ლამაზ ქალებსაც კი ღალატობენ...

კინო

19 სექტემბერი 18:00, 2018 წელი

რატომ უნდა გაექცეს მამაკაცს სხვისკენ თვალი, როცა გვერდით ლამის მთელი მსოფლიოსთვის სანატრელი ქალი ჰყავს? ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, მარტო მამაკაცებს აქვთ, თუმცა - რამდენად დამაჯერებელი, ეს კიდევ საკითხავია... 

ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი



ამ წყვილის ისტორიას თავისუფლად შეგვიძლია, დრამატული ვუწოდოთ! ჯასტინი დიდი მექალთანე ვინმეა (იყო, ყოველ შემთხვევაში). ის ყველა თავის გოგოს ღალატობდა და არც ჯესიკა  ყოფილა გამონაკლისი. მათ ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე. მაშინ მომღერალი მსახიობ კემერონ დიაზს ხვდებოდა.


და აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო: გაცნობიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული და ჯესი და ჯასტინი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ. შემდეგ კი მთელი ხუთი წელი ტვინს ურევდნენ თაყვანისმცემლებს: ხან შორდებოდნენ, ხან რიგდებოდნენ, მერე ისევ შორდებოდნენ... ბოლოს კი საიდუმლოდ იქორწინეს.


ისე ჩანდა, თითქოს ტიმბერლეიკი, ბოლოს და ბოლოს, დაწყნარდა და იპოვა ქალი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, მაგრამ არა - ეს ლოველასი ქორწინებამაც ვერ შეცვალა. როგორც მანამდე ღალატობდა ჯესიკას, მერეც ასევე გააგრძელა. ბილი ქმარს ყველაფერს პატიობდა, ვაჟიც კი გაუჩინა - საილესი... აი, ამან კი მართლაც მოარჯულა ცნობილი გულთამპყრობელი, ის მოსიყვარულე მეუღლედ და მზრუნველ მამად გადაიქცა - სასიყვარულო ინტრიგები დაივიწყა და ოჯახი წინა პლანზე დააყენა.


ჟიზელ ბუნდჰენი და ტომ ბრედი



მოდელი და სპორტსმენი - ისინი თითქოს ყველაზე იღბლიანი წყვილი უნდა ყოფილიყვნენ. ქალი - ლამაზი და ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული მოდელი მსოფლიოში. კაცი - ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც სალი კლდესავით უნდა მდგარიყო მეუღლის გვერდით. მათი ურთიერთობა 10 წელზე მეტია გრძელდება, აქედან 8 წელი კი ქორწინებაში არიან.


მაგრამ „სამეფოში“ ყველაფერი ისე კარგად არაა, როგორც წყვილს უნდა და რის დემონსტრირებასაც პუბლიკის წინაშე ახდენს. ხმები დადიოდა, რომ ბრედმა ცოლს კრისტიან უზუნიანთან უღალატა - ქალთან, რომელმაც ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ოჯახი დაანგრია...


და სანამ ქმარუკა ერთობოდა, ჟიზელი ოჯახის სიმყუდროვეზე ზრუნავდა - ბავშვებს უვლიდა, მუშაობდა, ცდილობდა, ურთიერთობა დაელაგებინა და ქორწინება შეენარჩუნებინა. როგორც ჩანს, მოდელს ყველაფერი გამოუვიდა - მეუღლეებმა გაყრა გადაიფიქრეს და საკუთარი გრძნობების დემონსტრირებას პუბლიკის წინაში ისევ ახდენენ.


ჯეი ზი და ბიონსე



ისე ჩანდა, თითქოს ისინი იდეალური წყვილი იყვნენ. ორივე მდიდარი, ფუფუნებისა და ეპატაჟის მოყვარული და პუბლიკის წინაშე გრძნობების დემონსტრირების ოსტატი. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. და თუნდაც ჯეისთვის ფაქტზე არავის წაუსწრია, მის ღალატზე ჭორაობის საბაბი ბიონსეს ალბომი გახდა, სადაც ის თავის თაყვანისმცემლებს გულს უხსნიდა და საკუთარ სულში ახედებდა.


თავად ჯეი ზი ამ ცოტა ხნის წინ გამოტყდა, რომ მეუღლეს მართლაც ღალატობდა, რასაც საშინლად ნანობდა. ბიონსესა და ჯეი ზის ახლა ურთიერთობების გასარკვევად აღარ სცალიათ - დიდი ხანი არ არის, რაც ისინი ტყუპი ქალ-ვაჟის მშობლები გახდნენ. გარდა ამისა, მათ კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავთ - ბლუ აივი. ასე რომ, კინკლაობაში დასაკარგი დრო ნამდვილად არ აქვთ.


ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი



თავის დროზე მარტო ზარმაცებს თუ დაეზარებოდათ ჭორაობა ბრედის ღალატზე ანჯელინა ჯოლისთან. რა სიტყვებით აღარ ამკობდნენ მაშინ პიტს. ჯენიფერი ლამის 5 წლის მანძილზე ვეღარ მოვიდა გონს, ასეთი ვერაგი ღალატის შემდეგ. ამბობდნენ, რომ მან საერთოდ უარი თქვა ყველანაირ ურთიერთობაზე, მაგრამ, საბედნიეროდ, მის ცხოვრებაში გამოჩნდა ჯასტინ ტერუ - სექსუალური მამაკაცი თავის საუკეთესო წლებში, რომელიც თავდავიწყებით იყო შეყვარებული ენისტონზე.


