საკნატუნო ამბები

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7 ქალი, ვისაც რომის პაპთან თეთრ კაბაში გამოჩენა შეუძლია?

fun time

15:36 ხუთ. 4 აპრილი

თეთრი პრივილეგია

14
დაკოპირებულია

რომის პაპთან შეხვედრა ეტიკეტის უამრავ წესს  და ვალებულებას მოიცავს. მაგალითად, მსოფლიოში მხოლოდ შვიდ ქალს შეუძლია პაპთან შეხვედრისას თეთრი კაბა ჩაიცვას, დანარჩენებს ეს კატეგორიულად ეკრძალებათ. 

***

მრავალსაუკუნოვანი პროტოკოლის თანახმად, რომის პაპთან შეხვედრის დროს მამაკაცი შავ პიჯაკსა და კლასიკურ, შავ ჰალსტუხში გამოწყობილი უნდა იყოს, ქალს კი შავი, გრძელსახელოებიანი კაბა უნდა ეცვას და შავი თავსაბურავი ეხუროს, რომელიც თავსა და მხრებს დაფარავს.

რატომ შავი? ითვლება, რომ ეს ფერი სიმდაბლისა და ღვთისმოსაობის სიმბოლოა, ამიტომ პაპთან შეხვედრისთვის ყველაზე შესაფერისია. ამასთან, სასურველია, ქალმა სამკაულებიდან მხოლოდ ყელსაბამი შეიბას. ვარცხნილობაც მოკრძალებული უნდა იყოს. გრძელი თმის მქონე ქალებისთვის აუცილებელია აწეული თმა.

ნაკლებად ოფიციალური შეხვედრების დროს, გათვალისწინებულია იგივე წესები, რაც ეკლესიაში:

ქალებისთვის მუხლსქვემოთ კაბა ან გრძელი შარვალი. იკრძალება დეკოლტე. დასაშვებია შავი, ან მუქი ფერის ფეხსაცმელი და წინდა, მცირე ზომის მოკრძალებული ხელჩანთა, ფრჩხილებზე ნატურალური ფერის ან გამჭვირვალე ლაქი.
მამაკაცებისთვის გრძელი შარვალი, პერანგი ან მხრებდაფარული მაისური.

***

ისტორიის მანძილზე სულ რამდენიმე ქალია, ვისაც განსაკუთრებული სტატუსი უფლებას აძლევდა, რომ პაპთან დრეს-კოდისთვის გვერდის ავლით, თეთრი სამოსით გამოცხადებულიყო.

„თეთრი პრივილეგიით“ სარგებლობლობის უფლება მხოლოდ უმაღლესი რანგის კათოლიკე მონარქებს და მათ მეუღლეებს ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ იშვიათ შემთხვევებში ადამიანს ამ პრივილეგიის მიღება შემოწირულობის გზით შეუძლია, რომლის ოდენობა, როგორც წესი, გასაიდუმლოებულია.

ვნახოთ, ვინ შედის პრივილეგირებულ ქალთა შვიდეულში:

7. ნეაპოლის პრინცესა მარინა

ნეაპოლის პრინცესა მარინა და მისი ვაჟი, პრინცი ემანუელ ფილიბერტო სავოია მიესალმნენ რომის პაპ იოანე პავლე II-ს წმინდა პეტრეს მოედანზე 2003 წლის 18 მაისს, წმინდანად შერაცხვის ცერემონიის დროს. ნეაპოლის პრინცესა მარინა „თეთრი პრივილეგიით“ სარგებლობს, როგორც სავოიელების დინასტიის წარმომადგენელი.

6. ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია მარია ტერეზა

ლუქსემბურგის დიდმა ჰერცოგინიამ თავისი უპირატესობით 2016 წელს ისარგებლა, როდესაც მეუღლესთან, ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგთან ერთად ვატიკანში, რომის პაპ ფრანცისკის სანახავად ჩავიდა.

5. ბელგიის დედოფალი მატილდა

ბელგიის დედოფალი „საპატიო შვიდეულის“ წევრია. 2015 წელს, როდესაც მან და მისმა მეუღლემ, ბელგიის მეფე ფილიპმა რომის პაპის, ფრანცისკეს მონახულება გადაწყვიტეს, მატილდამ ვიზიტისთვის ელეგანტური თეთრი კაბა შეარჩია.

4. ესპანეთის დედოფალი სოფია

განსაკუთრებული უფლებით ესპანეთის ყოფილი დედოფალი სოფიაც სარგებლობდა. 2014 წელს ის, თავისი მეუღლის, ესპანეთის მეფე ჯონ ჩარლზ I-ის გვერდით, რომის პაპ ფრანცისკეს ქათქათა თეთრ სამოსში შეხვდა.

3. ბელგიის დედოფალი პაოლა

ბელგიის დედოფალი პაოლა რომის პაპს ბევრჯერ შეხვდა, თუმცა „თეთრი პრივილეგია“ მხოლოდ რამდენჯერმე ისარგებლა. მაგალითად, 2014 წელს, რომის პაპ ფრანცისკესთან მიღებაზე მას თეთრი კაბა ეცვა და მაქმანებიანი თავსაბურავი ეხურა.

ფოტოზე: ესპანეთის დედოფალი სოფია და ბელგიის დედოფალი პაოლა

2. მონაკოს პრინცესა შარლენ ვიტსტოკი

მონაკოს პრინცესა შარლინი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქალთაგან, ვისაც პაპთან აუდიენციისთვის თეთრი სამოსის შერჩევა შეუძლია და ამ შესაძლებლობით 2016 წელს ისარგებლა.

1. ესპანეთის დედოფალი ლეტიცია

ესპანეთის დედოფალმა „თეთრი პრივილეგიით“ 2014 წელს ისარგებლა, როდესაც, მეუღლესთან ერთად, რომის პაპი ფრანცისკე მოინახულა.

ესეც საინტერესოა:

ვინ არის კაცი, ვინც რომის პაპს აცმევს - ვატიკანის მოდის „რუხი კარდინალი“

რატომ აკურთხა რომის პაპმა სალვადორ დალის სკანდალური ბირთვული მადონა?

ვატიკანი - რატომ ეწოდა ამ ქალაქს ეს სახელი?

როგორ გაშიფრეს და დასაჯეს ქალი, რომელიც ვატიკანს 2 წელი მართავდა - ქალი პაპის ისტორია


წყარო: royalwatcherblog.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები

ჰოტენტოტები - ხალხი, რომელიც ბუნება...

ჰოტენტოტები