დიდებისთვის გაღებული საზღაური

სიყვარულის ისტორიები

17 თებერვალი 12:00, 2018 წელი

ეს ელეგანტური ქალი ყოველთვის უყვარდათ, თუმცა მან საკუთარი ბედნიერება ვერ იპოვა. თითქოს სიყვარულს გაურბოდა, თითქოს არჩევანის გაკეთების ეშინოდა...

ნანი ბრეგვაძე დღემდე უყვართ, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს, მისი პოპულარობა უსაზღვრო იყო. გამოხატული სტილის მქონე ეს ტანადი გოგო ყოველთვის იქცევდა ყურადღებას, მაგრამ არავის აძლევდა უფლებას, ზღვარს გადასულიყო.

დედიკოს გოგო


ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს თბილისში დაიბადა. მამა გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო, დედა ოლგა მიქელაძე დიდგვაროვანთა ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი.
მათ ოჯახში ყველა მღეროდა. დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ. თავად ნანი კი ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ძველ რუსულ სიმღერებსა და რომანსებს გიტარის თანხლებით ასრულებდა.
ნანი ყოველთვის მორჩილი ბავშვი იყო. ოლგა მიქელაძე კი ძალიან მკაცრი და იმავდროულად, მზრუნველი და მოსიყვარულე დედა გახლდათ. სწორედ მან მიიყვანა გოგონა მუსიკაზე და სიცოცხლის ბოლომდე მისი უპირველესი კრიტიკოსი იყო.
ნანი სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მომავალი მეუღლე - მერაბ მამალაძე გაიცნო. სანამ გრძნობებში გამოუტყდებოდა, მერაბი გოგონას დიდხანს აკვირდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველა თაყვანისმცემელი ჩამოაცილა. ის ნანის გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მუსიკალურ სკოლასთან ხვდებოდა და სასიამოვნო საჩუქრებით ანებივრებდა.
მერაბი ოლგა მიქელაძის რჩეული გახლდათ. ნანის გათხოვება არ სურდა, მაგრამ ქალბატონმა ოლგამ შეძლო, შვილის დარწმუნება, რომ ოჯახის შექმნა აუცილებელია და მერაბ მამალაძე საქმროდ საუკეთესო არჩევანია.
ნანი დედას დაემორჩილა, თუმცა არც მაშინ და არც შემდგომ ქმრის მიმართ ძლიერი გრძნობა არ ჰქონია. ოლგა მიქელაძემ სასიძოს პირობა ჩამოართვა, რომ ცოლს სიმღერას არასოდეს აუკრძალავდა, თუმცა მოგვიანებით, მერაბმა პირობა დაარღვია...
 
მორჩილი ცოლი


ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თავდაპირველად მერაბის მშობლებთან ცხოვრობდა, მაგრამ, როცა ნანიმ გაიგო, რომ შვილს მონატრებული დედა ღამღამობით ჩუმად ტიროდა, მერაბი დაიყოლია, რომ საცხოვრებლად მის მშობლებთან გადასულიყვნენ. ოლგა ბრეგვაძე ახალგაზრდა ოჯახის მფარველ ანგელოზად იქცა.
ის უგემრიელეს სადილებს ამზადებდა და შვილს ვოკალში მეცადინეობისთვის საუკეთესო პირობებს უქმნიდა. ეკას დაბადების შემდეგ, ნანის დედამ ბავშვის მოვლა მთლიანად თავის თავზე აიღო. ქალი უბედნიერესი იყო, რომ ხედავდა, როგორ იზრდებოდა და იხვეწებოდა შვილის ვოკალური მონაცემები.

1956 წელს ნანიმ სასცენო მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო. მოგვიანებით კი საესტრადო ანსამბლი „ორერას“ სოლისტი გახდა.


ნანი ანსამბლში ერთადერთი ქალი იყო. „ორერას“ დანარჩენი წევრები მას უფრო ძმაკაცად აღიქვამდნენ, ვიდრე ქალად და ხუმრობით შალიკოს ეძახდნენ, თუმცა მერაბმა მაინც ეჭვიანობა დაიწყო. იყო შემთხვევები, როცა შუაღამეს მოულოდნელად შედიოდა სასტუმროში, სადაც ანსამბლი ცხოვრობდა და ამას, უბრალოდ, ცოლის მონატრებით ხსნიდა.