ჯასტინი და ჯენი 4 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ საიდუმლოდ არ იქორწინეს ლოს-ანჯელესში საკუთარ ბინაში. ეტყობა, ჯენიფერმა თავიდან ირწმუნა სიყვარულის და ახლა ბედნიერია. და ბრედი? ის, ალბათ, იდაყვებს იჭამს და ფიქრობს: „რატომ გავცვალე ყოველმხრივ იდეალური ენისტონი შეშლილ ჯოლიზე?“.


ჯად ლოუ და სიენა მილერი



მარტის კატა ჯადმა ყველა ცოლსა და გოგოს უღალატა, მაგრამ განსაკუთრებით უღირსად სიენას მოექცა. სილამაზემაც კი ვერ იხსნა მსახიობი ღალატისგან: ჯადი მას ბავშვების (პირველი ქორწინებიდან დეიზი რაიტთან) ძიძასთან ღალატობდა. ამბობენ, რომ ლოუს უბრალოდ ეშინოდა იმ გრძნობებისა, რასაც სიენას მიმართ განიცდიდა. არ უნდოდა იმ ხაფანგში გაბმულიყო, საიდანაც თავს ვეღარ გაითავისუფლებდა და რასაც ოჯახი ჰქვია. ამიტომაც გადადგა ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯი.


მისმა საბედისწერო გეგმამ იმუშავა - მილერმა ღალატი არ აპატია და, როგორც ამბობენ, თავადაც უღალატა ფილმ „ფენოვანი ტორტის“ პარტნიორთან დენიელ კრეიგთან. 2009 წელს ჯადმა და სიენამ შერიგება სცადეს, 2 წელი იყვნენ ერთად, მაგრამ ურთიერთობა მაინც არ დააკანონეს. ახლა ორივე თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ერთმანეთს თბილი სიტყვებით მოიხსენიებენ და ეტყობა, არაფერს ნანობენ.


ევა ლონგორია და ტონი პარკერი



ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს და მყარ წყვილად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ტონიმ საბედისწერო შეცდომა დაუშვა - იმის მაგივრად მეუღლესთან ურთიერთობები დაელაგებინა და ოჯახურ ცხოვრებაში კომპრომისები მოეძებნა, გადაწყვიტა, გვერდზე გაეხედა და სიყვარული სხვაგან ეძებნა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იდილია ასე მალე დასრულდებოდა - მათი ქორწინება, სულ რაღაც, სამი წელი გაგრძელდა. გაყრის ინიციატორი ევა იყო, მიზეზად კი „შეურიგებელი უთანხმოება“ დაასახელა.


ევა და ტონი უხმაუროდ გაიყარნენ, ორივემ მძიმედ გადაიტანა ოჯახის დანგრევა, მაგრამ ახლა უკვე კარგად არიან. ერთმანეთზე მხოლოდ კარგს ამბობენ და ერთად გატარებულ წლებსაც არ ნანობენ.


ჯესი ჯეიმსი და სანდრა ბალოკი



ჯესი და სანდრა 2005 წელს დაქორწინდნენ. მაშინ ჩანდა, რომ ბალოკმა, როგორც იქნა, იპოვა ოცნების მამაკაცი, მაგრამ... 2010 წელს ცნობილი გახდა ჯეიმსის არაერთგზის ღალატის შესახებ - ის მეუღლეს წლების განმავლობაში ღალატობდა. ტელეწამყვანის ერთ-ერთი საყვარელი ტატუირებული მოდელი კენ ფონ დი გახლდათ.


სანდრამ ღალატის პატიება ვერ შეძლო და გაყრა მოითხოვა. ქორწინება ვერც იმ ფაქტმა გადაარჩინა, რომ ჯესი საქვეყნოდ გამოტყდა თავის სექსუალურად დამოკიდებულებაში და კლინიკაშიც დაწვა სამკურნალოდ. ამ დროისთვის ყოფილი მეუღლეები ცდილობენ, ბავშვების გამო ურთიერთობა შეინარჩუნონ.

ამბები

ონლაინდისკუსია თემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის რეგულაციები და ქართული კანონმდებლობა

25 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია https://www.facebook.com/events/245085283386708 თემაზე: GDPR და ქართული კანონმდებლობა.
ამბები

კიბოს რისკისგან დაზღვევა - ფონდი სიმშვიდისთვის

ავთვისებიანი სიმსივნის პირისპირ: 27 წლის ნინოს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამა „ონკო ქეარით“, 150 000 ლარი აუნაზღაურა.
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ნუ ჩქარობთ! 5 რჩევა მგრნობიარე სექსისთვის

სწრაფი და ცხელი სექსი - ცალსახად, შესანიშნავია, მაგრამ აუჩქარებელი და მგრძნობიარეც - არაფრით ჩამოუვარდება. სექსისთვის მომზადება და ხანგრძლივი პრელუდია უფრო მძაფრ ორგაზმამდე მიგიყვანთ, თანაც, აქ რთული არაფერია: წარმოიდგინეთ, რომ ამისთვის უნდა დატენოთ ელემენტი. იქნებ სცადოთ?!
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!“- „ვენდისა“ და „დანკინის“ პასუხი რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს

„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!“ - ასე პასუხობს „ვენდისა“ და „დანკინის“ საერთაშორისო ქსელის რესტორნების გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ათასობით წერილს, რომლებიც კომპანიამ სოციალური ქსელით მიიღო ლოიალური  მომხმარებლებისგან.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვი ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ონლაინდისკუსია თემაზე STOPCOVID აპლიკაციები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

21 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია თემაზე:STOPCOVID აპლიკაციები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?