11 სერიალი, სანამ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ სეზონს ელოდებით

კინო

22 მარტი 18:00

თუ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელით და არ იცით, დრო როგორ გაიყვანოთ, ინტრიგებით, შეთქმულებებით, ბრძოლებითა და ჩახლართული სასიყვარულო ისტორიებით მდიდარი ამ სერიალებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი და დრო შეუმჩნევლად გაირბენს...

1. „ტიუდორები“



XVI საუკუნე. ინგლისი. ქვეყანაში მონარქიული ძალაუფლება საკმაოდ ძლიერია. ტახტზე ჰენრი VIII ზის. და მას ძალიან უნდა მემკვიდრე, რათა მისი გარდაცვალების შემდეგ ინგლისი სამოქალაქო ომში არ გაეხვიოს. მექალთანე მეფე საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლის. მასთან სარეცლის გაყოფის მსურველი ქალიშვილების ნაკლებობაც ნამდვილად არ არის, აი, მისთვის ვაჟის გაჩენა კი ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. აქ „თამაშების“ მთელი კომპლექტია: შეთქმულებები, ინტრიგები, მკვლელობები, ღალატი და სექსი... ოღონდ ეგაა, დრაკონები არ არიან.


ნატალი დოლმერი, რომელიც „სამეფო კარის თამაშებში“ შესრულებული ინტრიგანი მარგერი ტირელის როლითაა ცნობილი, აქ ანა ბოლეინს განასახიერებს - ჰენრი მერვის ყველაზე ცნობილ ცოლს.


2. „ველური დასავლეთი“



ისტორია ძალიან თავისებური გასართობი პარკისა: თქვენ მოხვდებით რეალობაში, რომელიც ძალიან ჰგავს ველური დასავლეთის სამყაროს. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს - კოვბოები, სალუნები, მხიარული ქალიშვილები. და ამ სამყაროში ყველაფერი შეგიძლიათ ჩაიდინოთ, რაც კი თავში მოგივათ. და ეს იმიტომ, რომ ამ პარკის მოსახლეობა რობოტები არიან. მათ ადამიანებისგან ვერ გაარჩევთ, თუმცა მაინც რობოტები არიან. და დიახ, ეს სერიალი არ გამოდგება საოჯახო კინოთეატრისთვის - მასში ბევრი სისასტიკე და სცენაა 18+.


3. „სპარტაკი: სისხლი და ქვიშა“



ბედისწერა დაუნდობელია გლადიატორის მიმართ, თუ ის ერთი თავით მაღლა არ დგას დანარჩენებზე. მაგრამ სპარტაკის ისტორია - ეს არის ისტორია თავისუფალი ადამიანისა, რომელიც ცდილობს, შეცვალოს როგორც საკუთარი, ისე თავისი მოძმეების ბედისწერა. ეს არის ისტორია იმპერიისა და გადმოსცემს ძველი რომის მთელ გარყვნილებას, მის პატივმოყვარეობას, ამპარტავნებასა და მანკიერებას.


4. „ბორჯია“



ბორჯიების ოჯახმა საუკუნეების მანძილზე სახელი გაითქვა თავისი პრობლემების გადაჭრის რადიკალური მეთოდებით, ასევე, სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე უარის ართქმით და ძალაუფლებისადმი ლტოლვით. ეს სერიალი ეძღვნება როდრიგო ბორჯიას ოჯახს, რომელიც რომის პაპი გახდა და განუსაზღვრელი ძალაუფლება და დიდება მოიპოვა.


აქ თქვენ შეხვდებით „თამაშების“ ძალიან ჭკვიან და მოუხერხებელ პერსონაჟს სემ ტარლის, რომელიც კარდინალ ჯოვანი მედიჩის განასახიერებს.


5. „თეთრი დედოფალი“



ინგლისი. XV საუკუნე. ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლშია გახვეული - სამეფო დინასტიის ორი შტო, ლანკასტერები და იორკები ტახტისთვის იბრძვიან. ამჯერად ედვარდ VI იორკმა შეძლო ბიძაშვილის დამარცხება და ტახტის დაკავება. ის ცოლად ირთავს ახალგაზრდა ქვრივს ელიზაბეტ გრეის, რომლის ქმარიც ლანკასტერების მხარეს იბრძოდა და ომში დაიღუპა.


