რას გავაკეთებდი, თბილისის მერი რომ ვიყო?

იცით თუ არა...

30 ივლისი 18:00, 2018 წელი

გაიცანით და მოუსმინეთ: გიორგი მარკოზაშვილს, დემნა დანელიას, ელენე კობიაშვილს, დავით მაისურაძეს, თიკუნა ხუტაშვილს, ერეკლე კანდელაკს, ნიკოლოზ მიქელთაძეს, ანი კობიაშვილს, გიორგი მაისურაძესა და გიორგი ქარდავას.

გიორგი მარკოზაშვილი - 9 წლის



- მე რომ ქალაქის მერი ვიყო, პირველ რიგში, გავაკეთებდი ნაფეტვრების გზას და წყალს გავიყვანდი. კიდევ, წელიწადში ერთხელ ყველა ბავშვს გავუკეთებდი საჩუქარს. გავაკეთებდი ერთ დიდ მაღაზიას, სადაც ყველა ბავშვი სასურველ საჩუქარს უფასოდ მიიღებდა და ამ მაღაზიაში ბავშვებისთვის ყველაფერი უფასო იქნებოდა.


 


დემნა დანელია - 7 წლის



- მე რომ ქალაქის მერი ვიყო, მათხოვრებს საჭმელს და ტანსაცმელს დავურიგებდი. კიდევ, მივცემდი სახლს, რომ ქუჩაში არ გაათენონ და თავშესაფარი ჰქონდეთ. ბავშვებს კი ბევრ სათამაშოს და კანფეტებს დავურიგებდი.


 


ელენე კობიაშვილი - 10 წლის



- მე რომ თბილისის მერი ვიყო, უფრო მეტ სკოლას, ბაღსა და პარკს ავაშენებდი. ბავშვებისთვის უფასო საქანელებს გავაკეთებდი. კიდევ, შევქმნიდი სპეციალურ სასწავლო წრეებს ბავშვებისთვის, სადაც უფასოდ შეძლებენ სასურველი საქმის შესწავლას.


 


დავით მაისურაძე - 10 წლის



- მე რომ ქალაქის მერი ვიყო, პირველ რიგში, დავხურავდი „მაკდონალდსს“. ბავშვებს ძალიან უყვართ სწრაფი კვების ობიექტები, მაგრამ არ იციან, რომ ასეთი საკვები მათ ჯანმრთელობას აზიანებს. გავაკეთებდი „მაკდონალდსის“ მსგავსს, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონებოდათ. ეს იქნებოდა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და სასარგებლო საკვები. ფასიანი, თუმცა იაფი. კიდევ, ისეთ შენობებს ავაშენებდი, რომლებიც იქნებოდა უსაფრთხო და რომლებიდანაც არ გადმოცვივდებოდა კენჭები. ასევე, გაჭირვებულებს დავეხმარებოდი, გავუკეთებდი პატარა თავშესაფარს, სადაც იცხოვრებდნენ უფასოდ. ამ თავშესაფარში იქნებოდა აუზი, უფასო კვება და კარგი მომსახურება. მსურველები განათლების მიღებასაც შეძლებდნენ. ასევე, ავადმყოფ ბავშვებს და გაჭირვებულებს დავეხმარებოდი ფინანსურად.


 


თიკუნა ხუტაშვილი - 11 წლის



- მე რომ ქალაქის მერი ვიყო, ქალაქში იქნებოდა უფრო მეტი ნაგვის მანქანა, რაც აუცილებელია, რათა ქალაქი ნაკლებად იყოს დანაგვიანებული. ასევე, გამოვყოფდი ერთ დიდ ბაღს და მოხუცებისთვის გავაკეთებდი ისეთ ადგილს, სადაც ახალგაზრდობას გაიხსენებდნენ. ბავშვებისთვის გასართობ ადგილებს მოვაწყობდი, სადაც იქნებოდნენ გამრთობები, იქნებოდა ბევრი ველოსიპედი. ახალგაზრდებისთვისაც საჭიროა ველოსიპედები, კაფეები და ამ ყველაფერზე ვიზრუნებდი, მაგრამ მე არც მთავრობაში ვაპირებ წასვლას და არც პარლამენტში. 


 


ერეკლე კანდელაკი - 7 წლის



- გავაკეთებდი დიდ გასართობ ცენტს, რომელშიც ბავშვებისთვის უამრავი გასართობი იქნებოდა და თან უფასოდ. სახელი ჯერ არ მომიფიქრებია კარგად, მაგრამ შეიძლება „ერეკლეს ცენტრი“ დავარქვა. კიდევ გავაკეთებდი დიდ ბაღს, რომელშიც ყველანაირ ხეს დავრგავდი. როდესაც ეს ხეები ხილს მოისხამს, ვისაც ენდომება, შევა და შეჭამს.


