16 ათასი ევრო მხართეძოზე წამოწოლისთვის(?!)

საკნატუნო ამბები

27 ოქტომბერი 14:00, 2018 წელი

13 სასიამოვნო და სასარგებლო პროფესია მათთვის, ვისაც იოლი ფული უყვარს...

1. შოკოლადის დეგუსტატორი



მიხვიდე სამსახურში და მთელი დღე ნაირ-ნაირი შოკოლადები აგემოვნო - ეს ხომ ტკბილეულის მოყვარულთა ოცნებაა. აი, პროფესიონალი დეგუსტატორისთვის კი - რუტინა. თუმცა ამ პროფესიის მისაღებად ჯერ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება და კულინარიის სფეროსა და კვებით მრეწველობაში რამდენიმე სამეცნიერო ხარისხის მოპოვებაა საჭირო.
რაც შეეხება შრომით ვალდებულებებს, დეგუსტატორის მოვალეობაა, შეაფასოს პროდუქტის გარეგნული მხარე, არომატი და გემოვნებითი ხარისხი. დეგუსტაციის შემდეგ ის დებს თავის პროფესიულ დასკვნას და იძლევა რჩევებს. დეგუსტატორი მონაწილეობს ახალი პროდუქტის შექმნაშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს „ტკბილი“ შრომა საკმაოდ კარგად ანაზღაურდება. შოკოლადის დეგუსტატორის საშუალო შემოსავალი წელიწადში 50-70 ათასი დოლარია.


2. კომპიუტერული თამაშების დამტესტავი



როცა ერთნი სახლისკენ მიიჩქარიან და ერთი სული აქვთ, კომპიუტერს მიუსხდნენ და საყვარელი თამაშები ითამაშონ, მეორენი ამ საქმით სამსახურებში არიან დაკავებულნი. საათობით კომპიუტერთან ჯდომა და თამაშების ახალ-ახალ საფეხურებზე გადასვლა დამტესტავის ძირითადი სამუშაოა. ამ პროცესის დროს ის გამოავლენს შეცდომებსა და შეუსაბამობებს თამაშში, ასევე, აფასებს გრაფიკას და სხვა მნიშვნელოვან ნიუანსს. ბეტა-ტესტერებს შრომას საათობრივად უნაზღაურებენ. საშუალო ხელფასი საათში 10 დოლარია.


3. ჩამხუტებელი



იაპონელთა უმრავლესობა გამოუსწორებელი „შრომაჰოლიკია“, რომლებსაც დრო არ რჩებათ პირადი ცხოვრებისთვის. როგორმე რომ შეივსონ ადამიანური სითბოსა და ყურადღების დეფიციტი, ქვეყანაში გაჩნდა დაწესებულება, სადაც ე.წ. ჩამხუტებლები მუშაობენ - საყვარელი ბიჭები და გოგოები. ისინი ღიმილით ხვდებიან სტუმრებს, სთავაზობენ კომფორტულ საწოლს, ცხელ კაკაოს და მერე მხურვალედ ეხუტებიან.
ცოტა მოგვიანებით ეს პროფესია ამერიკაშიც გაჩნდა. ოღონდ აქ შესაძლებელია ჩამხუტებლის სახლში გამოძახება და მასთან ერთად მყუდრო გარემოში ფილმის ყურება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლებს ინტიმური სიახლოვე სასტიკად ეკრძალებათ. ამ მომსახურების საფასური, საშუალოდ, საათში 60 დოლარია. ჩამხუტებლების კლიენტურაში ძირითადად ქვრივები, მოხუცები და ის ადამიანები ჭარბობენ, რომლებმაც ახლობელი დაკარგეს, ან მტკივნეული გაყრა გადაიტანეს.


