1. „სკინჰედი“
Skin, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული
რეჟისორი: გაი ნატივი
მსახიობები: ჯემი ბელი, დანიელ მაკდონალდი, ვერა ფარმიგა
ყოფილი სკინჰედის ბრაიონ ვინდერის რეალური ისტორია. ბრაიონი ამ მოძრაობის წევრი 14 წლის ასაკიდანაა. მასზე არასოდეს არავინ ზრუნავდა და არავის უყვარდა, ამიტომაც სიძულვილი, აგრესია და ძალადობა მისი თანამდევია. მოზრდილობაში ბრაიონი ჯულის შეხვდება - მარტოხელა დედას, რომელიც პირველი დაინახავს მასში, ცხოვრებისგან გატეხილ ადამიანში, სიკეთეს. ჯულის გულისთვის ვინდერი გადაწყვიტს, სამუდამოდ ჩამოშორდეს ფაშიზმს, მაგრამ მისი ყოფილი მეგობრები და მოძღვრები მზად არ არიან, უარი თქვან ბანდის მნიშვნელოვან წევრზე.
2. „ამერიკული ისტორია X“
American History X, 1998
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, დეტექტივი
რეჟისორი: ტონი კეი
მსახიობები: ედვარდ ნორტონი, ედვარდ ფერლონგი, ბევერლი დ’ანჯელო
დაპატიმრებამდე დერეკ ვინიარდი სკინჰედების ბანდის მეთაური იყო, მას არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელთა შორისაა ორი შავკანიანის მკვლელობა. სამი წლის შემდეგ ის ციხიდან სრულიად სხვა ადამიანი გამოდის. ის საკუთარ შეხედულებებს გადახედავს და გადაწყვეტს, სამუდამოდ ჩამოშორდეს ადრინდელ საქმიანობასა და იდეალებს. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი უმცროსი ძმა, რომლისთვისაც დერეკი ყოველთვის მისაბაძი იყო, ამ სამი წლის განმავლობაში თავით გადაეშვა ნაცისტურ იდეოლოგიაში.
3. „იმპერია“
Imperium, 2016
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, თრილერი
რეჟისორი: დანიელ რაგუგისი
მსახიობები: დენიელ რედკლიფი, ტონი კოლეტი, ტრეისი ლეტსი
„ეფბიაის“ ახალგაზრდა თანამშრომელს ნეიტ ფოსტერს არანაირი შანსი არ აქვს, ოპერატიულ სამსახურში მოხვდეს - მან იარაღის მოხმარებაზე გამოცდა ვერ ჩააბარა. მიუხედავად ამისა, მისმა უფროსმა მასში პოტენციალი დაინახა და მას ჩანერგილი აგენტის სამუშაო შესთავაზა. სკინჰედად გადაცმული ნეიტი ნაცისტების ბანდაში უნდა დამკვიდრდეს და გაიგოს, მართალია თუ არა ხმები იმის შესახებ, რომ ეს ბანდა „ბინძურ ბომბს“ ამზადებს.
4. „ეს ინგლისია 86“
This Is England '86, 2010
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: შეინ მედოუზი
მსახიობები: ენდრიუ ელისი, ენდრიუ შიმი, შანელ კრესველი
მინისერიალი, რომელიც აგრძელებს სკინჰედებზე გადაღებული ფილმის „ეს ინგლისიას“ ისტორიას. სამი წელი გავიდა, რაც შონი თავგადაპარსული მოზარდების ჯგუფს შეუერთდა. ახლა ის უკვე დიდია და ხვდება, რომ ნაცისტური იდეოლოგია მისი არ არის. მაგრამ ლოლი, ვუდი, მილკი და კომბო ასე არ ფიქრობენ. და ამ ყველაფრის გამო ამ ბავშვების ცხოვრება მხიარული და უზრუნველი ნამდვილად არ ის.
5. „ბანდის მეთაური“
Shot Caller, 2017
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, თრილერი
რეჟისორი: რიკ რომან ვო
მსახიობები: ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, ჯონ ბერნტალი, ლეიკ ბელი
ტრაგიკული შემთხვევის გამო მანი ციხეში ხვდება. ციხეში გადარჩენა კი ადვილი არ არის და ის გადაწყვეტს, იმ ერთადერთ ბანდას შეუერთდეს, რომელიც მას მიიღებს და დაიცავს - არიულ საძმოს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც მანი იძულებულია, თავის „თეთრ ძმებს“ ვალი გადაუხადოს.