2019 წლის საუკეთესო კომედიები

კინო

26 ივნისი 18:00, 2019 წელი

2019 წლის პირველ ნახევარში კარგი კომედიების მდიდარი „მოსავალი მოვიდა“. ჩვენ კი გირჩევთ, აუცილებლად „დააგემოვნოთ“...

1. „მერსედესი 303“
303
ქვეყანა: გერმანია
რეჟისორი: ჰანს ვაინგარტნერი
მსახიობები: მალა ემდე, ანტონ სპიკერ, არნდტ შვერინგ-ზონრა



სტუდენტი იულე მთელი ევროპის გავლით პორტუგალიაში მიემგზავრება. იქ თავის ბოიფრენდს, ალექსს უნდა შეხვდეს. იულე ესპანეთამდე სტუდენტ ბიჭს - იანს დაიმგზავრებს. ახალგაზრდები მხიარულად მგზავრობენ, ყველაფერზე ლაპარაკობენ, ხანდახან ჩხუბობენ კიდეც და ნელ-ნელა ერთმანეთი უყვარდებათ.


2. „ფავორიტი“
The Favourite
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: იაგროს ლანტიმოსი
მსახიობები: ოლივია კოლმანი, რეიჩელ ვაისი, ემა სტოუნი



სუსტი და ავადმყოფი ანა სტიუარტის მმართველობის დროს ინგლისში მთელი ძალაუფლება, ფაქტობრივად, დედოფლის ფავორიტის, ჰერცოგინია სარა მალბოროს ხელშია. სარას მეტოქე გამოუჩნდება - ღარიბი და ეშმაკი ბიძაშვილი ებიგეილი, რომელიც მასთან ბრძოლაში შედის გავლენების მოსაპოვებლად.


3. „არასწორი მშობლები“
Instant Family
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: შონ ანდერსი
მსახიობები: მარკ უოლბერგი, როუზ ბირნი, იზაბელა მონერი



უშვილო მშობლები გადაწყვეტენ, ბავშვი აიყვანონ და ერთდროულად სამ შვილს იშვილებენ ბავშვთა სახლიდან. დამწყები მშობლები ძალიან ბევრ უცნაურ, სამწუხარო, ემოციურ, სასაცილო და უხერხული სიტუაციაში აღმოჩნდებიან, სანამ ბავშვების უპირობო ნდობას მოიპოვებენ.


4. „ჩემი შედევრი“
MY MASTERPIECE
ქვეყანა: არგენტინა
რეჟისორი: გასტონ დიუპრა
მსახიობები: გილერმო ფრანსელია, ლუის ბრანდონი, ანდრეა ფრიგერიო



მოხერხებული არტ-დილერი არტურო უკვე მრავალი წელია, მხატვარ-მიზანტროპ რენცოსთან მეგობრობს, მაგრამ მისი შემოქმედება ბოლო წლებში პოპულარობით აღარ სარგებლობს. არტურო ცდილობს, როგორმე გაზარდოს მოთხოვნა რენცოს ნახატებზე. მაგალითად, ცნობილია, რომ მხატვრის სიკვდილის შემდეგ მის ნამუშევრებზე მოთხოვნა იზრდება.


5. „შაზამი“
Shazam!
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: დევიდ ფ. ნამდბერგი
მსახიობები: ზაჰარი ლევაი, მარკ სტრონგი, ეშერ ენჯელი



ჩვეულებრივი ბიჭი მოულოდნელად გასაოცარ უნარს შეიძენს: საკმარისია, ჯადოსნური სიტყვა თქვას და მაშინვე სუპერგმირად გადაიქცევა, თანაც მთელი თვისი მუსკულატურითა და მამაკაცური მომხიბვლელობით, თუმცა მოსწავლის აზროვნებით. და, რა თქმა უნდა, სადაც სუპერგმირია, იქ არც სუპერბოროტი დაახანებს გამოჩენას.


6. „100 ნივთი“
100 Dinge
ქვეყანა: გერმანია
რეჟისორი: ფლორიან დევიდ ფიტცი
მსახიობები: ფლორიან დევიდ ფიტცი, მატიას შვაიგჰეფერი, მარიან სტეინი



კომფორტის მოყვარული საუკეთესო მეგობრები და ბიზნესპარტნიორები - პაული და ტონი დანაძლევდებიან, 100 დღე გაძლონ თავიანთი საყვარელი ნივთების გარეშე. ისინი მთელ თავის ქონებას საწყობში კეტავენ და მთლიანად ცვლიან ცხოვრებას.


7. „მერი პოპინსი ბრუნდება“
Mary Poppins Returns
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: რობ მარშალი
მსახიობები: ემილი ბლანტი, ლინ-მანუელ მირანდა, ბენ უიშოუ



მერი პოპინსი 20 წლის შემდეგ ბრუნდება. მისი ყოფილი აღსაზრდელები, და-ძმა ბენქსები დიდი ხანია, გაიზარდნენ და დიდი ადამიანების პრობლემებში გაეხვივნენ. ახლა მათ სასწაული ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სოკარმა STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა.
ამბები

„მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ფასნამატის გარეშე გაიყიდება

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან „მაგნიტის“ მომხმარებლებს შემდეგი დაფასოებული პროდუქტების -  მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი -  შეძენა ფასნამატის გარეშე შეეძლებათ. 
ამბები

“ბაზისბანკმა” და „ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

ბაზისბანკმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარი გამოყო.
ამბები

„ნიკორამ“ StopCOV ფონდში 100 000 ლარი ჩარიცხა

„ნიკორა“ მიესალმება StopCOV ფონდის შექმნას და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 000 ლარს რიცხავს.
საკნატუნო ამბები

მშობლების და შვილების სახალისო ურთიერთობა კარანტინში

პატარების მოუსვენრობა მოწყენის საშუალებას არასდროს გვაძლევს...
დღის ჰოროსკოპი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს.
დღის ჰოროსკოპი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

მსოფლიოს დეზინფექცია - ფოტორეპორტაჟი

მსოფლიო, კორონავირუსის გამო, უპრეცედენტო სანიტარულ ზომებს იღებს... 
ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
დღის ჰოროსკოპი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?