 


ნიკოლოზ მიქელთაძე - 11 წლის



- მე რომ ქალაქის მერი ვიყო, დაცვის გარეშე ვივლიდი ქალაქში, შევიდოდი პარკებში, სკვერებში, გავესაუბრებოდი ხალხს და ვკითხავდი, რა სურთ, რას შეცვლიდნენ. მათი აზრის გათვალისწინებით გამოვიტანდი დასკვნას, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ამის გარდა, გავაკეთებდი უფასო თავშესაფარს ძაღლებისთვის. საერთოდ, მე თვითონ ძალიან მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები.


 


ანი კობიაშვილი - 9 წლის



- მე რომ ქალაქის მერი ვიყო, ბავშვებისთვის გავაკეთებდი ეზოებსა და პარკებს. ხშირად ჩავატარებდი უფასო ღონისძიებებს ბავშვებისთვის. კიდევ, მივიღებდი ზომებს იმისთვის, რომ გასართობი ცენტრები ძვირი არ იყოს, უფრო ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი მშობლისთვის, რომ დედიკოებმა და მამიკოებმა ბავშვები ხშირად ატარონ ასეთ ადგილებში. კიდევ, ბავშვებს ავუშენებდი კეთილმოწყობილ ბაღებსა და სკოლებს.


 


გიორგი მაისურაძე - 10 წლის



- მე რომ ქალაქის მერი ვიყო, გამოვასწორებდი გამონაბოლქვის პრობლემას, უფრო შემოვიყვანდი ქალაქში ჰიბრიდულ მანქანებს, რომ ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არ იყოს ბევრი მტვერი. ვამუშავებდი უფრო მეტ ნაგვის მანქანას, რომ ქალაქი არ იყოს დანაგვიანებული და მუდმივად იყოს სისუფთავე. ყველგან დავაყენებდი სათვალთვალო კამერებს, რომ მძღოლები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ, დაჯარიმდნენ. ბავშვებისთვის ავაშენებდი უსაფრთხო და დაცულ გასართობ პარკს, სადაც ბავშვები უფასოდ გაერთობოდნენ.


 


გიორგი ქარდავა - 12 წლის



- მე რომ ქალაქის მერი ვიყო, უფრო მეტად გავამწვანებდი ბუნებას და დავრგავდი, რაც შეიძლება მეტ ხეს. ასევე, გავაშენებდი მოედნებს, სკვერებს. ხეები იმისთვის არის საჭირო, რომ ჟანგბადი გამოყონ და სუფთა ჰაერი გვქონდეს ქალაქში. სკვერები კარგია ბავშვების გასართობად. და რაც ყველაზე მთავარია, უპატრონო ქუჩის ცხოველებს ავუშენებდი თავშესაფარს, სადაც ისინი იცხოვრებდნენ.


 

ურთიერთობა

პრეზერვატივების უკმარისობა და კორონავირუსული ეროტიკა: როგორ იმოქმედა ეპიდემიამ სექსზე

სამყარო თავდაყირა დადგა, ეპიდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, სექსსაც. რა შეიცვალა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კოვიდინფექციის შედეგებმა?
დღის ჰოროსკოპი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.  
საკნატუნო ამბები

ცნობილები თვითიზოლაციაში

რა საერთო გვაქვს დღეს ჩვენ და სელებრითებს?
ჩვენ გვერდით

„გთხოვთ, ისწავლეთ უჰანის შეცდომებზე!“ (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავერთოთ სახლში იზოლაციის დროს

ყველას გვენატრება გარეთ გასვლა, ისეთი უმნიშვნელო და სასიამოვნო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, პიკნიკი, პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.  
დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

როგორ ხმას გამოსცემს კორონავირუსი - ამერიკელმა ბიოლოგებმა SARS-CoV-2-ის მოძრაობა გაახმოვანეს (აუდიო)

მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მარკუს ბიულერის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტის შედეგად მიიღო კომპოზიცია, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია...
საკნატუნო ამბები

ინტერნეტხუმრობები კორონავირუსზე - იუმორი კარანტინიდან

კორონავირუსზე ხუმრობების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში გრძელდება და, როგორც ჩანს, კარანტინის დასრულებამდე არც ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ ამის დასრულებას.
ამბები

 „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სად თამაშობს ყველაზე მეტი მომხმარებელი ნარდს, ბურას, და დომინოს ონლაინ

ბოლო დღეების სტატისტიკით, ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.