17 ხრიკი, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებათ სიგარეტისთვის თავის დანებებაში

საკნატუნო ამბები

12 მარტი 09:00, 2019 წელი

ალბათ, ვერ ნახავთ სამყაროში ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ მოწევა სასარგებლოა. სიგარეტის მოწევის პრობლემას უამრავი კვლევა და სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ და ჩვენს გარშემომყოფებს ეს პრობლემა მაინც გვაქვს. 

მათთვის, ვინც უკვე გადაწყვიტა, გათავისუფლდეს ნიკოტინდამოკიდებულებისგან (ეს არის დაავადება და არა „ჩვევა“), გთავაზობთ სხვადასხვა ხრიკს, რომლებიც დაეხმარა ადამიანებს სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებაში. იმედი გვაქვს, თქვენთვის სასარგებლო რჩევას იპოვით.


1. დაიწყეთ მცირედით. განსაზღვრეთ კონკრეტული მომენტი, როდესაც მოწევთ ბოლო ღერ სიგარეტს. შეეცადეთ, ისეთი პერიოდი აირჩიოთ, როდესაც სერიოზულ სტრესულ სიტუაციებში არ ხართ (გამოცდები, სამუშაო ადგილის შეცვლა და ა.შ.).


2. გაასუფთავეთ სახლი. გადააგდეთ ან გააჩუქეთ საფერფლეები, სანთებელები და სიგარეტი. თუკი თქვენი ოჯახის წევრები სიგარეტს ეწევიან, სთხოვეთ მათ, გაგებით მოეკიდონ თქვენს გადაწყვეტილებას და შეძლებისდაგვარად არ მოწიონ თქვენი თანდასწრებით სიგარეტი, ყოველ შემთხვევაში, პირველ დღეებში მაინც. 


3. როგორც კი გაგიჩნდებათ სიგარეტის მოწევის სურვილი, დალიეთ ჭიქა წყალი.


4. დაიდგით სამუშაო მაგიდაზე გამჭვირვალე ქილა და ყოველ ჯერზე, როდესაც სიგარეტი მოგინდებათ და არ მოწევთ, ჩააგდეთ ქილაში გარკვეული თანხა.

5. ნუ დალევთ ყავას, მინიმუმ საწყის ეტაპზე. ალბათ, გეცნობათ ყავისა და სიგარეტის რიტუალი. ამიტომ, ყავამ შესაძლოა, სიგარეტის მოწევის სურვილი გაგიძლიეროთ.



6. სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებების პირველ ეტაპზე, შესაძლოა, სუსნაობის სურვილი ვერ შეიკავოთ. ამიტომ შეარჩიეთ ისეთი სასუსნავი, რომელიც სასარგებლოა. მაგალითად, ჩირეული, თხილეული, ხილი (ეს ყველაფერი ზომიერად).


7. გაუზიარეთ თქვენი გადაწყვეტილება მეგობრებს სოციალურ ქსელებში. ეს მეთოდი რეალურად ეფექტურია, რადგან, პირველ რიგში, სავარაუდოდ, შეგრცხვებათ თქვენი გამომწერების წინაშე, თუკი პირობას ვერ შეასრულებთ და მეორე, სოციალურ ქსელში აუცილებლად იპოვით მხარდამჭერებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ეს ეტაპი ან თქვენსავით, ახლა გადიან ამ რთულ გზას.


8. წაიკითხეთ ალენ კარრის წიგნი „სიგარეტის გადაგდების იოლი გზა“, რომელიც უამრავ ადამიანს დაეხმარა სიგარეტისთვის თავის დანებებაში (მათ შორის, ბევრ ცნობილ ადამიანს). ხოლო თუკი წასაკითხად დრო არ გაქვთ - ნახეთ ამავე დასახელების ფილმი.


9. გააანალიზეთ, რომელ სიტუაციებში ეწევით ბევრ სიგარეტს და შეეცადეთ, უახლოეს პერიოდში გამორიცხოთ სიტუაციები, რომლებიც პროვოცირებას გაგიწევთ, მაგალითად, შეცვალეთ სამუშაო დღის გრაფიკი ისე, რომ კოლეგებთან ერთად მოსაწევად არ გახვიდეთ.


10. დაიცადეთ ცოტა ხანს. თუკი გრძნობთ, რომ, სადაც არის „აფეთქდებით“, სასწრაფოდ გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე, თუნდაც, 5 წუთით. მეცნიერების მტკიცებით, ეს დრო აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ძლიერმა სურვილმა გადაგიაროთ. ხოლო შემდეგ, თქვენი ცნობიერიც ჩაირთვება და საკუთარი ნებისყოფით იამაყებთ.


11. შეეცადეთ, მოწევაზე თავის დანებება შვებულების ან დასვენების დღეებს დაამთხვიოთ. გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, რა თქმა უნდა, სიგარეტის გარეშე. მთავარია, გახსოვდეთ თქვენი პირობა, როდესაც სახლში დაბრუნდებით.


12. მიდით იმ საავადმყოფოში, რომელშიც პაციენტები ფილტვის კიბოს დიაგნოზით წვანან. ჰკითხეთ მათ, რას ფიქრობენ მოწევაზე. ცოტაოდენი შოკური თერაპია არ გაწყენთ.

13. მეთოდი აზარტულებისთვის: შეეცადეთ, მეგობართან სანაძლეო დადოთ სოლიდურ თანხაზე. თუკი პირობას გატეხთ, მოგიწევთ საფასურის გადახდა. ოღონდ, ტყუილები არ იყოს!


14. დააინსტალირეთ ტელეფონში სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ეხმარება ადამიანებს სიგარეტზე თავის დანებებაში. 

15. თუკი სიგარეტის მოწევის სურვილი აუტანელია, გამოივლეთ პირში წყალი ან გაიხეხეთ კბილები. დალიეთ ჭიქა რძე. ამ პროცედურების შემდეგ სიგარეტის მოწევის სურვილი ჩვეულებრივ ქრება. 


16. სთხოვეთ გარშემომყოფებს, არ მოწიონ სიგარეტი თქვენი თანდასწრებით, თუნდაც პირველი ორი თვის განმავლობაში. ასევე, აუცილებლად გააფრთხილეთ, რაც არ უნდა ეხვეწოთ: „ერთი ნაფაზი დამარტყმევინე“, კატეგორიული უარი გითხრან. 


17. მუდმივად იქონიეთ თან ნაძვის კევი და დაღეჭეთ, რამდენჯერაც სიგარეტის მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ. თუკი ნაძვის კევს ვერ შოულობთ, სცადეთ, ჩვეულებრივი საღეჭი რეზინი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?