7 ჯაშუშური ფილმი, რომლებიც რეალურ მოვლენებზეა გადაღებული

კინო

23 აგვისტო 18:00, 2019 წელი

ვისაც გიყვართ ნამდვილი ისტორიები ჯაშუშებზე, საიდუმლოებებსა და სახიფათო თამაშებზე, მაშინ ეს ფილმები თქვენთვისაა...

1. „წითელი ჯოანი“
Red Joan, 2018
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ტრევორ ნანი
მსახიობები: ჯუდი დენჩი, სოფი კუკსონი, ტომ ჰიუზი



ისტორია ჯაშუში ქალისა, რომელმაც კაცობრიობას მესამე მსოფლიო ომი ააცილა. სოლიდური ასაკის ინგლისელ ქალბატონს მოულოდნელად ბრალს სდებენ სამშობლოს ღალატში და „კაგებეს“ სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებენ. ახალგაზრდობაში ის მუშაობდა საწარმოში, რომელიც ატომური ბომბის შექმნით იყო დაკავებული და საიდუმლო მონაცემებს გადასცემდა საბჭოთა აგენტებს. ახალგაზრდა ქალმა უარი თქვა ანაზღაურებაზე. ის ერთადერთი აზრით ხელმძღვანელობდა -  ასეთი იარაღი ყველას უნდა ჰქონდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მსოფლიო უსაფრთხოდ.


2. „იმიტაციის თამაში“
The Imitation Game, 2014
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: მორტენ ტილდუმი
მსახიობები: ბენედიქტ კემბერბეტჩი, კირა ნაიტლი, მეთიუ გუდი



მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთმა ძალიან დიდი ძალები მიმართა გერმანული ჯარების მიმოწერის ხელში ჩაგდებასა და გაშიფვრაში. ამ შეტყობინებების კოდი სუპერმანქანა „ენიგმას“ მიერ იწერებოდა და ის გაუშიფრავად მიიჩნეოდა, რადგანაც გერმანელები ყოველდღე, შუაღამისას ცვლიდნენ კოდურ სიტყვას. მათემატიკოსმა ალან ტიურინგმა შექმნა მანქანა, რომელმაც შეძლო ამ შიფრის გატეხა. ეს ძალიან რთული გზა იყო არა მარტო ინტელექტუალური ძალისხმევის თვალსაზრისით, არამედ მორალურ-ეთიკური მოსაზრებებითაც. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ „ენიგმას“ შიფრის გატეხამ ორი წლით მოაახლოვა გამარჯვების დღე და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.


3. „ანტროპოიდი“
Anthropoid, 2016
ქვეყანა: ჩეხეთი
ჟანრი: თრილერი
რეჟისორი: შონ ელისი
მსახიობები: ჯეიმი დორნანი, კილიან მერფი, ბრაიან კასპე



1941 წელი, პრაღა. დევნილობაში მყოფი მთავრობა სახიფათო დავალებაზე უშვებს ორ აგენტს - მათ უნდა  მოკლან ოკუპირებული მორავიას პროტექტორი, რაიხის მესამე პირი რეინჰარდ გეიდრიხი.


4. „თამაში წესების გარეშე“
Fair Game, 2010
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: დაგ ლაიმანი
მსახიობები: ნაომი უოტსი, შონ პენი, ანანდ ტივარი



მეზობლებისთვის მომხიბვლელი ვალერი პლეიმ უილსონი - სანიმუშო დედა, კარგი ცოლი და წარმატებული კარიერის მქონე ფინანსისტია. სინამდვილეში კი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტია, რომელიც ზესაიდუმლო ინფორმაციებზე მუშაობს. მისი მეუღლე პოლიტიკოსია, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაბონში. როდესაც ვალერის მეუღლე საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, სიცრუეში ამხილოს მთავრობა ერაყში ბირთვული იარაღის არსებობის შესახებ, ვიღაც უცნობი უილსონების ოჯახს დარტყმას მიაყენებს - გამოააშკარავებს რა პრესაში მისი ცოლის პროფესიას. ეს ფაქტი არა მარტო წერტილს დაუსვამს ვალერის კარიერას, არამედ საფრთხეს შეუქმნის მთელ ოჯახს.


