10 დაუვიწყარი ფილმი, სადაც მთავარ როლებში... ქალაქებია!

კინო

7 სექტემბერი 18:00, 2018 წელი

ბარსელონა, ტოკიო, პარიზი, ვენეცია, ბრიუგე, ნიუ-იორკი, კოპენჰაგენი - მიიღეთ განუმეორებელი ემოცია. მოგზაურობა ყოველთვის დიდებული რამ არის, თუნდაც ვირტუალურად...

1. „ვიკი კრისტინა ბარსელონა“ (2008) - ბარსელონაზე (ესპანეთი)



ორი ახალგაზრდა ამერიკელი, ვიკი და კრისტინა, არდადეგებს ბარსელონაში ატარებს და სრულიად მოჯადოებულია ამ ქალაქით და კიდევ ერთი მხატვრით, სახელად ანტონიო. ვიკი ძველმოდურია და სერიოზული ურთიერთობისთვისაა განწყობილი: პატივისცემა, პაემანი და ბოლოს საქორწინო ფატა. სექსუალურად თავისუფალი კრისტინა კი საოცრად მიმზიდველია თავისი მეამბოხე სულით.


ანტონიოს ორივე მოსწონს და უჭირს არჩევანის გაკეთება. სასიყვარულო სამკუთხედის ურთიერთობა კიდევ უფრო იხლართება, როცა თამაშში ანტონიოს ყოფილი ცოლი შემოდის, თავისი ცეცხლოვანი ტემპერამენტით, და ირკვევა, რომ მას ბოლომდე უარი არ უთქვამს ექსქმარზე.


2. „რომაული თავგადასავალი“ (2012) - რომზე (იტალია)



კომედია, რომელშიც მოქმედება მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ხდება. აქ შეხვდებით ამერიკელ არქიტექტორს, რომელიც ხელახლა ახალგაზრდავდება, უბრალო ობივატელს, რომელიც ერთ მშვენიერ დღესაც ცნობილ ადამიანად იღვიძებს, ახალაქორწინებულებს პროვინციიდან, რომლებსაც რომანტიკული აღმოჩენები ელოდებათ, ამერიკელ საოპერო რეჟისორს, რომელმაც დამკრძალავი ბიუროს მომღერალი ბავშვის დიდ სცენაზე გამოყვანა ჩაიფიქრა...


3. „თარგმანის სირთულეები“ (2003) - ტოკიოზე (იაპონია)



ტოკიო, ფეშენებელური ბარი ძვირად ღირებულ სასტუმროში... ერთმანეთს ხვდება უძილობით შეწუხებული ორი ამერიკელი: ტელევიზიის მსახიობი ბობ ჰარისი და სიმპათიური ახალგაზრდა ქალი შარლოტა.


ისინი ერთად ათვალიერებენ იაპონიის დედაქალაქს. ქალაქში სეირნობისას ბობი და შარლოტა სახალისო ისტორიებსა და მოულოდნელ პერიპეტიებში ეხვევიან.


4. „ორშაბათის დილა“ (2002) - ვენეციაზე (იტალია)



პროვინციული ოჯახის მამას, ვენსანს, სულით მხატვარს, სასიკვდილოდ მობეზრდა ყოველდღიური რუტინა. მისთვის ყოველი ორშაბათის დილა ერთი და იგივე მონოტორული რიტუალით იწყება... შემდეგ ერთფეროვანი სამსახური ქიმიურ ქარხანაში.


შვილებსა და ცოლს ის დიდი ხანია აღარ სჭირდებათ, მეგობრები არ ჰყავს, მეზობლები კი - მხოლოდ შურიანები. ერთხელაც, ვენსანი გადაწყვეტს, მსოფლიო შემოიაროს და ვენეციაში გაემგზავრება. შესაძლოა, სწორედ აქ იპოვოს მან ის, რაც ასე აკლდა მთელი ცხოვრება...


