ქვიშა, საღეჭი რეზინი, ყავა - უცნაური აკრძალვები ზოგიერთი ქვეყნის საბაჟოზე
14:00 ორშ. 3 ოქტომბერი, 2022 წელი
ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ საბაჟოზე იარაღისა და ნარკოტიკების გადატანა არ შეიძლება. ბევრ ქვეყანას ალკოჰოლური სასმელების, სიგარეტის, ცხოველების, მცენარეთა ნერგების და ანტიკვარების გატანაზეც შეზღუდვა აქვს დაწესებული, თუმცა არსებობს საკმაოდ უცნაური და უნიკალური აკრძალვებიც:
შვეიცარია - ყალბი საათები
2-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 10 ათას ევრომდე ჯარიმა გემუქრებათ, თუ შვეიცარიაში შესვლისას თქვენს ჩანთაში შვეიცარიული საათების ყალბი ასლი აღმოჩნდა. ასეთი კანონი მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ბრენდების ინტერესების დასაცავად მიიღეს.
კენია - პოლიეთილენის პაკეტები
ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული აფრიკული ქვეყანა ეკოლოგიურდ სუფთა გარემოს შექმნისთვის ზრუნავს. სულ ხლახან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემოიღო კანონი, რომლის თანახმად, პოლიეთილენის პარკების იმპორტიორებს 38 ათას დოლარამდე ჯარიმა ან ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
იამაიკა - ყავა
კენიასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია - 1000 წელია საჭირო, რომ პოლიეთილენი დაიშალოს და ნიადაგს სრულფასოვნად განვითარების საშუალება მისცეს, მაგრამ რატომ გადაწყვიტეს იამაიკელმა კანონმდებლებმა ყავის იმპორტზე მორატორიუმის დაწესება, გაუგებარია. ყავა ამ ქვეყნის ეროვნული სიამაყეა და იამაიკელები დილიდან ღამემდე სვამენ. იამაიკელებს არაფერში სჭირდებათ იმპორტული ყავა, რადგან ადგილობრივი იაფი და ძალიან ხარისხიანია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - პრობლემებს თუ არ ეძებთ, იამაიკაში ყავა არ უნდა წაიღოთ.
სინგაპური - საღეჭი რეზინი
სინგაპურში აკრძალვა მეტია, ვიდრე ტერიტორიაა, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული აკრძალვაა - თუ საბაჟოს თანამშრომლებმა ხელბარგში საღეჭი რეზინი აღმოგიჩინეს, 100 ათასამდე სინგაპურული დოლარის გადახდა მოგიწევთ.
ავსტრალია - მიწა და ქვიშა
ეროვნული იდენტობის დაცვაში ავსტრალიელები კენიელებზე უფრო მონდომებულები არიან. სპეციალური ნებართვის გარეშე მწვანე კონტინენტზე აკრძალულია მიწის და ქვიშის, ხორცის, თესლების, ახალი ხილისა და ბოსტნეულის, უმი თევზის, რძის პროდუქტების და კვერცხის შეტანა. კანონდამრღვევს 250-დან 1800 ავსტრალიური დოლარის გადახდა ემუქრება.
ესეც დაგაინტერესებთ 👇
უმძიმესი აკრძალვები ჩრდილოეთ კორეაში
რატომ აკრძალეს ფრანგებმა კარტოფილი
რისი გაყიდვაა აკრძალული Amazon-ზე?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან