სალომე გოგიაშვილი: „ჩემი მანქანა სიყვარულთან ასოცირდება“

საჭესთან

25 დეკემბერი 22:00, 2015 წელი

„როცა შორ გზაზე მივდივართ, მე ვჯდები საჭესთან, ჩემი მეუღლე კი გვერდით მშვიდად იძინებს“, - ღიმილით გვიყვება საჭესთან თავის გამოცდილებაზე ტელესახე, ოთხი შვილის დედა სალომე გოგიაშვილი.


- 17 წელია, მანქანას ვმართავ და არ მეპატიება, ცუდი მძღოლი ვიყო. მახსოვს, თავიდან საჭესთან არანორმალურად ვიქცეოდი, რამდენიმეჯერ სასწაული საავარიო სიტუაციაც შევქმენი და კინაღამ გადავყევი ჩემს პრანჭიაობასა და სიჩქარეს. დღეს ყველა დამწყებ მძღოლს ვურჩევ, იყავით მეტად მობილიზებულები და დაკვირვებულები. მანქანის მართვა არ არის ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგადად, ახალბედა ცდილობს, ჩქარი სიარულით თავი მოიწონოს, რაც დღეს ჩემში მხოლოდ ღიმილს იწვევს. 


- ახლა რა მანქანით დადიხარ და რამდენად გიყვარს მისი მოვლა?
- ახლა მყავს შავი ფერის, 2015 წლის გამოშვების „მერსედესი ML“, რომელიც ჩემთვის რიგით მეცხრე მანქანაა. მესამე ბავშვი რომ გავაჩინე, ქმარმა წამიყვანა „მერსედესის“ ცენტრში, ამარჩევინა და საჩუქარი გამიკეთა. ახლა, მეოთხე შვილი რომ გავაჩინე, ვხუმრობ, 2016 წლის მანქანას ველოდები-მეთქი (იცინის). თავიდან რომ ჩავჯექი ამ მანქანაში, მეუღლემ მითხრა, იმედია, ამას მაინც მოუვლიო. სიმართლე გითხრათ, იმდენად გაპიწკინებული იყო, მომინდა, სულ ასეთი მოვლილი ყოფილიყო, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში მეგობრები ხუმრობდნენ, მალე აქ ბალახი ამოვაო (იცინის). ჩემს მანქანაში, დამიჯერეთ, ყველაფერს იპოვით.


- ახლა რომ სუფთა და მოვლილია?
- გადაღებაზე მოვდიოდი და ამიტომ (იცინის). ზოგადად კი, არ მიყვარს, როცა სარკეზე ათასი ნივთი კიდია და რაღაცებია დამაგრებული. იცით, ჩემი მანქანა სიყვარულთან ასოცირდება - სიყვარულით შეძენილმა ბავშვმა განაპირობა ის, რომ მე დღეს ეს მანქანა მყავს.


- როცა ლამაზი და ცნობადი ქალი ზის ლამაზი მანქანის საჭესთან, უდავოდ იქცევს ყურადღებას. შენს შემთხვევაშიც ასეა?
- როცა ლამაზი ქალი ზის კომფორტულ მანქანაში და გადაადგილებისას სისულელეებს სჩადის, ჩემში აღშფოთებას იწვევს. დიდი იმედი მაქვს, მე არ ვიწვევ მსგავს რეაქციას (იცინის). სიმართლე გითხრათ, სულ ფიქრებში ვარ და გვერდით არ ვიყურები. იცით, როდის ვვარდები უხერხულ სიტუაციაში? როცა შუქნიშანთან ვჩერდები, გვერდით ავტობუსი დგას და იქიდან ხალხი მიყურებს. ვერ გეტყვით, რის გამო მაკვირდებიან - მცნობენ და ნერვები ეშლებათ, რომ საჭესთან ვზივარ, თუ უბრალოდ მოვწონვარ, მაგრამ, ფაქტია, მე უხერხულად ვგრძნობ თავს.


- ოთხი შვილი, ოჯახი, ქმარი, საქმე... და ტელეფონი, რომელიც სულ გირეკავს. ალბათ, ამის გამო ბევრი ჯარიმის გადახდა გიწევს?
- გეთანხმებით, ჩემი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ჩემი ტელეფონი სულ რეკავს და რომ არ ვუპასუხო, არ გამოვა. ჯარიმებსაც ამის გამო ვიხდი. 


- ახალი ინიციატივის შესახებ რა აზრის ხარ?
- არ მომწონს! მიუხედავად იმისა, რომ კარგ მძღოლად მივიჩნევ თავს, მეც ხშირად გამივლია წითელზე, გადამიკვეთია უწყვეტი ხაზი... მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ თითქმის ყველა მძღოლი არღვევს და შეუძლებელია, მათ გვერდით შენ ყველა წესის დაცვით იარო. იცით, რა არის ყველაზე სასაცილო? როცა ქალი მართავს ცუდად და მე ვჩხუბობ - ქალია და აბა, რას იზამს-მეთქი... და უცბად, მახსენდება, რომ მეც ქალი ვარ და „ვაპაუზებ“ (იცინის). როცა საჭესთან ჯდები, იქ ქალი და მამაკაცი არ არსებობს - ვალდებული ხარ, კარგად ატარო მანქანა და სხვას საფრთხე არ შეუქმნა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?