5. „ორმაგი აგენტის თამაში“
The Catcher Was a Spy, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ბენ ლუინი
მსახიობები: პოლ რად, მარჯ სტრონგი, გაი პირსი



მეორე მსოფლიო ომის დროს მო ბერტი ჯაშუში ხდება. ინტელექტუალის, პოლიგლოტისა და ცნობილი ბეისბოლისტის ჩვეულებრივი ცხოვრება სადღაც შორეულ წარსულში რჩება, სამაგიეროდ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ნიჭი ძალიან სჭირდება საპასუხისმგებლო დავალებისთვის. ის უნდა შეიპაროს ნაცისტურ გერმანიაში და მოიტაცოს ან გაანადგუროს ვერნერ გეიზენბერგი, ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი.


6. „ჯაშუშების ხიდი“
Bridge of Spies, 2015
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: სტივენ სპილბერგი
მსახიობები: ტომ ჰენქსი, მარკ რაილენსი, ემი რაიანი



ბრუკლინელ ადვოკატს, რომელსაც ტომ ჰენქსი თამაშობს, რთული პერიოდი უდგას. მას შესთავაზებენ, დაიცვას საბჭოთა ჯაშუში - ეს უკიდურესად არაპოპულარული მისიაა და ამასთანავე, გარდაუვალიც, რადგანაც ნებისმიერ ბრალდებულს აქვს უფლება, ჰყავდეს ადვოკატი. შემდეგ ირკვევა, რომ სამშობლო მისგან ძალიან ბევრს ითხოვს - მოლაპარაკებები აწარმოოს და სამშობლოში დააბრუნოს საბჭოთა კავშირის მიერ ჩამოგდებული U2-ის პილოტი.


7. „მიუნხენი“
Munich, 2005
ქვეყანა: საფრანგეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: სტივენ სპილბერგი
მსახიობები: ერიკ ბანა, დენიელ კრეიგი, კირან ჰაინდსი



1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტები მძევლად აიყვანენ და შემდეგ დახოცავენ ებრაელ სპორტსმენებს. საპასუხოდ ებრაული დაზვერვის სპეცრაზმი მიზნად დაისახავს ორგანიზაცია „შავი სექტემბრის“ ბოევიკების განადგურებას. ოპერაცია 20 წელი გრძელდება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს.
დღის ჰოროსკოპი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

მსოფლიოს დეზინფექცია - ფოტორეპორტაჟი

მსოფლიო, კორონავირუსის გამო, უპრეცედენტო სანიტარულ ზომებს იღებს... 
ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
დღის ჰოროსკოპი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„შენ ტირი, ნუ ტირი, მე კარგად ვიქნები, მე მაგარი გოგო ვარო“ - ხშირად ამხნევებს დედას

სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პატარებს სახელმწიფოს დახმარების იმედიღა აქვთ.
ჩვენ გვერდით

კორონავირუსი და საინფორმაციო ჰიგიენა - ყველაფერს ნუ „გადაპოსტავთ“

პანდემიის შესახებ გავრცელებულ ამბებში სიმართლისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან გართულდა. კორონავირუსის ირგვლივ არსებული ჭარბი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეაფასა, როგორც „ინფოდემია“. WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე კი პროფესიონალური სიფრთხილით უდგებიან თითოეულ სიტყვას, რომელიც მთავრდება მარცვალზე „-დემია“ და უმიზეზოდ არასდროს იყენებენ.  
საკნატუნო ამბები

ეგონა, უკვალოდ მოქმედებდა, თუმცა...

წარმოიგინეთ, შედიხართ სამზარუელოში და ხედავთ, რომ თქვენი ძაღლი გაურკვეველ წითელ მასაში ამოსვრილი იატაკზეა გართხმული. საშინელებაა!
დღის ჰოროსკოპი

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს  ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

„ვისოლ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს ახალი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.
ამბები

„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს

„ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს, ჯამში, დიზელზე - 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს“, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ვისოლი“ ავრცელებს.