12 რამ, რაც ქალს იაფფასიან იმიჯს უქმნის

საკნატუნო ამბები

3 ივნისი 14:00

არავის უნდა მდაბიურად გამოიყურებოდეს, და აქ საუბარი არ არის ნივთის მატერიალურ ღირებულებაზე, მთავარია დახვეწილი გემოვნება...

1. გაუმართლებელი ბზინვა

მბრწყინავ და მკვეთრ დეკორს შესაბამისი ფონი სჭირდება. ყოველდღიური და სპორტული ტანსაცმელი მინის „ბრილიანტებით“ გამოწვევაა ნებისმიერი ესთეტისთვის.

რა, ბრჭყვიალი არ შეიძლება? შეიძლება, ოღონდ ჭკვიანურად და ფანტაზიით.

2. ბრენდული ნივთების ყალბი ვარიანტები

რაც არ უნდა გაარეკლამონ ასეთ პროდუქტი, არსი მაინც უცვლელია - მათ არანაირი საერთო არ აქვთ საფრანგეთის მოდის სახლთან.

ალტერნატივა. ხარისხიანი ნივთი თქვენს ბიუჯეტსაც დაზოგავს და არც რეპუტაციას შეუქმნის საფრთხეს.

3. დისონანსი პრინტში

ყვავილები + ზოლები. ეს ერთ-ერთი წარუმატებელი შეხამებაა. ყვავილებიან, გეომეტრიულ და სხვა გარდამავალი პრინტებს არ უყვართ ყურადღების განაწილება.

რა არის სწორი? შეარჩიეთ მსგავსი შინაარსის პრინტი - ასე ნებისმიერი დეტალი გამარჯვებას იზეიმებს.

4. თეთრი ფეხსაცმელი

ის, რაც დაშვებულია კედებისა და ბოტასებისთვის, შეუსაბამოა ფეხსაცმლისთვის, თანაც თეთრისთვის. აი, ასეთ დისკრიმინაციას აქვს ადგილი. ლამის პატარძლებიც კი უარს ამბობენ თეთრ ფეხსაცმელზე, ქორწილის გარეშე კი ის ძალიან უბრალოდ გამოიყურება. გაექცე ამ უბრალოებას - ეს მთელი ხელოვნებაა.

წაუგებელი ვარიანტი - შიშველი ფეხი. ის ნებისმიერ პალიტრაში ჩაეწერება და თქვენს ელეგანტურობასაც გამოკვეთს.

5. „სუსტი ბმულები“

ზოგიერთი ქსოვილი მაქსიმალიზმს მოითხოვს: არ გაქვთ საშუალება ძვირიანის ყიდვის? მაშინ მის იაფფასიან ანალოგზეც უარი თქვით. ამის ნათელი მაგალითია მაქმანი. ხელმისაწვდომი ვერსია ძალიან მალე ცვდება და მისი მფლობელის დაბალ მსყიდველუნარიანობას უსვამს ხაზს.

სწორი დოზირება. მაქმანებიან კაბას გულგრილად მაინც ვერ უვლით გვერდს? დაე, დარჩეს ის თქვენს გარდერობში, ოღონდ მხოლოდ ფორმალურად. მთლიანად მაქმანებისგან შეკერილი კაბა სჯობს აუსრულებელი სურვილების სიაში მიუჩინოთ ადგილი.

6. არაბუნებრივი ტონები

განსაკუთრებით „მჟავე“. ისინი უხდება მხოლოდ თემატურ წვეულებებსა და დისკოთეკებს. მაგალითად, 90-იანების სტილს. სხვა იმიჯს ასეთი ტონები დაღუპავს.

რა გავაკეთოთ? წაუგებელი ვარიანტი - ტანსაცმელი „კეთილშობილურ“ ფერებში. თუ კაშკაშა ფერებზე უარს ვერ ამბობთ, „მჟავე“ ტონებს მაინც შეელიეთ თქვენს გარდერობში.

7. ძვირფასი სამკაულები

უფრო ზუსტად, მათი ჭარბად და სიტუაციასთან შეუსაბამოდ გამოყენება. მით უმეტეს, როდესაც ქალს ოქროს ყელსაბამთან ერთად ამავე ფერის ბიჟუტერია უკეთია. სურვილი, ყველაფერი ერთად გამოამზეუროს, მაშინვე ააშკარავებს არცთუ ისე ძლიერ ქალს.