4. მოგზაური



სოციალური ქსელების პოპულარობის წყალობით, მოგზაურობის მოყვარულთ შეუძლიათ, კარგად გამოიმუშაონ. თუ ბლოგს გააკეთებ, შეგიძლია საკუთარ თავზე იმუშაო, ან რომელიმე ტურისტულ პორტალთან ითანამშრომლო. ასეთ შემთხვევაში ხარჯებს კომპანია აანაზღაურებს.
მაგალითად, პორტალი Life World Experience ეძებს 12 ადამიანს (20-35 წლის 6 კაცსა და 6 ქალს), რომლებიც ევროპაში, აზიასა და აფრიკაში იმოგზაურებენ, აწარმოებენ დღიურს და მონაწილეობას მიიღებენ საქველმოქმედოო აქციებში. ამისთვის მოხალისეებს ყოველთვიურად 2500 ევროს გადაუხდიან.
კომპანია Canon-ს სჭირდება ადამიანი, რომელიც თანახმა იქნება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე. მოგზაურობის პერიოდში მოხალისემ ფირზე უნდა აღბეჭდოს ლამაზი ადგილები, აწარმოოს ტურისტული ბლოგი და, საერთო ჯამში, 365 ისტორია გამოაქვეყნოს.


5. მხართეძოზე წამომწოლი



საფრანგეთის კოსმეტიკური მედიცინის ინსტიტუტი ეძებს მოხალისეებს ექსპერიმენტისთვის, რომელსაც ადამიანის ორგანიზმზე მიკროგრავიტაციის მოქმედების შესასწავლად ატარებენ. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მოხალისეებმა ორი თვე საწოლში უნდა გაატარონ. მათ კვებაც და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოუწევთ.
მონაწილეობა შეუძლიათ 20-დან 45 წლამდე ჯანმრთელ მამაკაცებს, მავნე ჩვევების გარეშე. საწოლში გატარებული ორი თვისთვის ექსპერიმენტის ორგანიზატორები მზად არიან, თითოეულ მოხალისეს 16 ათასი ევრო გადაუხადონ.


6. საღეჭი რეზინის დეგუსტატორი



მიუხედავად იმისა, რომ დღეს ლამის ყველა ფუნქციას მანქანები ასრულებენ, არის რაღაცები, რისი გაკეთებაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია. მაგალითად, შეფუთვის სტილის შერჩევა, გემოსა და კონსისტენციის აღწერა. გარდა ამისა, საღეჭი რეზინის დეგუსტატორმა საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას გემოების მიქსისა და გემოს რეცეპტორების რეაქციის შესახებ.


7. თაგერი



ადამიანების უმრავლესობა თავისუფალ დროს ფილმებისა და სერიალების ყურებაში ატარებს, ისე, რომ ეჭვადაც არ მოსდის, რომ ამით ზოგიერთები ფულს შოულობენ. საუბარია კომპანია Netflix-ის თანამშრომლებზე, რომელთა ანგარიშზეც უამრავი ჰიტად ქცეული სერიალი, მულტფილმი თუ შოუა. ასე რომ, კომპანიის შტატში არიან ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უყურებენ სერიალებს, ამონიტორინგებენ და უძებნიან მისათითებელ სიტყვებს, ე.წ. თაგებს, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია, ადვილად იპოვოს საჭირო პროდუქტი.


8. საკვების სტილისტი



თუ თქვენ ფლობთ საკვების პრეზენტაციის ხელოვნებას, იცით, რა გააკეთოთ, რომ ვაშლმა ფერი არ შეიცვალოს, სალათის ფოთლები არ დაჭკნეს, ხოლო ნაყინი არ დადნეს, მაშინ ფუდ-სტილისტის პროფესია თქვენთვისაა. ახლა ბევრი რესტორანი თუ კერძო დაწესებულება მიმართავს დახმარებისთვის ადამიანებს, რომლებსაც პროფესიონალურ დონეზე შეუძლიათ საკვების პრეზენტაცია. სწორედ მათი დახმარებით იქმნება ულამაზესი ფოტოები, ასე რომ გვჭრის თვალს სოცქსელებში.


