ქათმის ბარკლები ტკბილ-მწარე სოუსში

კულინარია

27 ოქტომბერი 12:00, 2019 წელი

ამ კერძის მოსამზადებლად სეზონური ბოსტნეული დაგჭირდებათ, წიწაკა ჩილი კი მას ერთგვარ პიკანტურ გემოს მისცემს.

ინგრედიენტები:


ქათმის ბარკლები - 700 გრ
პამიდორი - 5 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
ხახვი - 1 ცალი
ნიორი - 4 კბილი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
როზმარინი - 2 ღერი
ოხრახუში - 4 ღერი
წიწაკა ჩილი - 1 ცალი
თეთრი ღვინო - 100 გრ
მარილი - 1 ჩ/კ
შაქარი - 1 მწიკვი
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
ზეითუნის ზეთი - 5 ს/კ
შავი პილპილი 0.5 ჩ/კ


მომზადების წესი:


1. ბოსტნეული გარეცხეთ და გაასუფთავეთ. ბარკლებს მარილი და პილპილი მოაყარეთ და 10 წუთით გააჩერეთ. პამიდორს კანი გააცალეთ და სახეხზე გახეხეთ. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, სტაფილო კი - პატარა კუბიკებად.



2. ბულგარული წიწაკა დაჭერით ჩხირებად, ნიორი კი - წვრილად. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე და ბარკლები შეწვით გაოქროფერებამდე. გადმოიტანეთ თეფშზე და ამავე ტაფაზე მოთუშეთ ხახვი და სტაფილო დარბილებამდე.


3. დაამატეთ ბულგარული წიწაკა და ნიორი. თუშეთ კიდევ 3 წუთი. დაასხით ღვინო, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და როზმარინი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ჩააწყვეთ მასში ბარკლები.



4. დაასხით გახეხილი პამიდორი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ბარკლები მთლიანად უნდა დაიფაროს. თუ ასე არ არის, დაამატეთ წყალი, ან ბულიონი. დაუწიეთ ცეცხლს და თუშეთ ქათამი თავდახურულ ტაფაში 40 წუთი.


5. ასე მომზადებული ხორცი ძვალს ადვილად შორდება. საბოლოო მომზადებამდე 10 წუთით ადრე ტაფას თავსახური მოხადეთ და ცეცხლს აუწიეთ. სოუსი ცოტათი უნდა შესქელდეს. გასინჯეთ სოუსი და სურვილისამებრ დაამატეთ მარილი და შაქარი.



მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, გადაურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 5 წუთი. გადმოიტანეთ ლანგარზე ან ტაფითვე მიიტანეთ სუფრასთან.


გემრიელად მიირთვით!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.