6. „თეთრი პრინცესა“



გაგრძელება სერიალისა „თეთრი დედოფალი“. მეფე ედვარდ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტისთვის ბრძოლა ახლიდან გაჩაღდა, საიდანაც გამარჯვებული ჰენრი VII ტიუდორი გამოვიდა. მოქიშპე სახლებს შორის ვნებების ჩასაცხრობად, ჰენრი ცოლად ირთავს ელიზაბეტ იორკს - ედვარდ VI-ის ქალიშვილს.


მსახიობი მიშელ ფეირლი, რომელსაც ტრაგიკულად დავემშვიდობეთ „სამეფო კარის თამაშების“ მესამე სეზონზე, როცა მისი გმირი კეიტლის სტარკი „წითელ ქორწილში“ დაიღუპა, აქ მეფის დედის, მარგარეტ ბოფორტის როლს ასრულებს.


7. „ვიკინგები“



VIII საუკუნე. სკანდინავიის არასტუმართმოყვარე სანაპიროებზე ცხოვრობენ ვიკინგები, რომლებიც სიმდიდრეს ვაჭრების, მონასტრებისა და სანაპირო ქალაქების დაუნდობელი დალაშქვრით შოულობენ. მრავალი წლის მანძილზე გრძელდება მათი ბრძოლა ვესექსის მმართველის, მეფე ეგბერტის წინააღმდეგ. ვიკინგების ლიდერი რაგნარ ლოდბროკი მისი სახით საბედისწერო და ჭკვიან მოწინააღმდეგეს პოულობს.


8. „მედიჩები: ფლორენციის მმართველები“



როგორც წარმატებულმა ბანკირებმა, მედიჩებმა ორ ათეულ წელში ხელში ჩაიგდეს მთელი ფლორენცია. პირველ სეზონში მოთხრობილია იმის შესახებ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი - კოზიმო მედიჩის პიროვნებისა და მოღვაწეობის შესახებ.


აქ მთავარ როლშია რიჩარდ მედენა, რობ სტარკის როლის შემსრულებელი „სამეფო კარის თამაშებში“.


9. „შავი იალქნები“



ახლა ცოტა პირატებზეც: ეს არის სერიალი „განძთა კუნძულის“ მოტივებზე. ბილი ბონსიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ჯონ სილვერიც ჯერ კიდევ ორ ფეხზე დგას. საკმაოდ სასტიკი საზღვაო ბრძოლებით. პირატები დებენ შეთანხმებებს, ატყუებენ ერთმანეთს... ერთი სიტყვით, ბევრი რამაა სანახავი.


10. „უცხოელი ქალი“



XVIII საუკუნის შოტლანდიის ტრადიციები და ყოფაცხოვრება - დანახული თანამედროვე ქალის თვალით, რომელიც რაღაც სასწაულით დროში გადაადგილდება.


11. „ბრიტანეთი“



ჩვენი წელთაღრიცხვის 43 წელი. დაუოკებელი, უკონტროლო რომაელები, რომლებისთვისაც მთავარია, დაიპყრონ, ბრიტანეთს მიადგებიან. კელტები სტუმრებს არ ელოდებიან, მშვიდობიანად ცხოვრობენ თავისთვის. თუ ისტორია იცით, ალბათ, უკვე ხვდებით, ეს ყველაფერი რით დამთავრდება...  

წყარო
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ძალიან მაგარი ფილმი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის

მერე რა, რომ ამ ფილმებზე კინოთეატრებში ცოტა პოპკორნი იყიდება და არც ამ გმირების გამოსახულებიან მაისურებს ატარებს ვინმე - ეს ვერაფრით აკნინებს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებას... უყურეთ და დარწმუნდით. 
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა.
დღის ჰოროსკოპი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ულვაშიანები უულვაშოდ

აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ სტალინი ან ლენინი მათთვის ასე დამახასიათებელი ულვაშების გარეშე... თუმცა იყო დრო, როცა ეს ცნობილი ულვაშიანებიც იპარსავდნენ ულვაშს და სულ სხვანაირად გამოიყურებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?