გაიცანით ემბერ შოლი
ამ გოგონას პოპულარობის ერთ-ერთი საიდუმლო DIY-ვიდეოა, რომლებშიც ის საკუთარი ხელით დამზადებულ სხვადასხვა ნივთებს წარადგენს
გამოსაშვები საღამოსთვის ეს კაბა მან დამოუკიდებლად შეკერა
ბევრს მოსწონს ემბერის სილამაზე და დიზაინერული ნიჭი, მაგრამ არც არაკეთილისმსურველები აკლია
როცა ერთხელ მას უგემოვნო და მდარე უწოდეს და ურჩიეს, ტანსაცმელი ნაგვის ტომრებისგან შეერჩია. ემბერი არ დაიბნა
„როცა მდარესა და უგემოვნოს გიწოდებენ, შეიკერეთ კაბა ნაგვის ტომრებისგან და დაუმტკიცეთ საკუთარი უპირატესობა“, - დაწერა მან Twitter-ში.
ყველა საჭირო საგანი გოგონამ მაღაზიაში აღმოაჩინა
ნაგვის ტომრების გარდა, მას სკოტჩი, იზოლენტა, შავი კორსეტი და ძველი ქვედაბოლო დასჭირდა
ტომრების ნაწილით კორსეტი მორთო
დანარჩენი ტომრებისგან „ვარდები“ დაამზადა
ძველი გამჭვირვალე ქვედაბოლო დიზაინერულ შედევრად გადაიქცა
ასე გამოიყურებოდა მთელი შემოქმედებითი პროცესი
შედეგი თვალშისაცემია. სამუშაოს აღწერის გარეშე ვერც კი მიხვდებით, რისგანაა დამზადებული ეს კაბა