როგორ ცვლის ცხოვრებას ლატარიაში მოგებული მილიონები?

საკნატუნო ამბები

12 მაისი 22:00, 2018 წელი

ალბათ, ფიქრობთ, რომ მოგების შემდეგ ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსება, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება! როგორც ამ ადამიანების მაგალითებიდან ჩანს, ბევრ ფულთან ერთად პრობლემაც მატულობს, რომელთა დაძლევა არცთუ ისე ადვილია!

 მიკი კეროლი, 10 მილიონი გირვანქა



2002 წელს 19 წლის შოტლანდიელმა, რომელიც მენაგვედ მუშაობდა, ლატარიაში 10 მილიონი გირვანქა მოიგო. მან ოქროს მძიმე სამკაულების ტარება დაიწყო, 700 ათას გირვანქად იყიდა ელიტური სახლი აუზით, სადაც ველურ წვეულებებს მართავდა. ერთხელ მეგობრებთან ერთად ღამით ქუჩებში გასეირნება გადაწყვიტა და თან კატაპულტიდან ფოლადის ბურთულებს ისროდა. ამ დროს 32 ავტომობილი დაზიანდა.



მაგრამ 10 მილიონი მალე დამთავრდა და მიკის სახლის გაყიდვა მოუწია, მაგრამ უკვე 100 ათას გირვანქად. ვალების გასტუმრების შემდეგ მიკი თავის სამუშაოს დაუბრუნდა. ყველაფრის მიუხედავად, ის არაფერს არ ნანობს.


კარლ კრომპტონი, 11 მილიონი გირვანქა



1996 წელს კარლმა 11 მილიონი გირვანქა მოიგო. იგი ფლეიბოისავით გამოეწყო და როკვარსკვლავივით ცხოვრება დაიწყო. არც ღამის ორგიებს იკლებდა.



ის, ალბათ, მთელ მოგებას გაანიავებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მან დარჩენილი ფინანსები უძრავ ქონებაში დააბანდა და საბოლოო ჯამში, ქონება გააორმაგა. ახლა ყოფილ თანაკლასელზეა დაქორწინებული და საკუთარ დიდ სახლში ცხოვრობს.


 „იდუმალი მილიონერი“ დევიდ ეშკროფტი, 12 მილიონი გირვანქა



30 წლის ავეჯის რესტავრატორმა 1997 წელს ლატარიაში მოგების შემდეგ თავის ცხოვრებაში არაფერი შეცვალა. ერთადერთი, რაშიც მან ფული დახარჯა - იყიდა სატვირთო სამუშაოდ, სედანი Mitsubishi, ტრეილერი მშობლებისთვის და ვერანდა გაარემონტა. ამას გარდა,  იყიდა „ფერარი“, რომელიც ნათესავს აჩუქა.
ჟურნალისტებმა მას „იდუმალი მილიონერი“ უწოდეს. ბოლოს ფული მან 2013 წელს დახარჯა, როცა სახლში ფანჯრები გამოცვალა.


ბრედ დიუკი, ამბიციებითა და 220 მილიონი დოლარით



აიდაჰოელი (აშშ) ბრედ დიუკი ლატარიის მოგებამდეც კარგად ცხოვრობდა: მას ხუთი ფრანჩაიზინგული ფიტნეს-ცენტრი Gold Gym-ი ეკუთვნოდა. 2005 წელს, ლატარიაში მოგების შემდეგ მან განაცხადა, რომ ქონების 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა სურდა.
ბრედმა მოგება უძრავ ქონებაში დააბანდა, ხელმძღვანელობდა თავის ფიტნეს-ცენტრებს და ქველმოქმედებას ეწეოდა. მან ჯერ კიდევ ვერ იშოვა მილიარდი, მაგრამ კაპიტალის გაორმაგება შეძლო. ამას გარდა, წიგნის დაწერასაც აპირებს, რომელშიც სხვებს თავის გამოცდილებას გაუზიარებს.


ენდრიუ ჯ. უიტაკერ უმცროსი, 314 მილიონი დოლარი



ის ლატარიამოგებულებში ყველაზე უიღბლოა. როცა Powerball-ის ლატარიაში მოიგო, ყველა ფიქრობდა, რომ ის თავის კაპიტალს გაზრდიდა. ამ დროისთვის მისი კუთვნილი სამშენებლო კომპანია 17 მილიონი ღირდა. თავიდან ყველაფერი კარგად წავიდა: ჯეკმა მოგების 10% ქველმოქმედებას მოახმარა, იმ გამყიდველ ქალს კი, რომელთანაც ბილეთი შეიძინა, სახლი და ავტომობილი უყიდა.
მაგრამ შინაგან დემონებს ვერ გაუძლო და სმასა და აზარტულ თამაშებს მიეძალა. ჯერ მძარცველებმა ავტომობილიდან 500 ათასი დოლარი ნაღდი ფული მოჰპარეს. 2016 წელს მისი სახლი, რომელიც დაზღვეული არ იყო, დაიწვა. ასე რომ, ბოლო 4 წელი ის ჯიბეცარიელი ცხოვრობს. ამას გარდა, მას კაზინოების 1,5 მილიონი დოლარი ვალი აქვს.


ჯეინ პარკი, 1 მილიონი გირვანქა



ჯეინ პარკი ლატარიის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია. მან 17 წლის ასაკში 1 მილიონი გირვანქა მოიგო. მან ფულის ხარჯვა შოპინგში დაიწყო. 4 წლის შემდეგ ლატარიის მომწყობთა წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. მას ბევრ მოშურნესთან მოუწია შეხვედრა და შიშის გამო დაცვის დაქირავებაც მოუხდა. ჯეინის განცხადებით, მისი ცხოვრება უკეთესად წარიმართებოდა, ლატარიაში საერთოდ რომ არ მოეგო.


პიტერ ლავერი, 10 მილიონი გირვანქა



ბელფასტელი პიტერ ლავერი ავტობუსის უბრალო მძღოლი იყო, მაგრამ მოგების ყველაზე სწორად გამოყენება სწორედ მან შეძლო. მან რამდენიმე საწარმო გახსნა, რომელთაგან ერთი Cooley Whiskey Distillery-ა - ბოლო 75 წლის მანძილზე ბელფასტში გახსნილი პირველი სპირტის ქარხანა. ამას გარდა, მას სადეგუსტაციო დარბაზი და 200-ადგილიანი რესტორანი აქვს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?