ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

სილამაზე/ჯანმრთელობა

3 ივნისი 13:00

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.

 

ის, რომ ჭარბ წონას 21-ე საუკუნის დაავადებას უწოდებენ, უკვე ყველამ ვიცით. დღეს საკმაოდ რთულია მოვიძიოთ სტანდარტული წესებით დამზადებული პროდუქტები. სწორედ ამიტომაც, ჩვენი ორგანიზმი აღარ ებრძვის ცხიმებს. პირიქით, მათ დაგროვებას იწყებას. მავნე (ყავისფერი) ცხიმები ძალიან სწრაფად უტევს ადამიანის ორგანიზმს. ჯერ გვერდებზე, მუცელზე, წელზე „იმყარებს“ ადგილს. შემდეგ კი აწვება სისხლძარღვებს და თანდათანობით იწყება ჭარბწონიანობის პრობლემა. ამ პროცესის თავიდან აცილება ფაქტობრივად, შეუძლებელია მავნე ცხიმების მიღებაზე უარის თქმის გარეშე. სწორედ ამიტომ გვჭირდება პერიოდულად მსუბუქი დიეტებისა და განტვირთვის დღეების შესრულება. დიეტების უმეტესობა რთულია, ზოგისთვის დრო არ გვაქვს, ხან ფინანსები არ გვყოფნის, ზოგჯერ გვბეზრდება და ყოფილა შემთხვევები, როდესაც უბრალოდ, ნერვებიც გვიმტყუნებს ხოლმე დიეტის დასრულებამდე. აი, ყინულის დიეტაზე, რომელიც ბრიტანელმა სპორტისმიმდევარმა პეტა ბიმ გამოიგონა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები უბრალოდ, არ გამოგვადგება.


რას გულისხმობს ყინულის დიეტა?



ყინულის დიეტა გულისხმობს გარკვეული პროდუქტების მიღებას, ოღონდ ცივად. ცივი საკვების მოსანელებლად ორგანიზმს სჭირდება „გათბობის რეჟიმის ჩართვა“. ამ დროს კი, სხეული გაძლიერებულად განდევნის ცხიმების მარაგს, ვინაიდან ცივი საკვების მონელებას გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე თბილის. სწორედ ამიტომ ცივი პროდუქტები დიეტების უმეტესობის დამსახურებული ალტერნატივაა. 


საკვების მიღების ამგვარი წესით ორგანიზმი დღე-ღამეში წვავს 160 კალორიას მავნე ცხიმების მარაგიდან. ცივი პროდუქტი იძლევა დანაყრების ცრუ იმპულსს და ამის დახმარებით ორზანიზმი ნაკლებ საკვებს ითხოვს. ამ წესების გათვალისწინებით კვირაში 2 კილოგრამს თავისუფლად დაიკლებთ.


ყინულის დიეტის მოკლე აღწერა:


ხანგრძლივობა: 6 კვირა.

განსაკუთრებულობა: საჭიროა გარემოს ტემპერატურის დარეგულირება და საკვების შემცირება.

ბიუჯეტი: დაბალი.

შედეგი: მინუს 5-20 კილო მთელი პერიოდის განმავლობაში (დამოკიდებულია წონაზე).

დამატებითი ეფექტი: გაუმჯობესებული ძილი, სისხლში შაქრის დონის დარეგულირება, ენერგიის მატება.

ყინულის დიეტას უნდა მოერიდონ: ორსულები, მეძუძურები, ისინი, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს. ასევე, თუკი ყელის, ფილტვების და სისხლძარღვების პრობლემები გაქვთ.



5 მთავარი წესი ყინულის დიეტის დროს:




  • წლის ნებისმიერ დროს შეეცადეთ არ შეიფუთოთ. ნელ-ნელა შეაჩვიეთ სხეული თხლად ჩაცმას, გრილ ამინდებშიც კი. ამგვარად ორგანიზმს დაეხმარებით კანქვეშ დაგროვილი ცხიმების დაწვაში.


