ამ ნიღაბს აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისება და პირველივე მოხმარებაზე შენიშნავთ, რომ სახის კანი მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ.
მომზადებისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ოთხი პროდუქტი: ავოკადო, კაკაო (ფხვნილი), თაფლი და დარიჩინი.
თაფლი შეიცავს ნატურალურ ზეთს და კანი ელასტიკურობას იძენს;
კაკაო შესანიშნავი პროდუქტია, რადგან მასში შემავალი ანტიოქსიდანტები აძლიერებს კოლაგენის ბოჭკოების დაცვას;
ავოკადო დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და აქრობს იმ ნაოჭებს, რომლებიც უკვე ჩანს თქვენს სახეზე;
ხოლო დარიჩინი, კიდევ ერთი გასაოცარი პროდუქტი, შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, უნიკალურ ეთერზეთებს, რომლებიც ეფექტური, ბუნებრივი ტონიკია.
ნიღბის მოსამზადებლად საჭიროა:
ავოკადო
კაკაო - 3 სუფრის კოვზი
თაფლი - 2 ჩაის კოვზი
დარიჩინი - ჩაის კოვზი
მომზადების წესი:
ზემოჩამოთვლილი პროდუქტები ერთმანეთში გადაურიეთ და მიღებული მასა შეიზილეთ სახეზე.
25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
საუკეთესო შედეგის მისაღებად ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ.
არ დაიზაროთ, სცადეთ!