ნანის მისი ყოველი სიტყვა სჯეროდა და მსგავსი სტუმრობები სიყვარულის გამოვლინებად მიაჩნდა, მაგრამ ერთხელ მერაბმა მას ულტიმატუმი წაუყენა და ოჯახსა და ანსამბლს შორის არჩევანის გაკეთება შესთავაზა. ნანი დაემორჩილა, რადგან ოჯახის შენარჩუნებისთვის მზად იყო, მომღერლის კარიერა დაეთმო. საბედნიეროდ, ანსამბლის ხელმძღვანელმა მერაბი დაითანხმა, ცოლი კიდევ ერთ კონცერტზე გაეშვა. კონცერტის დასრულების შემდეგ, მერაბი ცოლთან მივიდა და უთხრა: „შენ უნდა იმღერო“... საბოლოოდ, ოჯახის შენარჩუნება ვერ შეძლეს, რადგან ნანი დაუსრულებელი სკანდალებისა და კინკლაობისგან დაიღალა. ისინი დაცილდნენ და მომღერალმა შვებით ამოისუნთქა.
 
თავისუფლებით ტკბობაც ვერ მოასწრო, როცა მომღერალმა ქმრის დაპატიმრების შესახებ შეიტყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერაბის ხელმოწერები საეჭვო დოკუმენტებზე აღმოაჩინეს, ამიტომ სასამართლომ მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობის ვადის მოსახდელად, ესტონეთში გაგზავნა.
ნანი გულწრფელად განიცდიდა ყოფილი ქმრის მდგომარეობას. ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ, ნანიმ მერაბის ქართულ ციხეში გადაყვანას მიაღწია. გათავისუფლების შემდეგ მერაბი მასთან მივიდა, პატიება სთხოვა და  ურთიერთობის აღდგენა სცადა.

ნანის წინაშე სრულიად სხვა ადამიანი იდგა: მშვიდი, ჭკვიანი, გაწონასწორებული და თითქმის იდეალური და მას შეუყვარდა...


თავიდან ბედნიერები ჩანდნენ. მერაბი გასტროლებზე დაჰყვებოდა და თავს ევლებოდა, მაგრამ მალე ისევ პრობლემებმა იჩინა თავი. მერაბმა ვერა და ვერ დაიწყო მუშაობა და ალკოჰოლს მიეძალა, რასაც ისევ ეჭვიანობის სცენები და სკანდალები მოჰყვა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ისევ დასცილდა, ამჯერად საბოლოოდ...

ყველაფრის მიუხედავად, ნანი დღეს ბედნიერია. მას მილიონობით ადამიანი აღმერთებს და შესანიშნავი შთამომავლობა ჰყავს...

წყარო
ამბები

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას

კომპანია „ნატახტარის“ ინფორმაციით, „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას.
დღის ჰოროსკოპი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობს მუშაობას და Drive Thru-სა და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს“, - ამის შესახებ განცხადებას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
ამბები

„არქის“ მასშტაბური სოციალური პროექტები კორონავირუსის წინააღმდეგ

დეველოპერული კომპანია „არქი“ კორონა ვირუსთან საბრძოლველად მასშტაბურ ღონისძიებებს იწყებს.
დღის ჰოროსკოპი

1 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები1 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Feedc Edu - პირველი ქართული ონლაინპლატფორმა დისტანციური სწავლების რეჟიმში

დისტანციური სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად განათლების სამინისტრო ერთ-ერთ ალტერნატიულ საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას - Feedc Edu-ს გამოიყენებს.
ამბები

მინერალური წყალი “ლიკანი” სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებს – Soundwave Home Sessions – ცოცხალი მუსიკის ტალღა ჩვენს სახლებში

#მუსიკასთანახლოს შეგიძლია ერთფეროვანი დღეები გადააქციო განსაკუთრებულ წუთებად და დაიმუხტო ცოცხალი მინერალებით და მუსიკით. მინერალური წყალი „ლიკანი“ #SOUNDWAVE - ის საინტერესო სესიებს  ახალი ფორმატით აგრძელებს. 
ამბები

კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა

განვითარებული მოვლენების ფონზე კომპანია "თბილღვინო“ მიესალმება StopCov ფონდის შექმნას. შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში „თბილღვინომ“ ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.
დღის ჰოროსკოპი

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სოკარმა STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა.
ამბები

„მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ფასნამატის გარეშე გაიყიდება

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან „მაგნიტის“ მომხმარებლებს შემდეგი დაფასოებული პროდუქტების -  მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი -  შეძენა ფასნამატის გარეშე შეეძლებათ. 
ამბები

“ბაზისბანკმა” და „ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

ბაზისბანკმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარი გამოყო.