  • ხშირად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ცივ ამინდშიც კი. ამ დროს სხეულის გათბობის პროცესი ცხიმების დაწვას უწყობს ხელს


  • დაიძინეთ გრილ ადგილას, დაძინებამდე კი ჩაიცვით თხელი პერანგი ან პიჟამო. დასაძინებლად საუკეთესო ტემპერატურაა + 16 С. მოიშორეთ სქელი საბანი. თქვენი მიზანია - ისწავლოთ სხეულის იმ მდგომარეობის „გამოჭერა“, როდესაც მას გრილა, მაგრამ დისკომფორტს არ განიცდის. ეს დაგეხმარებათ იმ ეფექტის მიღწევაში, რომელსაც მეცნიერები „ტემპერატურულ მონოტონურობას“ უწოდებენ. კვლევის თანახმად, ჩვენ მიჩვეულები ვართ 24-26 გრადუსიან გარემოში ყოფნას, რაც ევროლებელის ანატომიისთვის არაფიზიოლოგიურია. სხეულის მუდმივი გათბობის მცდელობით, ვბლოკავთ ორგანიზმში შინაგანი გათბობის რესურსის გამოყენებას, სწორედ ამ პროცესში წარმოიქმნება ორგანიზმში ყავისფერი ცხიმი.


  • საგულდაგულოდ გაანიავეთ სახლი (ოფისი) დღეში რამდენჯერმე. განიავებული ოთახის ჰაერი აუმჯობესებს იმუნიტეტს. გაითვალისწინეთ, რომ ოდნავ შეღებული სარკმელი ოთახის სრულყოფილად განიავებას ვერ უზრუნველყოფს. გასანიავებლად აუცილებლად უნდა გაიღოს ფანჯრები. 


  • იმეგობრეთ კონტრასტულ შხაპთან და ეტაპობრივად მიეჩვიეთ გრილი და შემდეგ ცივი შხაპის მიღებას. ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას ორგანიზმს შოკურ მდგომარეობამდე მიჰყავს, ხოლო სხეულიდან ადრენალინის გამოყოფა წვავს კალორიებს.  




ცხიმის „გადაღებვა“


ყინულის დიეტის დროს მთავარი არა რაციონი, არამედ ყოველდღიური ჩვევების შეცვლაა. მისი შესრულება ყველას შეუძლია, რადგან ეს განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. მომზადებული პროდუქტები უნდა იყოს გრილი, ძალიან ცივი ან თითქმის გაყინულიც კი. თუმცა, პერიოდულად წახემსება და სუსნაობა ამ პერიოდში უნდა დაივიწყოთ. პეტი ბი მიიჩნეს, რომ ყინულის ექვსკვირიანი დიეტა საკმარისია იმისთვის, რომ ყავისფერი (მავნე) ცხიმი თეთრად (ჯანსაღი) „გადაიღებოს“, შეიცვალოს მეტაბოლური პროცესები და მუდმივი გადახურებით დატანჯულმა სხეულმა დაიწყოს კორექტულად მუშაობა. ამგვარად სამუდამოდ შეძლებთ ზედმეტი წონის მოცილებას.



ყინულის დიეტის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წყლის დალევა. დღის ნორმა მინიმუმ 10 ჭიქას შეადგენს, აქედან 6 - აუცილებლად უნდა იყოს ძალიან ცივი, ყინულიანი. წყალი უნდა დალიოთ ჭამამდე ერთი საათით ადრე და ჭამიდან საათნახევრის შემდეგ. (ყავა და ჩაი არ იგულისხმება).


გაცხელებული საკვების მიღება იწვევს მის სწრაფ მონელებას, რის გამოც ორგანიზმს ზედმეტი ენერგიის დახარჯვა არ სჭირდება. ცივი საკვების მონელება კი დიდ ენერგიას საჭიროებს, შესაბამისად, უფრო მეტი კალორია იწვება. ყინულის დიეტის შემდეგ კანისა და კუნთების დასაჭიმად სპორტ-დარბაზებში სიარული არ დაგჭირდებათ. გრილი საკვები იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, მეტაბოლიზმს, რისი დახმარებითაც კანის საფარი ნორმაში დგება.


