საკნატუნო ამბები

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი, რომელსაც სპორტდარბაზის ჩანაცვლება შეუძლია

fun time

17:31 ოთხ. 3 აპრილი

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

14
დაკოპირებულია

აშშ-ში მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც სპორტული ვარჯიშის შედეგებს იმეორებს. 

 

თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი ზარმაცი სპორტსმენების დასახმარებლად შეიქმნა, ცდებით. მისი მიზანი კუნთების ატროფიისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობა გახლავთ.

***

სენტ-ლუისში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვებგვერდმა საზოგადოებას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევართა მიღწევების შესახებ ამცნო.

სწორედ მათ მოიფიქრეს როგორ შეიძლება ფიზიკური აქტივობის აბებით ჩანაცვლება და ამ გზით ვარჯიშის ეფექტის მიღება (მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, კუნთების ტონუსის და უჯრედების ზრდა).

ამერიკელი მეცნიერების შექმნილი პრეპარატი ამ ეფექტების იმიტაციას ახდენს, ეს კი ადამიანებს, რომლებსაც სიბერე ან ავადმყოფობა ფიზიკურ აქტივობაში ხელს უშლის, ძალიან დაეხმარება.

***

ახალ პრეპარატს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს, რაც ზოგი მედიკამენტის ნეგატიური ეფექტის წინააღმდეგ ბრძოლის უნარში გამოიხატება.

ფიზიკური აქტივობა და სპორტული ვარჯიში მეტაბოლურ ცვლილებებს იწვევს, რაც განსაკუთრებული ცილების გააქტიურებით იწყება. ამავე დროს, ეს ცილები ცნობილია როგორც ესტროგენთან დაკავშირებული რეცეპტორები - ERR, რომლებიც სამ ფორმატში: ERRα, ERRβ და ERRγ არსებობს.

ამერიკელი მკვლევრების მიერ შემუშავებული ნაერთები SLU-PP-332, სამივე ფორმატს ააქტიურებს.

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ნაერთი დაღლილობის მიმართ მდგრადი კუნთების ბოჭკოების ზრდას ასტიმულირებს და ვარჯიშის დროს ამტანობას აძლიერებს.

ERR რეცეპტორების მუშაობა ასევე ებრძვის ალცჰაიმერის, დემენციის და სხვა ნეიროდეგენერაციული პათოლოგიების მქონე პაციენტების ტვინში მიმდინარე პროცესებს.

ესეც საინტერესოა:

„კრემლის კაფსულა“ - თაღლითობა თუ „უკვდავების წამალი“?

როგორ აყუჩებდნენ ტკივილს ანესთეზიის გამოგონებამდე?

ახალი აღმოჩენა - კბილების ამოსვლა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია

წყარო: www.acs.org


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები

ჰოტენტოტები - ხალხი, რომელიც ბუნება...

ჰოტენტოტები