საკნატუნო ამბები

საჩუქრის ეტიკეტი (ანუ „მარილის მოყრის“ წესები)

fun time

16:00 ხუთ. 24 დეკემბერი, 2020 წელი

სწორად მიართვით საჩუქარი

14
დაკოპირებულია

საჩუქრის როგორც მიღება, ისე სხვისთვის მირთმევა - ეს განსაკუთრებული ხელოვნებაა და ერთგვარი მეცნიერებაც კი. საჩუქრის მირთმევის პრინციპების ცოდნა საჭიროა იმისთვის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არც თქვენ აღმოჩნდეთ, არც საჩუქრის ადრესატი და დღესასწაული არ „გაფუჭდეს“. 

მაშ ასე, საჩუქრის ეტიკეტის მთავარი პრინციპები 🎁

საჩუქრის მირთმევის დროს:

  • საჩუქარი უნდა გადასცეთ მანამ, სანამ მასპინძელი სუფრასთან მიგიპატიჟებთ;
  • არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ, რომ იმას ჩუქნით, რაც მოახერხეთ! რომ ასარჩევად დრო არ გქონდათ!
  • საჩუქრით არ უნდა მიანიშნოთ საჩუქრის ადრესატის ფიზიკურ ნაკლზე, რამე პრობლემაზე, პირადი ცხოვრების წარუმატებლობაზე და ა.შ.; კომპლიმენტებიც, რა თქმა უნდა, ზომიერად არის საჭირო.
  • საჩუქარს, როგორც წესი, გადასცემენ მარცხენა ხელით, რათა მარჯვენა თავისუფალი იყოს ხელის ჩამოსართმევად ან მეგობრულად გადასახვევად;
  • არავითარ შემთხვევაში არ იმართლოთ თავი იმის გამო, რომ იაფფასიანი საჩუქარი მიართვით. აკრძალულია ასეთი ფრაზები: „მაპატიე, სულ ესაა, რაც შევძელი“, „იმდენი ვიწვალე ეს რომ მეშოვა“, „ძვირი გადავიხადე, მაგრამ ხარისხიანია“ და სხვა მსგავსი;
  • არაკორექტულია იმის შეკითხვა, მოეწონა თუ არა საჩუქარი.

საჩუქრის მიღების დროს;

  • საჩუქრები, უმჯობესია, სასტუმრო ოთახში შეიტანოთ;
  • ყოველი საჩუქარი მის თვალწინ უნდა გახსნათ, ვინც გაჩუქათ და აუცილებლად გამოხატოთ სიამოვნება იმით, რაც შეფუთვის ქვეშ აღმოაჩინეთ;
  • აკრძალულია სტუმრების მიერ მორთმეული საჩუქრების შედარება. ადამიანებს სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, ამიტომ ძვირფასი პრეზენტის ხაზგასმით ქება და იაფფასიანის გულცივად გვერდზე გადადება, სულ ცოტა, არაეთიკურია!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ელისაბედ II-ს ყველა შვილი ბუნებრივ...

დედოფალი ელისაბედი და
პატარა ჩარლზი

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში