ლომი
გარეშეთათვის ის საინტერესო და მიმზიდველია, ლომები ყველას საკუთარ სულიერ სითბოს, გულითადობასა და ყურადღებას უნაწილებენ. და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია! როგორი იქნება ეს ყურადღება - სკანდალური თუ აღტაცებული - მათთვის სულერთია!ლომები უშიშარი და ნებისყოფიანი ლიდერები არიან. ისინი სხვების მეთაურობისას მუხტს აღვივებენ. ისინი ადვილად იმორჩილებენ სხვებს. თავდაჯერებულები, სიმართლის მოყვარულები და ძლიერები არიან.
ლომები ძალიან სწრაფად ახერხებენ თავიანთი უნარ-ჩვევების დემონსტრირებას. ისინი არასდროს თანხმდებიან მეორეხარისხოვან როლებს, მხოლოდ ლიდერობა თუ დააკმაყოფილებთ.
ამასთანავე, როცა ლომი ხვდება, რომ თავისი ძალები სწორად ვერ შეაფასა, გადაამეტა შესაძლებლობებსა და უნარებს, ის უცბადვე „შეგაყრით თვალებში ნაცარს“!
ვერძი
ბრძანებების გაცემის მოყვარული დამპყრობი - ასე შეიძლება მათი დახასიათება.
მათთვის მთავარი თვითდამკვიდრებაა.
ისინი ცდილობენ, გარშემო ყველანი გადააკეთონ და თანაც ისე, რომ ვერძს ასეთ ადამიანთან ცხოვრება, მეგობრობა, მუშაობა არ გაუჭირდეს.
მგრძნობიარენი, ბუტიები და ზოგჯერ მტირალებიც კი!
და იმავდროულად უხეშები, ოდნავ სასტიკები და ხისტები.
როგორც კი რამე საქმეს დაავალებ, ვერძები მაშინვე „ინთებიან“, მაგრამ მალევე სწყინდებათ და თუ დახვრეტით არ დაემუქრე, საქმეს ბოლომდე ვერ მიაყვანინებ!