ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

საკნატუნო ამბები

12 ნოემბერი 14:00

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.

1. ყვავილები, რომელთა ჩუქებაც მამაკაცისთვის შეიძლება:


ქრიზანთემები, ვარდები, მიხაკები, დელფინიუმები, ირქიდეები, ბამბუკები, კალები, ლილიები, ანთურიუმები, გლადიოლუსები, ტიტები, ირისები, ჰერბერები, პლუმერიები, ჰელიკონები, მარგარიტკები, მზესუმზირები.


როცა მამაკაცს ყვავილებს ჩუქნით, არც ფერთა გამა დაივიწყოთ. მისასალმებელია, თუ ეს ყვავილები იისფერი, ბორდოსფერი, თეთრი, ლურჯი ან მწვანე იქნება.


შემთხვევები, როცა კაცისთვის ყვავილების ჩუქება სასიამოვნოა:



1) ფილმის პრემიერა;
2) საკონცერტო პრემიერა;
3) წიგნის გამოცემა;
4) სტატიის პუბლიკაცია;
5) სერიოზული გახსნა;
6) დაბადების დღე;
7) პრემიის გადაცემა;
8) სპორტული რეკორდი.


მიიჩნევა, რომ უფროსისთვის მწვანე ან ზურმუხტისფერი კალების ჩუქება სჯობს. თაიგულის აწყობა კი უმჯობესია, პროფესიონალ ფლორისტს მიანდოთ.


2. ხელის ჩამორთმევა.


ქალისთვის ხელის ჩამორთმევა არ არის მიღებული, მაგრამ, თუ ის პირველი გამოგიწვდით ხელს, აუცილებლად უნდა ჩამოართვათ, მაგრამ ისე მაგრად არ უნდა მოუჭიროთ, როგორც მამაკაცის შემთხვევაში. თუმცა არც ძალიან სუსტი უნდა იყოს, თორემ ქალბატონი იფიქრებს, რომ თქვენ სუსტი პიროვნება ხართ.


ასაკით უფროსი ხელს პირველი უწვდის. მასწავლებელი - მოსწავლეს, უფროსი - ქვეშევრდომს.



ხელის ჩამორთმევისას სასურველია, თვალებში შეხედოთ და გაუღიმოთ, კეთილგანწყობის დასტურად. ხელის ჩამორთმევისას თვალის არიდება ან სხვა მხარეს გახევდა უპატივცემულობის გამოხატულებაა. ხანდახან თვალის არიდება აღიქმება, როგორც სიგნალი, რომ ასეთი ადამიანის ნდობა არ შეიძლება.


3. ეტიკეტის წესებით სუპის თეფში თქვენგან საწინააღმდეგო მხარეს უნდა დახაროთ!


ზოგიერთი წყარო კი წერს, რომ დახრა საერთოდ არ შეიძლება.


4. მამაკაცი ყოველთვის ფეხზე უნდა წამოდგეს, როდესაც ქალბატონი სუფრას ტოვებს!


5. არაფერია იმაზე უარესი, როდესაც მამაკაცი მეუღლეს „ბაჭიას“ ეძახის და ქალიც იმავეთი პასუხობს!


ეს მოფერებითი მეტსახელებით უცხო ყურებისთვის არ არის, საზოგადოებაში ერთმანეთს სახელებით უნდა მიმართოთ.


6. ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა სასმელის საწრუპით დალევა.


ოღონდ ამ შემთხვევაში ის ბოლო წვეთამდე არ უნდა ამოწრუპოთ, რადგან არასასიამოვნო ხმები სუფრაზე დიდონანსს შემოიტანს.



7. ეტიკეტის ძირითადი და თანამედროვე წესები რესტორანში:


ა) დაჭერით დიდი ნაჭრები პატარებად
ბ) როდესაც საკვებს ხელით მიირთმევთ, იდაყვებით მეზობლის სივრცეში არ უნდა შეიჭრათ
გ) ცხელ საკვებს სული არ უნდა შეუბეროთ, დააცადეთ, სანამ გაცივდება
დ) ხელით ჭამის დროს უმჯობესია, პატარა ლუკმები მოკბიჩოთ
ე) თითები არ გაილოკოთ, ხელსახოცით გაიწმინდეთ
ვ) პირიც ხელსახოცით მოიწმინდეთ
ზ) არასოდეს გაიწმინდოთ ტუჩები ხელით და არ ისაუბროთ გამოტენილი პირით
თ) თუნდაც გარშემო ყველა ხელით ჭამდეს, მისაღებია თავად დანა-ჩანგლით მიირთვათ
ი) არასოდეს დადოთ ტელეფონი მაგიდაზე



8. კევის ღეჭვა საზოგადოებაში ან საუბრისას, ვულგარულად მიიჩნევა.


9. უზრდელობის გამოხატულებაა საუბრის დროს მაჯის საათზე, ტელეფონზე და უბის წიგნაკზე ყურადღების გადატანა.


თუნდაც ძალიან დაიღალოთ ან მოიწყინოთ, ეს არ გამოამჟღავნოთ!


10. კიბეზე: თუკი ქალი და მამაკაცი კიბეზე ერთად აღმოჩნდებიან, ასვლისას მამაკაცი წინ უნდა წავიდეს, ჩამოსვლისას კი ქალი უნდა გაუშვას წინ. და უ კიბე ძალიან ვიწრო, მრგვალი ან ჩაბნელებულია, მაშინ მამაკაცი წინ უნდა გაუძღვეს ქალბატონს.


ქალმა კიბეზე მოაჯირის მხარე უნდა აირჩიოს. თუ კიბეზე მამაკაცს შეხვდა, ის იმ შემთხვევაშიც არ უნდა მოშორდეს მოაჯირს, თუ ეს მოძრაობის წესებს ეწინააღმდეგება.


მამაკაცმა კიბეზე მოაჯირის მხარეს ადგილი უნდა დაუთმოს ქალებს, ასაკოვან ადამიანებსა და ბავშვებს.



თუ კიბეზე შეხვდით ადამიანს, რომელსაც მძიმე ტვირთი აქვს, სჯობს, გაჩერდეთ  და გზა დაუთმოთ. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...
ამბები

თამაშების ახალ და მასშტაბურ კონცეფციას საქართველოში „ევროპაბეთი“ დანერგავს

„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.
დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
თემატური ჰოროსკოპი

გაიგეთ ქალის სუსტი წერტილი მისი ზოდიაქოს ნიშნით

ნებისმიერ ქალს აქვს სუტი წერტილი, რომელსაც არ უნდა შეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს, სკანდალებს და ცრემლების ნიაღვარს ვერ აცდებით...