მასაჟის წინ რამდენიმე წუთი ფეხშიშველმა იარეთ, შიგადაშიგ ცერებზე აიწიეთ.
შემდეგ მიიღეთ მიიღეთ თბილი აბაზანა;
თვითმასაჟისთვის დაჯექით ისე, რომ ერთი ფეხის ტერფი მეორე ფეხის ბარძაყზე დაიდოთ;
წერტილების დამასაჟება საჭიროა ორივე ხელის თითებით. მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს: თითების წვერიდან – ხელის გულისკენ;
ფეხის თითები ნაზად დაამასაჟეთ, თითოეული თითი ცალ-ცალკე.
საერთო მასაჟის პროცესში აღმოაჩენთ მტკივნეულ წერტილებს ანუ მინიშნებებს დასუსტებული ორგანოებზე, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ნუ დააწვებით მხოლოდ მტკივნეულ წერტილებს. აუცილებელია გააკეთოთ „მეზობელი ორგანოების“ მასაჟიც. წერტილზე სწორი ზემოქმედების შედეგად ტკივილი თანდათან გაივლის.
ამერიკელი სერტიფიცირებული მასაჟისტი ლაურა ვალენტაინი წლებია, სპორტსმენებთან მუშაობს.
ვიდეოში იგი გვასწავლის სახლის პირობებში თვითმასაჟის ელემენტარულ წესებს.