მათგან მხოლოდ ნანგრევებიღა გადარჩა და მაინც...

საკნატუნო ამბები

23 ივნისი 16:00, 2018 წელი

უძველესი ცივილიზაციების ნანგრევები მხატვართა გუნდმა ციფრული სახით აღადგინა და, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საკმაოდ წარმატებითაც. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა კაცობრიობის კულტურა „ახალგაზრდობაში“.

რომაული აბანოები, ბატი, დიდი ბრიტანეთი

აბანოთა ეს კომპლექსი ჩვენს ერამდე, დაახლოებით, 70 წელს აიგო. აბანო ყოველი რომაელის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. აბანოში ნიშნავდნენ შეხვედრებს, საუბრობდნენ, ჭორაობდნენ და დუნდებოდნენ. ახლა აბანოები სახურავის გარეშე დგას, მაგრამ თავდაპირველად თაღით იყო გადახურული.


პართენონი, ათენი, საბერძნეთი

პართენონი ჩვენს ერამდე V საუკუნის შუა ხანებში აიგო და ქალღმერთ ათენას მიეძღვნა. პართენონისგან ახლა მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი და ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ გამოიყურებოდა შიგნიდან.

ტაძარში ათენას 12-მეტრიანი ქანდაკება იდგა, რომელიც სპილოს ძვლისა და ოქროსგან იყო დამზადებული. მის შექმნაზე 1400 კილოგრამი ოქრო დაიხარჯა. ქანდაკების წინ  წყლით სავსე აუზი იყო, რომელიც სპილოს ძვლის შესანარჩუნებლად საჭირო ტენიანობას ინარჩუნებდა.


ნერონის ოქროს სახლი, რომი, იტალია

აიგო ჩვენი წელთაღრიცხვის 65-68 წლებში. იმპერატორი ნერონი ამ სახლში ორგიებსა და წვეულებებს აწყობდა. რვაკუთხა ოთახს უშველებელი გუმბათი ამკობდა. კედლებს და ჭერს მოზაიკა ამშვენებდა. რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი ნერონის სიკვდილიდან და სასახლის დანგრევიდან 50 წლის შემდეგ წერდა, რომ „მთავარი დარბაზი წრიული ფორმის იყო და დღე და ღამე მზესთან ერთად შეუჩერებლად ბრუნავდა, აბანოებში კი გოგირდისა და მარილიანი წყლები დიოდა“. თანამედროვეთა თქმით, კედლები მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით იყო მორთული, ჭერზე კი მბრუნავი ფილები იყო მოწყობილი, საიდანაც სტუმრებს ყვავილთა ფურცლები ეყრებოდათ თავზე.

 მასადას ციხესიმაგრე, ისრაელი

ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის განცხადებით, მეფე იროდ I-მა დიდმა სიმაგრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 37-31 წლებში ააგო. მასადა ერთ-ერთი კლდის წვერზე მდებარეობს და მკვდარ ზღვას გადაჰყურებს. სიმაგრეს სამი მდიდრული ტერასა ჰქონდა. მხატვრებმა ერთ-ერთი მათგანი აღადგინეს.

სიმაგრე გართობისა და დასვენების მიზნით აიგო. ტერასა გარშემო პორტიკებითა და კედლებით იყო შემოსაზღვრული. აქვე იყო აბანოებიც.

დიდი კივა, ჩაკოს ეროვნული ისტორიული პარკი, აშშ

ნანგრევები 1859 წელს აღმოაჩინეს. ის პუებლოს ხალხის (ინდიელთა ტომების ჯგუფი) ყოველდღიურ ცხოვრების წესზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. კონსტრუქცია 27 აკრზეა გადაჭიმული და 450 ოთახს ითვლის, მათ შორის კივუსაც - ინდიელთა სარიტუალო სათავსს. კივუ ნაწილობრივ მიწაში მდებარეობდა და მრგვალ შენობას წარმოადგენდა. აქ ადამიანები ურთიერთობის, მნიშვნელოვანი საკითხების გასარჩევად და დღესასწაულებზე იკრიბებოდნენ.


მაქსენციუსის ბაზილიკა, რომი, იტალია

ძველი დროის რომისთვისაც კი უშველებელი ბაზილიკა რომის ფორუმზე მდებარეობს. მისი ფართი 6500 კვადრატული მეტრია. ბაზილიკა შეხვედრების, საქმიანი მოლაპარაკებების ადგილი და ადმინისტრაციული შენობა იყო.

ის უძველესი დროის ერთ-ერთი შთამბეჭდავი შენობა გახლდათ, კორინთული სვეტებით, ფერადი მარმარილოს იატაკით და მოზაიკიანი და ოქროთი მოვარაყებული კედლებით.

ანგკორ-ბატი, კამბოჯა

კომპლექსი, სავარაუდოდ, XII საუკუნის დასაწყისში 30 წლის განმავლობაში შენდებოდა. ის თავიდან ინდუისტური ტაძარი იყო, რომელიც ღმერთ ვიშნუს მიეძღვნა. XII საუკუნის ბოლოსთვის ის ბუდისტურად გადაკეთდა და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ნაგებობაა.

შორიდან ანგკორ-ბატი ქვების დიდი გროვას მიაგავს, მაგრამ მნახველი შიგნით მაღალ კოშკებს, უამრავ პირმაღსა და კიბეებით დაკავშირებულ, სხვადასხვა დონეზე განლაგებულ ეზოებს აღმოაჩენს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?