რას ნიშნავს, როცა მარჯვენა ხელისგული ან სხეულის სხვა ნაწილები გექავებათ

იცით თუ არა...

2 თებერვალი 19:18

ზიხართ ოფისში, მგზავრობთ ტრანსპორტით, უყურებთ ფილმს და უცებ... საშინლად მოგეფხანებათ ყური, ცხვირი, ხელი, ფეხი და ა.შ. გეცნოთ არა? და ხომ არ გგონიათ, ეს შემთხვევით ხდება?

აქვე გეტყვით, რომ ყველაფერი, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, ხალხური ფოლკლორია და არამც და არამც დიაგნოზი ან სიგნალი ექიმთან წასასვლელად. 


როცა სახე გექავებათ...



მოდი, ვნახოთ, რას გვიქადის სახის ქავილი:


1. თვალები. ახალი მოვლენები ცხოვრებაში. მარცხენა ქუთუთო სასიხარულო ამბავს გამცნობთ, მარჯვენა - სამწუხაროს.


2. ორივე თვალი. გარდაუვალი ცვლილებები ცხოვრებაში.


3. წარბები. ელოდეთ შეხვედრას. თუ მარცხენა წარბი მოგექავათ, მამაკაცს შეხვდებით, თუ მარჯვენა - ქალს.


4. ცხვირი. მოსალოდნელია დათრობა.


5. წამწამები. ყურადღება უნდა მიაქციოთ შვილებს.


6. მარცხენა ნესტო. თქვენს ახლობელს გოგონა შეეძინება. მარჯვენა ნესტო - ბიჭი.


როცა ტუჩები გექავებათ... აუცილებლად გაკოცებენ!


7. ზედა ტუჩი მამაკაცთან ვნებიან კოცნას მოასწავებს, ქვედა ტუჩი - ბავშვის ნაზ ამბორს, ან დაქალის მეგობრულ კოცნას.


8. ენის ქავილი კარგზე არაფერზე მეტყველებს. ენის წვერი გეფხანებათ? ვიღაც ძვლებში დაგამტვრევთ და ჭორებს გაგივრცელებთ. თუ მთელი ენა გექავებათ, მაშინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომელზეც სერიოზულ საკითხებს გადაჭრით.


9. ლოყები. ცრემლები და მოულოდნელ სტუმართან შეხვედრა. თუ მარცხენა ლოყა გექავებათ, ახლო ნათესავები გესტუმრებიან, თუ მარჯვენა - შორეულები.


10. შუბლი. მოგიწევთ, არაკეთილმოსურნეებს ქედი მოუხაროთ.


11. ნიკაპი. ვნებიანი სასიყვარულო ურთიერთობა, მაგრამ ხანმოკლე.


12. თუ მარცხენა ბიბილო გექავებათ, ძლიერი წვიმა ან თოვლი მოვა, მარჯვენა ბიბილო - თბილი და მზიანი დღეებია მოსალოდნელი. ასეთი ინტერპრეტირება მოუძებნეს ჩვენმა წინაპრებმა ყურის ქავილს.


13. თანამედროვე ინტერპრეტაციით მარცხენა ყურის ქავილი ნიშნავს, რომ სამსახურში ქათინაურებითა და ქებით აგავსებენ. მარჯვენასი კი - ზურგსუკან არასასიამოვნოდ ჭორაობენ. და თუ ყურის ზედა მხარე გექავებათ, ფულის ხარჯვისთვის მოემზადეთ.


როცა სხეულის სხვა ნაწილები გექავებათ...



14. კისერი. სწრაფი გამგზავრება.


15. წინამხარი. ახალ სიყვარულს შეხვდებით.


16. იღლია. გაფრთხილება მოსალოდნელი ავადმყოფობის შესახებ. თუ მარჯვენა მხარეს გექავებათ, ავადმყოფობას სწრაფად და იოლად გადაიტანთ და სახალხო მედიცინით გადარჩებით, ხოლო თუ მარცხენა - მთელ ოჯახს დააავადებთ.


17. გულის მიდამოებში აგექავათ? - იმედგაცრუებას ელოდეთ.


18. მკერდი - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად მოემზადეთ.


19. ხელების ქავილი. ახლოვდება ჩხუბი და შესაძლოა, ხელჩართულიც.


20. მაჯა - ამბავი მოდის შორიდან. ხელისგული - ამბავი მოვიდა. თითები - შეხვედრა ძველ მეგობართან. მუშტი - სერიოზული პრობლემები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.


21. მუცლის ქავილი მწუხარებასა და დარდს მოასწავებს.


22. ხერხემალი. ამინდის მკვეთრი ცვლილება.


23. წელი. მარჯვენა მხარეს - დიდი სირთულეები, მარცხენა მხარეს - წარმატება.


24. ფეხი მუხლსქვემოთ - გრძელი გზა გიდევთ წინ თქვენ ან თქვენს მეუღლეს. მუხლის მარცხენა მხარე - კარგი ამბები, მარჯვენა მხარე - ვიღაც გიღალატებთ.


25. ტერფები - სწრაფი გამგზავრება. ქუსლები - ცეკვა. ბარძაყები - ფულის ხარჯვა.


26. დაბოლოებები - გაფრთხილება მოსალოდნელი ავადმყოფობისა და უსიამოვნებების შესახებ.


27. ინტიმური ადგილები - უსიამოვნებები პირად ცხოვრებაში.

საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არაჟნის ტორტი - საუკეთესო დესერტი ბავშვებისთვის

და არამხოლოდ მათთვის... თანაც არც გამოცხობა სჭირდება...
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ოსკაროსანი ჯეფრი რაშის 6 საუკეთესო კოსტიუმირებული როლი

კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ავსტრალიელ მსახიობს 100-ზე მეტი როლი მაინც აქვს შესრულებული და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიცაა, მათ შორის „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და BAFTA-სი.
იცით თუ არა...

ჩერნობილი: სერიალი VS დოკუმენტური ქრონიკა

ტელეარხ HBO-ს მინი სერიალის „ჩერნობილის“ ავტორებმა მძიმე ამოცანა იტვირთე - დეტალურად ეჩვენებინათ ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე შემზარავი ტრაგედია და ზუსტად გადმოეცათ იმ ეპოქის ატმოსფერო. ვახოთ, რამდენად შეძლეს ეს. 
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ ინსტრუმენტი და გაიგეთ, როგორ ჟღერს თქვენი სული

მიიჩნევა, რომ ყოველ სულს თავისი მუსიკა აქვს. როცა ორი ადამიანის სულის მუსიკა ერთმანეთს ჰგავს, მათ შორის ჭეშმარიტი სიახლოვე ყალიბდება... გთავაზობთ, ამ ტესტის დახმარებით გაიგოთ, როგორია თქვენი სულის მელოდია.
საკნატუნო ამბები

ლამაზმანი სპორტსმენების ცხელი ფოტოები (30 ფოტო)

ფოტოგრაფი პაველ გარასკო ადრე მოდური ჟურნალებისთვის იღებდა ფოტოებს, ბოლო დროს კი სპორტსმენების ფოტოგრაფირებამ გაიტაცა.