რატომ ცდილობდნენ ქართველები სტალინის მოკვლას?

იცით თუ არა...

23 თებერვალი 22:00, 2018 წელი

საბჭოთა კავშირის დროს КГБ ყოვლისშემძლე ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, თუმცა ზოგჯერ გამოცდილ ჩეკისტებსაც არ შეეძლოთ პარტიულ ლიდერებზე თავდასხმის მცდელობის აღკვეთა...

საბჭოთა ლიდერებზე თავდასხმის ეს 5 მცდელობა დიდხანს იყო გასაიდუმლოებული:

1. თავდასხმა სტალინზე



1933 წელს, საქართველოში ყოფნის დროს, სტალინი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
ბომბი ერთ-ერთ მდინარეზე ხიდის ქვეშ იყო დამონტაჟებული, რომელზეც ბელადის მანქანას უნდა გაევლო.
სტალინი ლავრენტი ბერიას წინდახედულებამ გადაარჩინა, რომელმაც სხვა მანქანაში ჩაჯდომა ურჩია.
ორი წლის შემდეგ სტალინი სამშობლოში დასასვენებლად და დედის მოსანახულებლად ჩავიდა, თუმცა იძულებული გახდა, საქართველო სასწრაფოდ დაეტოვებინა, რადგან მისი დაცვის წევრებმა ძველი ბოლშევიკების შეთქმულება გახსნეს. ქართველი ბოლშევიკები ვარაუდობდნენ, რომ სტალინმა ლენინის გზას გადაუხვია, ამიტომ ნებისმიერი ხერხით მის ლიკვიდაციას ცდილობდნენ.


2. თავდასხმა ნიკიტა ხრუშჩოვზე



საბჭოთა ლიდერზე თავდასხმის მცდელობას 1956 წელს დიდ ბრიტანეთში ჰქონდა ადგილი.
გემ „ორჯონიკიძის“ მახლობლად, რომელშიც ხრუშჩოვი იმყოფებოდა, ბომბი აღმოაჩინეს და დროულად გააუვნებლეს.
1960 წელს ქართველმა ნაციონალისტებმა შეადგინეს საიდუმლო გეგმა, რომლის თანახმადაც, ცკ-ს პირველი მდივნის კორტეჟი უნდა დაებომბათ, თუმცა КГБ-მ შეთქმულება 6 თვით ადრე გამოავლინა.


3. თავდასხმა ლეონიდ ბრეჟნევზე



ბრეჟნევზე თავდასხმა 1969 წლის 22 იანვარს მოხდა. კოსმოსური ხომალდების „სოიუზ-4“-ისა და „სოიუზ-5“-ის ეკიპაჟის წევრებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ზეიმზე მისული ბრეჟნევის კორტეჟს ცეცხლი საბჭოთა არმიის უმცროსმა ლეიტენანტმა ვიქტორ ილინმა გაუხსნა, თუმცა მიზანს ააცილა. 


4. თავდასხმა იური ანდროპოვზე



ხმები, რომ ანდროპოვი მძიმე ავადმყოფობით არ მომკვდარა და ჭრილობას ემსხვერპლა, გენერალური მდივნის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის შჩელკოვის ცოლმა მოკლა, რომელიც ანდროპოვის სახლში ცხოვრობდა.
სავარაუდოდ, შჩელკოვის ცოლმა შური იმის გამო იძია, რომ ანდროპოვმა მისი ქმარი თანამდებობიდან გაათავისუფლა და უამრავი ბრალდება წაუყენა.


5. თავდასხმა მიხეილ გორბაჩოვზე



1990 წელს 7 ნოემბრის აღლუმზე მიხეილ გორბაჩოვის მოკვლა სცადეს. თავდამსხმელი ალექსანდრე შმონოვი აღმოჩნდა. მშრომელთა კოლონაში მყოფმა შმონოვმა მავზოლეუმთან ჩავლისას გორბაჩოვის მიმართულებით ორჯერ გაისროლა, მაგრამ თავდამსხმელის ახლოს მყოფმა მილიციის თანამშრომელმა ანდრეი მილნიკოვმა იარაღი ხელიდან გამოგლიჯა და გენერალური მდივანი სიკვდილს გადაარჩინა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.