5. „შუაღამე პარიზში“ (2011) - პარიზზე (საფრანგეთი)



მწერალი და გამოუსწორებელი რომანტიკოსი, დარწმუნებული იმაში, რომ მას 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, თავის შეყვარებულთან ერთად არდადეგებზე პარიზში ჩადის და წარსულში მოგზაურობს. იქ ის ხვდება ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს, გერტრუდა სტაინს... ის ხვდება, რომ ამ ეპოქას ეკუთვნის და უნდა, სამუდამოდ იქ დარჩეს.


6. „ბრიუგეში“ (2008) - ბრიუგეზე (ბელგია)



მას შემდეგ, რაც დაქირავებულმა მკვლელებმა რეიმ და კენმა ლონდონში მნიშვნელოვანი დავალება ჩააფლავეს, ბოსმა ისინი ბრიუგეში გაგზავნა და უბრძანა, წყნარად მსხდარიყვნენ. ბელგიის ამ უძველეს ქალაქში უსაქმურობისგან მოწყენილი რეი ადგილობრივ ლამაზმანთან გააბამს ფლირტს, კენი კი ცხოვრებითა და მოულოდნელი შვებულებით ტკბება. თითქოს ცუდი არაფერი უნდა მოხდეს ამ მშვიდ ქალაქში...


7. „ნიუ-იორკო, მიყვარხარ“ (2008) - ნიუ-იორკზე (აშშ)



მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფონად არჩეულია ქალაქი ნიუ-იორკი.


ეს ფილმი 11 ნოველისგან შემდგარი ერთგვარი კინოალმანახია - სასიყვარულო ისტორიები ნიუ-იორკის პაიზაჟის ფონზე.


8. „ცა ბერლინის თავზე“ (1987) - ბერლინზე (გერმანია)



უხილავი ანგელოზები ორად გახლეჩილი ბერლინის კედელზე დასეირნობენ. ერთ-ერთ მათგანს ცირკის აკრობატი შეუყვარდება და მზადაა, მარადიული სამოთხე სიყვარულზე გაცვალოს. მაგრამ შეუძლია კი ზეციურ არსებას გაუძლოს მიწიერ გრძნობებს?


9. „კოპენჰაგენი“ (2014) - კოპენჰაგენზე (დანია)



ევროპაში რამდენიმეკვირიანი მოგზაურობის შემდეგ უილიამი კოპენჰაგენში, მამამისის მშობლიურ ქალაქში ჩადის. ის გადაწყვეტს, მოძებნოს ბაბუა, რომელიც არასოდეს უნახავს, და გადასცეს მას მამის მიერ მრავალი წლის წინათ დაწერილი წერილი. მოკლედ, როცა ძებნა ჩიხში შევა და უილიამი სადაცაა, დანებდება, გამოჩნდება ახალგაზრდა ეფი, რომელიც თანხმდება მას, დანიის დედაქალაქში გიდობა გაუწიოს და ბაბუის მოძებნაშიც დაეხმაროს...


10. ფიროსმანი (1969) - თბილისზე (საქართველო)



ფრაგმენტები გენიალური მხატვარი-პრიმიტივისტის ნიკოს ფიროსმანის (1862-1918) ცხოვრებიდან. ფილმი მოგვითხრობს მხატვრის ახალგაზრდობის წლებზე, მის მცდელობაზე ვაჭრობის სფეროში ფეხი მოიკიდოს, წარუმატებელ ნიშნობაზე, ერთადერთ სიყვარულთან შეხვედრაზე, მის მარტოსულობაზე, დაგვიანებულ აღიარებაზე და მწარე დასასრულზე.

დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...
ამბები

თამაშების ახალ და მასშტაბურ კონცეფციას საქართველოში „ევროპაბეთი“ დანერგავს

„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.
დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
თემატური ჰოროსკოპი

გაიგეთ ქალის სუსტი წერტილი მისი ზოდიაქოს ნიშნით

ნებისმიერ ქალს აქვს სუტი წერტილი, რომელსაც არ უნდა შეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს, სკანდალებს და ცრემლების ნიაღვარს ვერ აცდებით...