9. მატრასებისა და საწოლის თეთრეულის დამტესტავი



ვის არ გვიყვარდა ბავშვობაში ზამბარებიან საწოლზე ხტუნაობა, რის გამოც უფროსებს დავუტუქსივართ კიდეც. ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ მსოფლიოში არსებობს ასეთი პროფესია - მატრასების დამტესტავი. ამ პროფესიის ადამიანები ვალდებულნი არიან, მატრასზე იხტუნაონ, რათა განსაზღვრონ მისი ხარისხი და ფორმის შენარჩუნების უნარი. რა თქმა უნდა, ასეთი ფაბრიკები ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით ისეთები, სადაც ლეიბებს ხელით კერავენ.
კიდევ ერთი საინტერესო პროფესია გულისხმობს დაძინებას საწოლის თეთრეულის დასატესტად. თანამშრომელი იღებს თეთრეულის კომპლექტს და, უბრალოდ, იძინებს, დილას კი აღწერს საკუთარ შეგრძნებებს და  რეკომენდაციებს აძლევს, რა არის შესაცვლელი.


10. დრონის პილოტი



დრონით თამაში არა მარტო ბიჭუნებს უყვართ, არამედ კაცებსაც. ხარისხიანი ფოტოების გადაღების უნიკალური შესაძლებლობის წყალობით, გაჩნდა შესაძლებლობა, თამაშით იშოვო ფული. დრონის ოპერატორობა ყველას ხელეწიფება, თუ ჯოისტიკის მართვა არ უჭირს და ექშენ-კამერის გამოყენება შეუძლია.


11. კუნძულის მეთვალყურე



კუნძულ ჰამილტონის მეთვალყურე - ვაკანსია, რომელზეც ყველა ოცნებობს. მეთვალყურის მოვალეობაში შედის მდიდრულ ვილაში ცხოვრება ედემის ბაღში, დაივინგი, ღირსშესანიშნაობებისა და მდიდრული დაწესებულებების მონახულება. და ეს ყველაფერი თანამშრომელმა ბლოგში უნდა გამოფინოს და ამით ტურისტები მიიზიდოს. და ამ საქმიანობაში ის 150 ათასი დოლარის ოდენობით ხელფასს მიიღებს. ცუდი არ არის არა?


12. ძიძა პანდისთვის



ჩინეთში პანდის კულტია. ამ ქვეყანაში რეაბილიტაციის დიდი ცენტრი აქვთ, სადაც ამ საყვარელ დათუნიებს უვლიან. ვისაც ცხოველები უყვარს, შეუძლია ამ ნაკრძალში სამუშაოდ მოეწყოს და პანდის პაწაწუნა ბელებს მოუაროს.
ძიძას მოვალეობაში შედის პატარა პანდების გამოკვება, გამხიარულება და მოფერება. თანაც აღმზრდელი მიიღებს უფასო საცხოვრებელს, საკვებს, მანქანით მომსახურებას და 32 ათას დოლარს წელიწადში.


13. ლუდის დეგუსტატორი



თუ ლუდი გიყვართ, მისი გემოს უმნიშვნელო ცვლილებასაც კი გრძნობთ და თვალდახუჭულს შეგიძლიათ, ერთი სახეობა მეორისგან გაარჩიოთ, ლუდის დეგუსტატორის სამუშაო პირდაპირ თქვენთვისაა გამოწერილი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ყოველდღე გონების დაკარგვამდე გამოთვრეთ, თუმცა ხარისხიანი ალკოჰოლის მცირე რაოდენობა გარანტირებული გაქვთ. გარდა ამისა, მოგეცემათ შესაძლებლობა, ყველა ახალი პროდუქტი პირველმა დააგემოვნოთ და თანაც ამაში გასამრჯელო აიღოთ.

საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 
კულინარია

ცხელი ბუტერბროდი უპუროდ

თუ პურს არ მიირთმევთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუტერბროდებზეც უარი თქვათ...




×

საბანერო პოზიცია
300x150