ცნობილია, რომ ჟელატინი ხეზე არ იზრდება. ეს არის უგემური, მოყვითალო ფერის ნივთიერება, რომელიც ძროხის ან ღორის ტყავის, სახსრებისა და ძვლების ხანგრძლივად ხარშვის შედეგად მიიღება.
ცხოველის ნაწილებს დიდი ხნის განმავლობაში, 140 გრადუსზე ხარშავენ, შემდეგ აქუცმაცებენ და აშრობენ, სანამ მოყვითალო ფერის ფხვნილს არ მიიღებენ.
შესაძლოა, ჟელატინის დამზადების ტექნოლოგია უსიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ მიღებული პროდუქტი არ შეიცავს ცხიმს, ნახშირწყლებსა და ქოლესტერინს. პირიქით, მის შემადგენლობაში 18 ამინმჟავა შედის, რომლებიც ორგანიზმს დაზიანებული ძვლებისა და სახსრების აღდგენაში ეხმარება.
ასე რომ, საზიანოა თუ არა ბავშვის ჯანმრთელობისთვის ჟელიბონის მიღება, თავად გადაწყვიტეთ.