ზოდიაქოს 3 ყველაზე მისტიკური ნიშანი

საკნატუნო ამბები

2 ივლისი 14:00

მისტიკასთან ყველაზე მჭიდრო კავშირი წყლის სტიქიის ნიშნებს აქვთ. რას გულისხმობს ეს კავშირი, აი, ამის შესახებ კი ქვემოთ წაიკითხავთ...

1. მორიელი


ზოდიაქოს ეს ნიშანი აღმერთებს საიდუმლოებებს. ის ინტერესით კითხულობს დეტექტივებს და უყურებს „ექსტრასენსების ომის“ მსგავს შოუებს. მას იზიდავს ყველაფერი ამოუცნობი, აინტერესებს ადამიანის ექსტრემალური შესაძლებლობები და ხშირად საკუთარ ექსტრასენსულ უნარსაც ავითარებს.


მორიელები ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე მეტად არიან გატაცებულნი მაგიით, და უნდათ, მისი საშუალებით სამყარო მართონ. ნუ, საკუთარი ცხოვრება მაინც.


მაგია კი ამის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა მორიელს ახსოვს ის საფრთხეები, რომლებიც ამ მოლიპულ გზაზე მავალს ემუქრება. გინდა, მაგიის დახმარებით მოახდინო გავლენა ადამიანებზე? მაშინ მზად იყავი, თავადაც მიიღო საპასუხო დარტყმა.


მორიელი ფრთხილია. ის მოთმინებით ხსნის საიდუმლოს. კარგი დეტექტივივით საფუძვლიანად სწავლობს ყველა „სამხილს“ და აკეთებს დასკვნებს. ეს ნიშანი მოჯადოებულია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არსებული ზღვრით. მას სწყურია პასუხი კითხვაზე: რა ხდება იქ, სხვა სამყაროში? და აუცილებლად იპოვის იმ პასუხს, რომელიც დააკმაყოფილებს.



2. თევზები


ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებიც ძალიან გატაცებულები არიან მისტიკით. თუმცა მორიელებისგან განსხვავებით, თევზები არც მკვლევარები არიან და არც მაძებრები. მათ სულ სხვა რამ სჭირდებათ. მათ უნდათ, ჩვენი სამყაროს არსებობის არსს ჩაუღრმავდნენ, იგრძნონ მასთან ერთიანობა. ამიტომაც ბევრი მათგანია გატაცებული ეზოთერიკითა და უფოლოგიით.


თევზები მუდმივად შეიგრძნობენ ზებუნებრივი ძალების სუნთქვას, ხედავენ სამყაროს სილამაზეს, რასაც დანარჩენები ვერც კი ამჩნევენ.


გაზაფხულის მზის შუქზე ლამაზად მოლივლივე წვიმის წვეთები, გვერდით ჩავლილი გოგონას აფრიალებული შიფონის შარფი, ახლად ამობიბინებული ბალახისა და ახალგამომცხვარი პურის გამაღიზიანებლად საამო სურნელი...


თევზები ამ პატარ-პატარა გამოვლინებებშიც ხედავენ სამყაროს სილამაზეს. ასეთ მომენტებში ისინი ბედნიერებით იკვებებიან. თევზები შთაგონებას გრძნობენ და შემოქმედებითი საქმიანობით კავდებიან. მათ ესმით ამ სამყაროს არამატერიალური არსი და სურთ, ზებუნებრივი ძალების გამოვლენის სფეროში მოხვდნენ.



3. კირჩხიბი


წყლის სტიქიის მესამე წარმომადგენელს ყველა დანარჩენზე მეტად სჯერა ცრურწმენების და ცდილობს, ისინი დაიცვას. კირჩხიბები თავიანთ ჰოროსკოპსაც კითხულობენ და ოჯახის წევრებისასაც, ყიდულობენ ავგაროზებსა და თილისმებს, კითხულობენ საჭირო შელოცვებს.


კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, განსაკუთრებით ქალები, არცთუ იშვიათდ მიმართავენ მკითხავებს, ასტროლოგებსა თუ ექსტრასენსებს.


მათ მტკიცედ სწამთ, რომ სამყაროში არსებობენ ფარული ძალები. და სჯობს, მათთან იმეგობრო, რათა წარმატება გარანტირებული გქონდეს მომავალში და ბედნიერება აწმყოში.


კირჩხიბებს სჯერათ „ნიშნების“, რომლებსაც მათ ზებუნებრივი ძალები უგზავნით. ყველა ამ ნიშნის წარმომადგენელს ერთი რამ აქვთ საერთო. მაგალითად, ღილის აწყვეტა კირჩხიბს მიანიშნებს, რომ იმ დღეს მნიშვნელოვანი საქმე არ უნდა გააკეთოს. ძაღლის ყეფა კი უსიამოვნებების მომასწავებელია.


 

წყარო
საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არაჟნის ტორტი - საუკეთესო დესერტი ბავშვებისთვის

და არამხოლოდ მათთვის... თანაც არც გამოცხობა სჭირდება...
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ოსკაროსანი ჯეფრი რაშის 6 საუკეთესო კოსტიუმირებული როლი

კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ავსტრალიელ მსახიობს 100-ზე მეტი როლი მაინც აქვს შესრულებული და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიცაა, მათ შორის „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და BAFTA-სი.
იცით თუ არა...

ჩერნობილი: სერიალი VS დოკუმენტური ქრონიკა

ტელეარხ HBO-ს მინი სერიალის „ჩერნობილის“ ავტორებმა მძიმე ამოცანა იტვირთე - დეტალურად ეჩვენებინათ ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე შემზარავი ტრაგედია და ზუსტად გადმოეცათ იმ ეპოქის ატმოსფერო. ვახოთ, რამდენად შეძლეს ეს. 
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ ინსტრუმენტი და გაიგეთ, როგორ ჟღერს თქვენი სული

მიიჩნევა, რომ ყოველ სულს თავისი მუსიკა აქვს. როცა ორი ადამიანის სულის მუსიკა ერთმანეთს ჰგავს, მათ შორის ჭეშმარიტი სიახლოვე ყალიბდება... გთავაზობთ, ამ ტესტის დახმარებით გაიგოთ, როგორია თქვენი სულის მელოდია.
საკნატუნო ამბები

ლამაზმანი სპორტსმენების ცხელი ფოტოები (30 ფოტო)

ფოტოგრაფი პაველ გარასკო ადრე მოდური ჟურნალებისთვის იღებდა ფოტოებს, ბოლო დროს კი სპორტსმენების ფოტოგრაფირებამ გაიტაცა.