სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ არის საშიში წამლისთვის ჩაის, ყავის ან გაზიანი სასმელის მიყოლება?

fun time

14:00 პარ. 5 თებერვალი, 2021 წელი

წამლის სწორად მიღება

14
დაკოპირებულია

მედიკამენტის მიღებამდე ადამიანები ხშირად ეცნობიან ინსტრუქციაში მითითებულ ინფორმაციას უკუჩვენებებისა და დოზების შესახებ, მაგრამ იშვიათად ინტერესდებიან, შეიძლება თუ არა წამლის დალევა ჩაის, ყავის ან გაზიანი სასმელის მიყოლებით. ჩვენ გიამბობთ მედიკამენტის არასწორად მიღების უარყოფითი შედეგების შესახებ, რათა უამრავი პრობლემა აიცილოთ თავიდან. 

მედიკამენტი ყოველმხრივ სწორად უნდა იქნას მიღებული. მის ჩაისთან, ყავასთან ან წვენთან ერთად მიღებას შესაძლებელია ორგანიზმისთვის დამღუპველი შედეგები მოჰყვეს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არასწორმა კომბინაციამ შეიძლება პრეპარატის ყველა სამკურნალო თვისება გაანეიტრალოს.

მედიკამენტის არასწორად გამოყენების შედეგები


საუკეთესო შემთხვევაში, პრეპარატის აქტიური ნივთიერების სასმელის ან საკვების კომპონენტთან რეაქციაში შესვლის შემდეგ მისი ეფექტურობა შემცირდება.

უარეს შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლის, ალერგიის, შინაგანი ორგანოების დაზიანების რისკი და სიკვდილიც კი.

გარდა იმისა, რომ მედიკამენტებს ყველაფერი, რაც ხელში მოგყვებათ, არ უნდა მიაყოლოთ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მისი წყალთან ერთად მიღება სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია. საკმარისი ოდენობის წყლის დაყოლების გარეშე შესაძლებელია, მედიკამენტი დაუშლელი დარჩეს და საყლაპავი მილი დააზიანოს, რაც წყლულის განვითარებას გამოიწვევს. ეს იმიტომ ხდება, რომ საყლაპავ მილში ნერვული დაბოლოებები არ არსებობს და სხეული ტკივილის იმპულსს არ გვაძლევს.

გახსოვდეთ, რომ მედიკამენტი საკმაო რაოდენობის წყალთან ერთად უნდა მიიღოთ, რათა წამალი მთლიანად დაიშლოს და სხეულმა აქტიური ნივთიერები სრულად მიიღოს. თანაც, ყველამ ვიცით წყლის მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის.

წამალი და ყავა


კოფეინი და გამამხნევებელი სასმელის სხვა აქტიური კომპონენტები მედიკამენტების ათვისებას და მოქმედებას ხელს უშლის. მაგალითად, ანტიბიოტიკების ყავასთან ერთად მიღებისას, მათი სამკურნალო თვისებები ნულამდე მცირდება და შეიძლება, ორგანიზმზე ტოქსიკური ზემოქმედებაც გამოიწვიოს. ყავისა და აცეტილსალიცილის მჟავის კომბინაცია კუჭის კედლებს ძლიერად აღიზიანებს. უფრო მეტიც, ყავა ამცირებს წამლების ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

წამალი და გაზიანი სასმელი


მედიკამენტების მისაღებად წყალი საუკეთესო სასმელია. ზოგი პაციენტი ფიქრობს, რომ ამისთვის მინერალური წყალი ან ტკბილი, გაზიანი წყალიც გამოდგება, თუმცა ასე არ არის. მინერალური წყალი დიდი რაოდენობით მარილებს შეიცავს, რომლებსაც შეუძლიათ აქტიურ ნივთიერებასთან არასასურველი რეაქცია გამოიწვიონ.

ტკბილი გაზიანი სასმელი კუჭის კედლებს და ლორწოვან გარსს მედიკამენტების გარეშეც კი აღიზიანებს. მედიკამენტების მიღებასთან ერთად, სასმელი აუარესებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა აქვთ. გარდა ამისა, მცირდება სამკურნალო ეფექტი.

წამალი და ალკოჰოლი


ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ მედიკამენტების კომბინაცია ალკოჰოლთან სასტიკად აკრძალულია, რადგან, საუკეთესო შემთხვევაში, ალკოჰოლი სამკურნალო თვისებებს ამცირებს. ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მედიკამენტებისა და ალკოჰოლის კომბინაციამ შეიძლება ქიმიური რეაქცია გამოიწვიოს, რომელიც, თავის მხრივ, სხეულის მოწამვლას და შინაგანი ორგანოების მუშაობის დარღვევას იწვევს.

მწვავე რესპირატორული ინფექციების ან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც კოდეინს შეიცავენ, სპირტთან რეაქციის დროს ორგანიზმის ფუნქციებს არღვევს. გარდა ამისა, ეთანოლი ტკივილგამაყუჩებელ ან სიცხის დამწევ საშუალებებთან ერთად ღვიძლზე დატვირთვას ზრდის.

მედიკამენტების ეფექტურობა არასათანადო მოხმარების გამო მცირდება. ამის თავიდან აცილების საუკეთესო გზა ექიმთან კონსულტაციაა. სწორედ სპეციალისტი აგიხსნით, თუ რომელ სასმელებთან ან პროდუქტებთან არის დაშვებული ამა თუ იმ პრეპარატის კომბინაცია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას