოიპოვა.
მშვილდოსანი – ალბათ, ყველაზე დაუკვირვებელია ამ სამეულს შორის. ბოროტი გული არც მშვილდოსანს აქვს, მეტიც – იგი მუდამ ორიენტირებულია სიკეთის კეთებაზე და უყვარს ადამიანების დახმარება, მაგრამ პრობლემას ქმნის მისი ხასიათის თვისება, ყოველთვის დაუფიქრებლად თქვას ის, რასაც ფიქრობს. ამის გამო კი ხშირად უტაქტობაში ადანაშაულებენ. მშვილდოსანს არ უყვარს ჭორების გავრცელება, თუმცა, თუკი მას რაიმე სახის ინფორმაცია ანდეთ, შესაძლოა, კარგ ხასიათზე მყოფმა, უბრალოდ, „წამოროშოს“ სამეგობრო წრეში, მშვილდოსნების სამეგობრო წრე კი, მერწმუნეთ, საკმაოდ მრავალრიცხოვანია.
თევზები – ალბათ, ყველაზე მეტად არის მიდრეკილი შეგნებული ინტრიგების ხლართვისკენ, ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ მის სათუთ ფსიქიკას უხეშად შეეხებით. თევზები კეთილი და თანამგრძნობი ნიშანია, ამიტომ სასურველია, მისი ნდობა ბოროტად არ გამოიყენოთ. მას შეუძლია, „თევზივით ჩაიგუბოს პირში წყალი“ და თქვენი ყველაზე საშინელი საიდუმლოც კი წლობით ატაროს, მაგრამ, თუ თქვენ მის ნდობას არ გაამართლებთ ან აწყენინებთ, აუცილებლად დაიწყებს ენის ჭარტალს, თანაც დაგეგმილად და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევით.