ქორწილში სტუმრები არ მივიდნენ, თუმცა ეს წყვილისთვის კარგ გაკვეთილად იქცა

ურთიერთობა

1 აპრილი 22:00, 2018 წელი

როგორც ყველა, ისინიც განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ცხოვრების მთავარ დღესასწაულზე მხოლოდ უახლოესი მეგობრები დაეპატიჟებინათ და ეს ბედნიერი დღე მათთან ერთად გაეტარებინათ...

სტუმრების სია, სულ, 50 ადამიანისგან შედგებოდა. მართალია, პატარა ქორწილი კეთდებოდა, მაგრამ მაინც უამრავი წვრილმანი იყო მოსაგვარებელი, ამიტომ წყვილმა ერთ საკითხში დასახმარებლად სასიძოს მამას მიმართა:

- მამა, შენთან თხოვნა გვაქვს: ეს სტუმრების სიაა, ტელეფონის ნომრებით. გვინდა, ყველას სათითაოდ დაურეკო და ქორწილში დაპატიჟო. იმის გამო, რომ სულ 50 ადამიანს ვეპატიჟებით, მოსაწვევების დარიგებას დარეკვა ვამჯობინეთ. ვფიქრობთ, მათ ასე უფრო ვასიამოვნებთ - ჩვენგან ყურადღების უკეთესი ჟესტი იქნება.
- რა თქმა უნდა, შვილო. მე ყველანაირად თქვენს სამსახურში ვარ, - უპასუხა მამამ.

დადგა ქორწილის დღე.
და საქორწილო დარბაზში მხოლოდ 15 სტუმარი მივიდა...

ანერვიულებული სასიძო მამას მიეჭრა, რომელიც დარბაზის კუთხეში იდგა და ქორწილში მისულ სტუმრებს შორიდან კმაყოფილი ადევნებდა თვალს.

- მამა, მე რომ გთხოვე, იმ სიიდან ყველასთან არ დაგირეკავს? სად არიან ჩემი მეგობრები?
- შვილო, რა თქმა უნდა, ვინც სიაში გყავდა, ყველასთან დავრეკე, 50-ვე ადამიანთან. ჰოდა, სათითაოდ ყველას ვუთხარი, რომ უცებ რაღაც დიდი პრობლემა შეგემთხვა და მეგობრების დახმარება გჭირდებოდა. და ვთხოვე, ამ დღეს ამ მისამართზე მოსულიყვნენ. ასე რომ, ჩემო ბიჭო, ნურაფერზე ინერვიულებ - შენი ყველა ნამდვილი მეგობარი დღეს აქ არის, შენ გვერდით.

***
დამეთანხმებით, ძნელია ამ ბრძენ მოხუცთან შეკამათება...


 

დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

სახლის რომელ კუთხეში დავდგათ ნაძვის ხე 2020 წლის შესახვედრად?

რა საჭიროა საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის შერჩევა? რას მოგვიტანს ამის ცოდნა ან რა საფრთხეს შეიცავს - არცოდნა? 
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?