 


რა ვჭამოთ ყინულის დიეტის დროს



მიირთვათ სამჯერ (წახემსების გარეშე). შეეცადეთ, ბოლო კვებიდან 14-16 საათის განმავლობაში საკვები არ მიიღოთ. ასე განაგრძეთ 6 კვირა. ამ დროის განმავლობაში მიკროშიმშილი დაეხმარება თქვენს ორგანიზმს ყავისფერი ცხიმების დაწვაში და მის თეთრ ცხიმად „გადაკვალიფიცირებაში“. სულ მალე მიხვდებით, რომ სხვაგვარად კვება აღარც გსურთ.


ყველაფერი, რაც შეგიძლიათ მიიღოთ ცივად, მიირთვით გაცხელების გარეშე, გაყინულიც კი. პორციის ზომა განსაზღვრული არ არის, თუმცა, სასურველია ერთ კვებაზე მიღებული საკვები არ აღემატებოდეს 200-300 გრამს. 


ყინულის დიეტა - შესანიშნავი მიზეზია იმისთვის, რომ საზაფხულო საყვარელი ცივი რეცეპტებით ისარგებლოთ. წვნიანი კერძები, „აკროშკა“, „გასპაჩო“. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, პეტა ბის მოსაზრებით, ყინულის დიეტის დროს შეგიძლიათ ნაყინიც მიირთვათ. თუმცა, ძალიან ნუ გახალისდებით. რასაც ახლა წაიკითხავთ, შესაძლოა, არ მოგეწონოთ, თუმცა, ამ დროს გაიხსენეთ, რომ თქვენი მიზანია მოხდენილი და ლამაზი სხეული გქონდეთ: ყინულის დიეტის დროს ნახევრადფაბრიკატების, ცომეულის, ტკბილეულის, შაქრის და გაზირებული სასმელების დავიწყება მოგიწევთ. 


იცოდით, რომ ზოგიერთი პროდუქტი თავისთავად ასტიმულირებს თეთრი ცხიმის მუქ ფერში გარდაქმნას? ასეთებია:


- ცხარე წითელი წიწაკა (ახალი ან დაფქული ჩილი, ასევე, სოუსი „ტობასკო“


- კარდამონი და ქინძი


- რძის პროდუქტები (იოგურტი, კეფირი, ყველი)


- ნუში


- პომიდორი (ახალიც და თერმულად დამუშავებულიც).

რეგულარულად დაამატეთ ეს პროდუქტები რაციონში, ამგვარად დაეხმარებით თქვენს სხეულს თერმორეგულაციის აღდგენასა და სასურველი წონის მიღებაში.


ყინულის დიეტის დროს მნიშვნელოვანია მარილის ფორმულირებაც. ყინულის მასის მარილთან შერწყმა იწვევს დნობას. სითხის ტემპერატურა მცირდება, რაც კიდევ უფრო ეფექტურია ცხიმების დაწვისთვის.



გამოსათვლელად ისარგებლეთ შემდეგი ფორმულით: თქვენი რეალური წონა X0,03=წყლის ნორმას, რომელსაც სჭირდება X1,25=მარილის ნორმა. გამოთვლისას მიიღებთ წყლისა და მარილის დღიურ ნორმას. მაგალითად 82 კგ X 0,03=2,46 х 1,25=3,075 დღის ნორმა 3 ლიტრი + 3 გრ მარილი.


ყინულის დიეტის დროს დასაშვებია ხილის მიღება, რაც ასევე უწყობს ხელს მავნე ცხიმების წვას. მაგალითად, ვაშლი, შავი ქლიავი, მოცხარი. 


 


პეტა ბის იდეა ორიგინალურია. ვცადოთ, მივირთვათ ცივი საკვები და მივიღოთ სასურველი შედეგი.

წყარო
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?