მანანიკო ცენტერაძე: „მეც და ნათია თოდუასაც „X ფაქტორი“ სტეფანემ დაგვატოვებინა!“

სტუმრად ცნობილებთან

31 იანვარი 20:00, 2018 წელი

„როგორც პროექტის „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ გამარჯვებულს, ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ბინა მაჩუქა, რომელსაც უახლოეს მომავალში ჩამაბარებენ. გარდა ამისა, კლიპსაც გადამიღებენ, თუმცა მანამდე სიმღერა უნდა ჩავწერო“, - 26 წლის მანანიკო ცენტერაძე კონკურსამდე და კონკურსის შემდგომ პერიოდზე გვიყვება.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში კონკურსში გამარჯვების შემდეგ?
- პირველ რიგში, შეიცვალა ის, რომ ხალხის სიყვარული მოვიპოვე. გარეთ რომ გამოვდივარ, მაშინ ვხვდები, რაც მოხდა. ბავშვები განსაკუთრებულად აქტიურობენ. მაჩერებენ და მეხუტებიან. თავდაჯერებულობა არ მაკლდა, მაგრამ ამ გამარჯვებით საკუთარ თავს ბევრი რამ დავუმტკიცე.


- მაგალითად?
- მოგეხსენებათ, მუსიკალური პროექტის წესები ძალიან მკაცრია და მხოლოდ სიმღერის კი არა, ნერვების, ნებისყოფისა და მოთმინების კონკურსიცაა. 


- ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ნატო მეტონიძე კომპლიმენტებით განსაკუთრებულად განებივრებდათ...
- კონკურსის დაწყების დღიდან ნატოს რჩეული ვიყავი, რაც ძალიან მახარებს. ეს მომღერალი ბავშვობიდან მიყვარს. ხანდახან ვიზუალურად და სიმღერის მანერითაც მამსგავსებენ. ჩვენი ურთიერთობა კონკურსგარეთ არ გაგრძელებულა, თუმცა ჟიურის ყველა წევრთან კარგი ურთიერთობა მაქვს.


- მანანიკო, ეს თქვენთვის პირველი კონკურსი არ იყო. როგორ ფიქრობთ, აქამდე რატომ არ გიმართლებდათ?
- კონკურსს თავისი წესები აქვს. უამრავ კონკურსსა თუ ფესტივალში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ერთ-ერთი შვედეთში გემზე ჩატარებული კონკურსი იყო, სადაც გრანპრი ავიღე. რამდენიმე წლის წინათ „ახალ ხმაშიც“ ვმონაწილეობდი და „X ფაქტორშიც“, თუმცა არ გამიმართლა. „ახალ ხმაში“ არავინ შემომიტრიალდა. „X ფაქტორს“ კი 4 სკამის ტურიდან გამოვეთიშე, თუმცა მომდევნო წელს პროექტის შემოქმედებითი გუნდი დამიკავშირდა და ბექ-ვოკალში მუშაობა შემომთავაზა. 3 წელი ვითანამშრომლეთ. ამ პერიოდმა დიდი გამოცდილება მომცა, სწორედ ამას მოჰყვა ჩემი გამარჯვებაც კონკურსში „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“.


- თქვენი გამარჯვება იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ნათია თოდუამ გერმანული Voice მოიგო.
- დიახ, ასეა. ერთმანეთს ბევრი კარგი მოვლენა დაემთხვა და ნათიას გამარჯვება ერთ-ერთი იყო, რამაც ძალიან გამახარა. სხვათა შორის, მე და ნათია „X ფაქტორში“ ერთად ვმონაწილეობდით და მაშინ არცერთს არ გაგვიმართლა. 4 სკამის ტურიდან ორივე კონკურსგარეთ დავრჩით.


- ნათიას კონკურსიდან გაშვებაში სოფო ტოროშელიძეს ადანაშაულებენ...
- სოფო ტოროშელიძემ ნათია თოდუას პირველ ტურში უთხრა „არა“, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია და მომდევნო ტურში სამი „კი“-ს დამსახურებით გადავიდა. 4 სკამის კონკურსიდან ნათია სხვა მონაწილით სტეფანემ ჩაანაცვლა. სხვათა შორის, მაშინ სოფომ ნათიას უთხრა: ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს და შენი მენტორი რომ ვიყო, სკამზე დაგსვამდი და აღარ აგაყენებდიო. ნათიამ გერმანული Voice რომ მოიგო, ეს აღარავის ახსოვდა, ყველა სოფოს ლანძღავდა და უსამართლობის შეგრძნება მქონდა. მეც და ნათიასაც „X ფაქტორი“ სტეფანემ დაგვატოვებინა. ნათია თოდუას გამარჯვება გულით მიხარია და კიდევ ერთხელ ვულოცავ!


- თქვენი მუსიკალური კარიერის დასაწყისი როგორ გახსენდებათ?
- სიმღერა ძალიან პატარა ასაკში დავიწყე. დედაჩემი, მაიკო გუბელაძე მუსიკოსია და როგორც მიყვება, თვეებიდან ვღიღინებდი. ფოთში დავიბადე. 3 წლისაც არ ვიყავი, როცა ფოთის თეატრის სცენაზე დავდექი, კონკიას სიმღერა შევასრულე და ფესტივალის დედოფალიც გავხდი. მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ოჯახით დედაქალაქში გადმოვედით საცხოვრებლად. 19 წლის ვიყავი, როცა დედა უცხოეთში წავიდა. შემდეგ კი ძმამ და მამამაც დატოვეს საქართველო. წლებია, რაც მარტო ვცხოვრობ.


- მარტო ცხოვრება რთულია თქვენთვის?
- მარტოობის არ მეშინია, მაგრამ რთულია, როცა დღის განმავლობაში შენს თავს ბევრი კარგი რამ ხდება, სახლში მიდიხარ და არავინ გხვდება, ვისაც ამ ყველაფერს გაუზიარებ... სიცარიელის შეგრძნებაა. ტელეფონით და სოციალური ქსელით ურთიერთობა ისედაც მობეზრებული გვაქვს. ძმა ამერიკაში მყავს, მშობლები - ბარსელონაში. დროში სხვაობა გვაქვს და ერთმანეთს ველოდებით, როდის შევძლებთ საუბარს. ამის გამო ხშირად მიტირია კიდეც. შეიძლება ტელეფონი ავიღო და ჩემი ოჯახის ყველა წევრი სამსახურში იყოს და სალაპარაკოდ ვერ მოიცალონ.


- თქვენ არ გეგმავთ უცხოეთში გამგზავრებას?
- ჯერჯერობით არ ვგეგმავ. ჩემი მიზნების მისაღწევად საქართველოში დავრჩი. კარიერის დასაწყებად ყველაზე კარგი ეტაპი მაქვს.


 

დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ძალიან მაგარი ფილმი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის

მერე რა, რომ ამ ფილმებზე კინოთეატრებში ცოტა პოპკორნი იყიდება და არც ამ გმირების გამოსახულებიან მაისურებს ატარებს ვინმე - ეს ვერაფრით აკნინებს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებას... უყურეთ და დარწმუნდით. 
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა.
დღის ჰოროსკოპი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ულვაშიანები უულვაშოდ

აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ სტალინი ან ლენინი მათთვის ასე დამახასიათებელი ულვაშების გარეშე... თუმცა იყო დრო, როცა ეს ცნობილი ულვაშიანებიც იპარსავდნენ ულვაშს და სულ სხვანაირად გამოიყურებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?