საკნატუნო ამბები

როგორ „ტირიან“ გადასაღებ მოედანზე მერილ სტრიპი და სხვა დიდი არტისტები

fun time

18:00 პარ. 2 აპრილი, 2021 წელი

მერილ სტრიპი გადასაღებ
მოედანზე

14
დაკოპირებულია

თავიანთ სამსახიობო საიდუმლოებებს ცნობილი არტისტები გვიზიარებენ.

მთქნარება ცრემლების გამოყოფას ეხმარება

მსახიობი ბრაის დალას ჰოვარდი, რომელსაც მაყურებელი სერიალიდან „შავი სარკე“ იცნობს, ამბობს, რომ ხელოვნური ცრემლები ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგია. როგორც გაირკვა, ბრაისმა სხვების შეუმჩნევლად მთქნარების ჩვევა გამოიმუშავა, რაც თავის მხრივ, ცრემლების გამომუშავებაში ეხმარება.

ზოგი მსახიობი ხელოვნური ცრემლებისთვის ჯანმრთელობით რისკავს

„თუ მე დავრჩების“ ვარსკვლავი ჯეიმი ბლექლიმ 2014 წლის ინტერვიუში მან განაცხადა - „თუ მთელი სხეულით შეიკუმშები, შეგიძლია სისხლი აიძულო თავისკენ წავიდეს“. მსახიობს ხელოვნური ცრემლების გამოწვევის მეორე მეთოდიც აქვს - მისი თქმით, საკმარისია ქუჩაში დატოვებული, მშიერი ლეკვი წარმოიდგინოს, რომ თვალებზე ცრემლები ადგება.

როცა მოგონებები შთაგონებაში გეხმარება

ცნობილი მსახიობი ემი ადამსი ტირილისთვის მეხსიერების ძალას იყენებს. მაგალითად, ემიმ მოჰყვა, როგორ აატირა კალიფორნიის ერთ-ერთ ქალაქში Sriracha-ს სოუსის ქარხნის დახურვის ცნობამ, რადგან ცხარე სოუსის მოყვარულია.
ახლაც, როცა სასწრაფოდ ტირილი სჭირდება, ემი ადამსი გონებრივად იმ დღეს უბრუნდება და ეს მეთოდი ეფექტურად მუშაობს.

ზოგი მსახიობი პატარა ხრიკებს მიმართავს

ანა ფარისმა, რომელიც ცნობილი გახდა სინდი კემპბელის როლით „საშინელი ფილმის“ სერიალში, გულახდილად აღიარა, რომ ეკრანზე მისი ცრემლები სამსახიობო უნარების კი არა, მენთოლისგან დამზადებული სპეციალური საშუალების შედეგია.

ზოგისთვის ეს მხოლოდ პროფესიის ნაწილია

არსებობენ მსახიობები, რომლებსაც ტექნიკური ხრიკები არ სჭირდებათ, რათა გადასაღებ მოედანზე თავიანთი ემოციური მდგომარეობა აჩვენონ. ერთ-ერთი მათგანია მერილ სტრიპი. ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საუბრისას მან თქვა, რომ საჭირო მომენტში ტირილის აუცილებლობას მუშაობის ნაწილად განიხილავს.

„ყველაზე რთული იმის გაკეთებაა, რისი გაკეთებაც არ გინდათ. თავი უნდა მოაჩვენო მხიარულად, როცა სიხარულს საერთოდ არ გრძნობ; უნდა იტიროთ ცხოვრების საუკეთესო დღეს. დიახ, უცნაური და რთულია ასახო ისეთი რამ, რაც რეალობისგან შორსაა, მაგრამ საზოგადოებას მსახიობები სჭირდება. ისინი საკუთარი ემოციების გაცნობიერებაში გვეხმარებიან და ვხვდებით, რომ მარტონი არ ვართ.“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველთვის, როდესაც მერილ სტრიპს გადაღებებზე ტირილი სჭირდება, ის იხსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქმე, რომელსაც აკეთებს. შესაძლოა, სწორედ ამის რწმენა დაეხმარა, რომ თავის სფეროში მაღალი დონის პროფესიონალი გამხდარიყო. მის ანგარიშზეა თითქმის 90 კინოფილმი, „ოსკარის“ 21 ნომინაცია და სამი ოქროს ქანდაკება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის