მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პლაჟები

საკნატუნო ამბები

7 სექტემბერი 14:00

იცოდით, რომ ცისარტყელას ყველა ფერის პლაჟი არსებობს?

ჰონოლულუს პლაჟი - ვულკანური მიწა


ჰავაის სანაპირო ზოლის, ჰონოლულუს პლაჟი, თავისი შავი ქვიშის წყალობით, ძალიან პოპულარულია ტურისტებში.


ქვიშის ასეთი ფერი კუნძულის ვულკანური წარმოშობითაა განპირობებული. თუმცა ეს პლაჟი არა მარტო ტურისტებს მოსწონთ, არამედ სანაპიროს მცხოვრებთაც, აქ შესაძლებელია ზღვის კუების დანახვა, რომლებიც ზღვიდან მზეზე სანებივროდ ამოდიან.


აქ ბანაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ ნაპირი დაფარულია წვეტიანი ქვებით, წყალი კი, მტკნარი წყლების ჩადინების გამო, მთელი წლის განმავლობაში ცივია.






Hyams Beach - თეთრი ქვიშა


ჰიამის პლაჟი ავსტრალიის სანაპირო ზოლში მდებარეობს და გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოში ყველაზე თეთრქვიშიანი პლაჟი.


ამბობენ, რომ ჰიამის პლაჟზე ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს თოვლში წევხარ.


ასევე, ეს ქვიშა მსოფლიოში ყველაზე წმინდა ქვიშად მიიჩნევა და უფრო ფქვილს მოგაგონებთ, ამ პლაჟის ფოტოები კი - „ბაუნტის“ ედემის ბაღს.





ლაიმ რეჯისი - იურული პერიოდის პლაჟი


იურული პერიოდის პლაჟი ინგლისის საგრაფო დასავლეთ დორსეტში მდებარეობს.


რა თქმა უნდა, აქ არ არიან დინოზავრები, მაგრამ სანაპიროს კლდეებზე უამრავი გაქვავებული მტაცებელი მოლუსკია.


სპეციალისტების შეფასებით, ეს ნამარხები 185 000 000-ზე მეტი წლისაა.


ხშირი დამეწყრის შედეგად ზედაპირზე პლანეტის უძველესი ბინადრების სულ უფრო და უფრო ახალი ნეშტები ჩნდება და მათ პოვნა არქეოლოგიური გათხრების გარეშეც შესაძლებელია.







პლაჟი გამოქვაბულებით


პორტუგალიაში უჩვეულო სილამაზის პლაჟია. მას სასიამოვნო ყვითელი ფერის მღვიმეების ულამაზესი ლაბირინთი ამშვენებს.





„წითელი პლაჟი“ კაიჰალულუზე, მაუის კუნძულზე


ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს კაიჰალულუს ყურე, რაც თარგმანში „ზღვის მღვიმეს“ ნიშნავს.


მიუხედავად რიფებისა, რომლებიც კუნძულს იცავს, სანაპირო ტალღები აქ საკმაოდ მაღალია და თან ძალიან ხმაურიანი.


მუქი წითელი ქვიშა, ადგილ-ადგილ წითურში გადასული, უხსოვარ დროში ვულკან კაუკის ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა.


და მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილას მოხვედრა მხოლოდ ვიწრო ბილიკითაა შესაძლებელი, აქ ადამიანების ნაკლებობა არ იგრძნობა.






„მაჰო ბიჩი“ - პლაჟი ექსტრემალებისთვის


მაჰო ბიჩის სანაპირო კარიბის ზღვის კუნძულ სან-მარტენის ჰოლანდიურ ნაწილში მდებარეობს. პლაჟი არა მხოლოდ თეთრი ქვიშითა და კრისტალურად სუფთა წყლით, არამედ უჩვეულო ატრაქციონითაცაა ცნობილი. პლაჟიდან რამდენიმე ათეულ მეტრში პრინცესა ჯულიანას სახელობის აეროპორტი მდებარეობს. თვითმფრინავები იმდენად დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, რომ დამსვენებლები შოკში ვარდებიან, თუმცა ექსტრემალურ პლაჟზე ადრენალინის მოყვარულთა ნაკლებობა არასდროს იგრძნობა. მიუხედავად თვითმფრინავის აფრენისა და დაჯდომისთვის არსებული რთული პირობებისა, ამ ადგილას არცერთი ავარია არ დაფიქსირებულა.






ნიჟარების პლაჟი შელ-ბიჩზე, ავსტრალია


შელ-ბიჩი წმინდა ბართლომეს კუნძულზე მდებარეობს. თუ ბავშვებს ამ პლაჟზე წაიყვანთ, მათ მთელი დღე გართობა გარანტირებული აქვთ, თანაც ისე, რომ ნაყინსაც არ მოგთხოვენ.


მჩქეფარე საზღვაო ცხოვრება, სწრაფი მოქცევა და ქარიშხლები საუკუნეების მანძილზე ტონობით ამარაგებდა კარიბის პლაჟებს ზღვის სუვენირებით.






მინის პლაჟი, ფორტ ბრეგი, კალიფორნია, აშშ


ჩვეულებრივ, როცა ადამიანი ზღვაში ნაგავს ყრის, ეს ნეგატიურად აისახება ბუნებაზე.


იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობს გამონაკლისები - ნაგავი ქმნის სილამაზეს. არსებობს ერთი საინტერესო ადგილი - Glass Beach, Fort Bragg, California, USA (მინის პლაჟი, ფორტ ბეგი, კალიფორნია აშშ).


მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ამ პლაჟის ადგილას ნაგავსაყრელი იყო.


60-იან წლებში ნაგავსაყრელი დახურეს და მას შემდეგ ნაგავმა ტრანსფორმაცია განიცადა. დამსხვრეული შუშის მთები, პლასტმასები და კიდევ უამრავი სხვა ნაგავი კალიფორნიული მზის სხივებითა და ზღვის შხეფებით წლობით ირეცხებოდა და დროთა განმავლობაში ნაგავსაყრელი ულამაზეს პლაჟად გადაიქცა.





ვარდისფერი პლაჟი


როცა გონებაში ვარდისფერ პლაჟს წარმოიდგენ, მაშინვე რომანტიკული განწყობა გეუფლება. იქნებ იმიტომ, რომ ვარდისფერი ქვიშა - ეს რაღაც ზღაპრების კატეგორიიდანაა, ჰარბორის (ბაჰამის) კუნძულებს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან.


უბრალოდ, წარმოიდგინეთ 5-კილომეტრიანი ვარდისფერი პლაჟი და ლაგუნა - მართლაც მომაჯადოებელი სანახაობა ნამდვილი რომანტიკოსებისთვის.


საკმაოდ ცნობილი კიდევ ერთი ვარდისფერი პლაჟი პატარა ბერძნულ კუნძულზე ელაფონისზეც (ზეთისხილის კუნძული) მდებარეობს.





იისფერი პლაჟი


კიდევ ერთი შესანიშნავი კუნძული მდებარეობს აშშ-ში, სახელად პფაიფერ ბიჩი.


თავის იისფერ ფერს ის მეზობელ გორაკებზე არსებულ მინერალ გრანიტის ნაირსახეობას და მანგანუმს უნდა უმადლოდეს, რომელიც წვიმის წყლით ირეცხება და უცნაურ სურათებს ქმნის პლაჟზე.





მწვანე პლაჟი, პაპაკოელა


პაპაკოელას პლაჟი ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს და მას მწვანე პლაჟსაც ეძახიან. ქრიზოლიტის კრისტალებისგან შემდგარი ფერფლი სანაპიროს მწვანე ელფერს აძლევს.


პლაჟს შორიდან თუ შეხედავთ, ის სრულიად მწვანეა, ხოლო თუ ცოტაოდენ ქვიშას ხელში აიღებთ და უფრო ღრმად დააკვირდებით, ოქროსფერ კრისტალებსაც დაინახავთ.


აბორიგენები ამ მინერალს „ჰავაის ბრილიანტს“ ეძახიან.





ოქროს პლაჟი, მალტა


პლაჟ Ramla-ზე ქვიშა ნარინჯისფერია, მაგრამ თარგმანში Ramla „წითელს“ ნიშნავს.


სწორედ ეს პლაჟია ნახსენები ჰომეროსის „ოდისეაში“ - აქ იყო დატყვევებული ნიმფების გამოქვაბულში ოდისევსი.



 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?