ატომური ბომბის საიდუმლო - რატომ გააბა საბჭოთა აგენტმა აინშტაინთან რომანი?

სიყვარულის ისტორიები

31 მარტი 12:00, 2018 წელი

ის იყო გენიალური მეცნიერი, უდიდესი მოაზროვნე და უბრალოდ, გენიოსი, თუმცა ყოფით ცხოვრებაში უამრავი სისუსტე ჰქონდა, რაც საბჭოთა დაზვერვას შეუმჩნეველი არ დარჩენია...

თავად ალბერტ აინშტაინი აღიარებდა: „ჩემი ზედა ნაწილი ფიქრობს და გეგმავს, როცა ჩემი ქვედა ნაწილი ბედს განსაზღვრავს“.  
სწორედ ასე ცხოვრობდა გენიოსი - მინიმალური ძალისხმევის ფასად, ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებდა. ფიზიკოსების წრეში მას გონებამახვილ, კომუნიკაბელურ და სუსტი სქესის მოყვარულ ადამიანად იცნობდნენ.

ფიზიკოსისა და საბჭოთა მზვერავი ქალის მარგარიტა კონენკოვას რომანი 1935 წელს, აინშტაინის ცოლის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 1998 წელს გახდა ცნობილი, როცა „სოტბის“ აუქციონზე ფიზიკოსის 1945-1946 წლებით დათარიღებული წერილები გამოიტანეს გასაყიდად.

250 000 დოლარად გაყიდული წერილებითა და КГБ-ს საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერისა და რუსი აგენტი ქალის ურთიერთობა ათ წელზე მეტხანს გრძელდებოდა.

მარგარიტა კონენკოვა (ქალწულობის გვარი ვორონცოვა) 1886 წელს დაიბადა. ნიჭიერმა გოგონამ გიმნაზიაში გერმანული და ინგლისური ენები სრულყოფილად შეისწავლა. იურიდიული კურსების დამთავრების შემდეგ კი ასაკით უფროსი მხატვარი სერგეი კონენკოვი გაიცნო და 1922 წელს ცოლად გაჰყვა.
მარგარიტა ელეგანტური, გრძელფეხება და ლამაზი ქალი იყო და ხშირად, ქმარი თავისი ნახატებისთვის ნატურად იყენებდა. ამბობენ, რომ ქმრის პარალელურად, მას რომანები ჰქონდა რახმანინოვთან, მამა-შვილ შალიაპინებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან.

1923 წელს კონენკოვები რუსული ხელოვნების გამოფენაზე აშშ-ში გაემგზავრნენ, თუმცა სამშობლოში დაბრუნება 1945 წლამდე დააგვიანდათ. 1942 წელს მარგარიტა რუსეთის დახმარების კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. ქალი სწრაფად დაუახლოვდა ამერიკის უმაღლეს ხელისუფლებას და გავლენიან ადამიანებს. მარგარიტას მეგობრებს შორის იყო ამერიკის პირველი ლედი ელეონორა რუზველტი. ქალის სურათები ხშირად ჩანდა ამერიკულ ჟურნალ-გაზეთებში.

რაც შეეხება აინშტაინთან შეხვედრას, ის 1935 წელს, ნიუ-იორკში შედგა. ქალმა 56 წლის მეცნიერი პირველივე ნახვისას მოხიბლა. ფიზიკოსისგან განსხვავებით, მარგარიტას ნაკლებად რომანტიკული მიზნები ამოძრავებდა - მას ატომური ბომბის შემქმნელების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება ევალებოდა. აინშტაინის დახმარებით, კონენკოვამ რობერტ ოპენგეიმერთან და ატომური ბომბის სხვა შემქმნელებთან დაახლოება შეძლო.  

ელზა აინშტაინის გარდაცვალების შემდეგ, საყვარლები ერთმანეთს სამი წლის მანძილზე პრინსტონში მდებარე საიდუმლო ბინაში ხვდებოდნენ, თუმცა ფარდობითობის თეორიის შემქმნელს მეტი სურდა და ეშმაკობას მიმართა. მან მარგარიტას ქმარს წერილი მისწერა და აცნობა, რომ ქალი სერიოზულად ავადაა. წერილს უამრავი სამედიცინო ცნობა ერთვოდა, რომელიც ფიზიკოსმა მეგობარი მედიკოსებისგან მოიპოვა. ექიმები მადამ კონენკოვას კლიმატის შეცვლასა და სარანაკ-ლეიკის კურორტზე დასვენებას ურჩევდნენ, სადაც აინშტაინს საკუთარი აგარაკი და იახტა ჰქონდა.

ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულმა მხატვარმა მარგარიტა დასასვენებლად გაამგზავრა, სადაც მას საყვარელი მამაკაცი დახვდა.
მიუხედავად იმისა, რომ მხატვარმა ცოლის თავგადასავლების შესახებ შეიტყო, საყვარლებს შეხვედრები არ შეუწყვეტიათ. საბჭოთა უშიშროება მარგარიტას მიწოდებული ინფორმაციით უაღრესად კმაყოფილი ჩანდა. ამერიკის გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა კი კონენკოვას გამოაშკარავება ბოლომდე ვერ შეძლო.
ქალმა მოახერხა, მეცნიერი სსრკ ვიცე-კონსულთან შეეხვედრებინა. როდის შეხვდნენ ისინი ერთმანეთს და რა ინფორმაცია მიიღო კონსულმა მეცნიერისგან, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ 1945 წელს ცოლ-ქმარმა კონენკოვებმა საბჭოთა ვიზები მიიღეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.

საყვარლების უკანასკნელი შეხვედრა 1945 წლის აგვისტოში შედგა. ერთი თვით ადრე კი ამერიკელებმა ნიუ-მექსიკოს შტატში მსოფლიოში პირველი ატომური ბომბის გამოცდა წარმატებით ჩაატარეს. ამბობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის პარამეტრების შესახებ მოსკოვმა ორი კვირით ადრე იცოდა.
 
1945 წელს მარგარიტა უკანასკნელად მივიდა აინშტაინის სახლში და ორი კვირა მეცნიერთან დარჩა. დამშვიდობებისას ფიზიკოსმა ქალს თავისი ოქროს საათი აჩუქა, რომელიც 1998 წელს „სოტბის“ აუქციონზე გაიყიდა. საყვარლები ხვდებოდნენ, რომ ერთმანეთს ვეღარასოდეს ნახავდნენ, თუმცა მათი მიმოწერა ათი წელი, ანუ მეცნიერის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.

1945 წელს კონენკოვებმა სამშობლოში დაბრუნების ბრძანება მიიღეს. ნამუშევრების ტრანსპორტირებისთვის, სტალინმა მხატვარს გემი გაუგზავნა, ხოლო მოსკოვში, გორკის ქუჩაზე უზარმაზარი სახელოსნო დაახვედრა.
მარგარიტამ საყვარლის გარდაცვალების შემდეგ 25 წელი იცოცხლა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ქალმა სრულ მარტოობაში გაატარა და ადამიანებთან შეხვედრას გაურბოდა. ერთ დღეს კი, უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ აღარაფერი შერჩა, რის გამოც ცხოვრება ღირდა და საკვების მიღება შეწყვიტა.
მარგარიტა კონენკოვა 1980 წელს, 84 წლის ასაკში, შიმშილისგან გარდაიცვალა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ძალიან მაგარი ფილმი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის

მერე რა, რომ ამ ფილმებზე კინოთეატრებში ცოტა პოპკორნი იყიდება და არც ამ გმირების გამოსახულებიან მაისურებს ატარებს ვინმე - ეს ვერაფრით აკნინებს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებას... უყურეთ და დარწმუნდით. 
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა.
დღის ჰოროსკოპი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ულვაშიანები უულვაშოდ

აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ სტალინი ან ლენინი მათთვის ასე დამახასიათებელი ულვაშების გარეშე... თუმცა იყო დრო, როცა ეს ცნობილი ულვაშიანებიც იპარსავდნენ ულვაშს და სულ სხვანაირად გამოიყურებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?