კომპრომისული ვარიანტი ყოველდღიური იმიჯისთვის - ხარისხიანი ბიჟუტერია.

8. არაკომფორტული ფეხსაცმელი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ელეგანტურიცაა და ქალურიც, ოღონდ თუ მათ გამო კომფორტზე უარს არ ამბობთ. ყოველდღიური სიუიტა ვერ იტანს ზედმეტ ბრწყინვალებას: თითქოს სხვა არაფერი საქმე არ გქონდეთ.

არ შეუშინდეთ უბრალოებას. ნორმკორმა (მოდა მოდის გარეშე – ახალი ტრენდი) უკვე დაიპყრო პოდიუმები.  შეეგუეთ და ჩაიცვით, ბოლოს და ბოლოს, ბოტასები.

9. „ნათხოვარი“ ტანსაცმელი

S-ის გარდა, სხვა ზომებიც არსებობს. ფიგურა შეიძლება შეიცვალოს - ამ ფაქტში არაფერი „კანონსაწინააღმდეგო“ არ არის. აი, ძალიან მოტკეცილი ან ზედმეტად ფართო ტანსაცმლის ჩაცმით კი ძალიან ადვილია „დანაშაულის ჩადენა“ ჯანსაღი აზრის წინააღმდეგ.

რისი უნდა გვეშინოდეს? „ჩაკუპატებულის“ ეფექტის და უფორმო სილუეტის.

10. ულტრათანამედროვე ნივთები ძველი კოლექციიდან

გადაწყვიტეთ მოდური ჰიტი შეიძინოთ - მაგრამ არ გათვალოთ ეს ხანგრძლივ ურთიერთობაზე. სჯობს, ეს კაშკაშა, მაგრამ სეზონური რომანი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ გარდერობს 100 წელიწადში ერთხელ აახლებთ და ტანსაცმელს ძაფების გამოჩენამდე ცვეთთ.

როგორ დავრჩეთ ტრენდული? თუ არ არის საშუალება თქვენი გარდერობის ახალ ტენდენციებთან ადაპტირებისა, აირჩიეთ კლასიკური მოდელები და ფერები. ეს ყოველთვის სწორად მუშაობს.

11. „მოღალატე“ ჩულქები

ხარისხის გარდა, ჩულქებს მოკრძალებაც მოეთხოვებათ. მბრწყინავი კოლჰოტები/ჩულქები - ესენი არიან მავნებლები, რომლებიც კარგავენ ელეგანტურობის wow-ეფექტს.

რა ავირჩიოთ? არავითარი ბზინვა - მხოლოდ სიგლუვე და „ჰარდკორი“. 

საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არაჟნის ტორტი - საუკეთესო დესერტი ბავშვებისთვის

და არამხოლოდ მათთვის... თანაც არც გამოცხობა სჭირდება...
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ოსკაროსანი ჯეფრი რაშის 6 საუკეთესო კოსტიუმირებული როლი

კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ავსტრალიელ მსახიობს 100-ზე მეტი როლი მაინც აქვს შესრულებული და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიცაა, მათ შორის „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და BAFTA-სი.
იცით თუ არა...

ჩერნობილი: სერიალი VS დოკუმენტური ქრონიკა

ტელეარხ HBO-ს მინი სერიალის „ჩერნობილის“ ავტორებმა მძიმე ამოცანა იტვირთე - დეტალურად ეჩვენებინათ ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე შემზარავი ტრაგედია და ზუსტად გადმოეცათ იმ ეპოქის ატმოსფერო. ვახოთ, რამდენად შეძლეს ეს. 
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ ინსტრუმენტი და გაიგეთ, როგორ ჟღერს თქვენი სული

მიიჩნევა, რომ ყოველ სულს თავისი მუსიკა აქვს. როცა ორი ადამიანის სულის მუსიკა ერთმანეთს ჰგავს, მათ შორის ჭეშმარიტი სიახლოვე ყალიბდება... გთავაზობთ, ამ ტესტის დახმარებით გაიგოთ, როგორია თქვენი სულის მელოდია.
საკნატუნო ამბები

ლამაზმანი სპორტსმენების ცხელი ფოტოები (30 ფოტო)

ფოტოგრაფი პაველ გარასკო ადრე მოდური ჟურნალებისთვის იღებდა ფოტოებს, ბოლო დროს კი სპორტსმენების ფოტოგრაფირებამ გაიტაცა.