10 ვარსკვლავური წყვილი, სადაც ქალები ასაკით გაცილებით უფროსები არიან

საკნატუნო ამბები

12 აპრილი 22:00, 2018 წელი

ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი - ასაკში სხვაობა 14 წელი; შერონ სტოუნი და ანჯელო ბოფა - ასაკში სხვაობა 20 წელი; მადონა და ხესუს ლუსი - ასაკში სხვაობა 28 წელი...  

ჯოან კოლინზი და პერსი გიბსონი, ასაკში სხვაობა 32 წელი



 ჩვენი ნაკრების ლიდერი ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჯოან კოლინზია. ის მეუღლეზე მთელი 32 წლითაა უფროსი. მეტიც, ის საკურთხეველთან მეხუთედ 68 წლის ასაკში მივიდა! წყვილი უკვე 15 წელია, ბედნიერად ცხოვრობს.


 


 კეიტ ბეკინსეილი და მეტ რაფი, სხვაობა ასაკში 22 წელი



როცა კეიტი სრულწლოვანებას აღნიშნავდა, მისი ახალგაზრდა ბოიფრენდი ჯერ დაბადებულიც კი არ იყო!  თუმცა, თუკი ბეკინსეილის ასაკი არ გვეცოდინება,მას სულ ადვილად მივიჩნევთ 22 წლის მეტ რაფის ტოლად.


 


 რობინ რაიტი და კლემენტ ჟირო, სხვაობა ასაკში 21 წელი



 წყვილი თავის ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდა და ამიტომ მათი ქორწილი ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ რობინ რაიტის ორი შვილი მამობილზე გაცილებით ახალგაზრდაა.  


 


შერონ სტოუნი და ანჯელო ბოფა, ასაკში სხვაობა 20 წელი



წელს შერონს 60 წელი უსრულდება. ამ ხნის მანძილზე მან ორი გაყრა, ერთი კლინიკური სიკვდილი, კარიერის დასასრული და ახალი აღმასვლა გადაიტანა. ახლა კი მას ახალი შეყვარებული ჰყავს - 41 წლის მეწარმე ანჯელო ბოფა.


 


ტილდი სუინტონი და სანდრო კოპი, სხვაობა ასაკში 18 წელი



სუინტონის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ჭორები 2004 წელს შეწყდა, როცა მან სანდრო კოპთან გააბა ურთიერთობა. მხატვართან რომანი იმავდროულად სამსახურებრივიც აღმოჩნდა: კოპი „ნარნიის ქრონიკებში“ მასობრივ სცენებში მონაწილეობდა, სუინტონი კი თეთრი ჯადოქრის როლს ასრულებდა. 57 წლის სუინტონი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს სამსახიობო კარიერის დასრულებაზე. მას სურს, მთელი დრო ოჯახსა და წიგნის წერას დაუთმოს.


 


თინა ტერნერი და ერვინ ბახი, სხვაობა ასაკში 17 წელი



ასაკში სხვაობა გასაკვირი არ იქნება თუ გავითვალისწინებთ,რომ თინა ბახს მთელი 27 წელი უარით ისტუმრებდა! ისინი 1985 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს.  და აი 2013 წელს 73 წლის თინა ტერნერმა როგორც იქნა თქვა "დიახ".


 


ჰაიდი კლუმი და ტომ კაულიცი, ასაკში სხვაობა 16 წელი



44 წლის სუპერმოდელისა და Tokio Hotel-ის 28 წლის გიტარისტის რომანის შესახებ სულ ახლახან გახდა ცნობილი. როგორც ჩანს, ტრადიციად იქცა: კლუმის ყოველი ახალი ბოიფრენდი წინაზე ახალგაზრდაა.


 


ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი, ასაკში სხვაობა 14 წელი



49 წლის ჰიუ ჯეკმანმა და 62 წლის დებორა-ლი ფერნესმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ისინი უკვე 20 წელია, ბედნიერად ცხოვრობენ და ორ აყვანილ ბავშვს ზრდიან.


 


ევა მენდესი და რაიან გოსლინგი, ასაკში სხვაობა 7 წელი



გოსლინგის რომანტიკული რეზიუმე ასეთია: მისი შეყვარებული რომ გახდე, გადაღებაზე პარტნიორი უნდა იყო და თუნდაც 2 წლით უფროსი. ის ხვდებოდა სანდრა ბალოკს (16 წლით უფროსი), რეიჩელ მაკადამსს (2 წელი სხვაობა) და ბოლოს ევა მენდესს (სხვაობა 7 წელი). წყვილი 2011 წლის შემდეგ ერთადაა და ორ ქალიშვილს ზრდის.


 


მადონა და მისი კაცები



ახალგაზრდა კაცების სიყვარულში 59 წლის მადონას ვერავინ გაეჯიბრება. მომღერლის ბოლო ბოიფრენდი 32 წლის პორტუგალიელი კევინ სამპაიოა. მან ამ პოსტზე 26 წლის აბუბაქრ სუმახორ შეცვალა. იმდენივესი იყო ქორეოგრაფი ტიმორ სტეფენსი (დაშორებისას მადონაზე 30 წლით უმცროსი გახლდათ) და ბრაჰიმ ზაიბატუ (26 წლით უმცროსი. ხესუს ლუსი სულ 23 წლის იყო, როცა 51 წლის მადონამ თვალი დაადგა. მანამდე მომღერალი გაი რიჩს გასცილდა, რომელიც ცოლზე, სულ რაღაც, 10 წლით იყო უმცროსი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?