14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 აპრილი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ვარსკვლავები მატერიალური მდგომარეობის უზრუნველყოფასა და ფინანსური შემოსავლის გაზრდასაც კი გპირდებიან. თუკი არასაკმარისი ფული გექნებათ, თამამად აიღეთ ვალი. ამ დღეს ნასესხებ ფულს ძალიან მალე დააბრუნებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი - შეინარჩუნეთ მიზანდასახულობა და არ ინერვიულოთ.


კურო
ერთ ადგილას გაჩერება გაგიჭირდებათ. დიდი ალბათობით, ცხოვრების ჩვეულ წესში ცვლილებების განხორციელების სურვილი გაგიჩნდებათ. ეს შეიძლება იყოს რემონტი ან საცხოვრებელი სახლის შეცვლა. თუკი ეს ცვლილებები უკვე მოხდა თქვენს ცხოვრებაში, იქნებ ავეჯი მაინც გადააადგილოთ სახლში?


ტყუპები
ეს დღე შესანიშნავია პერსპექტიული გეგმების ჩამოსაწერად. ეს ძირითადად, ახალგაზრდა ტყუპებს ეხება. ახალ კოლექტივს სწრაფად მიეჩვევით და ამუშავდებით. თქვენ ინიციატივიანი თანამშრომელი ხართ, ბევრი იდეით. სწორედ ამ თვისებებს აფასებენ თქვენში. საკმაოდ გონებაგამჭრიახი ხართ და უნდა გესმოდეთ, რომ მხოლოდ ფულზე არ უნდა იფიქროთ. განსაზღვრეთ პრიორიტეტები სამომავლოდ.


კირჩხიბი
ინტერნეტში, სწავლასთან დაკავშირებით კონტაქტების დამყარების დროს, თქვენს ყურადღებას საპირისპირო სქესის მქონე ადამიანი მიიქცევს. მართალია, ვირტუალურ ურთიერთობებს არასერიოზულად აღიქვამთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გაებმებით მახეში. მას, ვისაც თქვენთან ნაცნობობის გაგრძელების სურვილი ექნება, მოვლის განსაკუთრებული  მეთოდების შესწავლა მოუწევს.


ლომი
ეს დღე შესანიშნავია იმ საქმიანობის გასაგრძელებლად, რომელიც გუშინ დაიწყეთ. ახალი იდეების განსახორციელებლად ახალ იმპულსებს იგრძნობთ. ასევე, თქვენი პროფესიული დონე გაიზრდება, მოიძიებთ სხვადასხვა კურსებსა და სემინარებს დასასწრებად, რომლებიც სამუშაო საქმიანობაში ხელს შეგიწყობთ. კარგი იქნება, თუკი იმ პროექტის შესახებ, რომელზეც ახლა მუშაობთ, გამოცდილ ადამიანებთან ისაუბრებთ. მათგან საჭირო ინფორმაციასა და გამოცდილებას მიიღებთ.


ქალწული
აქტიურ ადამიანებთან ურთიერთობა ამ დღეს გაგიჭირდებათ. თქვენთვის აუცილებელია დრო კარგი და სასარგებლო ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად ინიციატივიან ადამიანებთან - მაშინ ეს ურთიერთობა საკმაოდ ხანგრძლივი იქნება.


სასწორი
ეს დღე უსიამოვნო სიურპრიზებს გიწინასწარმეტყველებთ. მოულოდნელობები გელოდებათ მოგზაურობის დროს, ტრანსპორტით სარგებლობის დროს, დოკუმენტებზე მუშაობის გართულების დროსაც, ასევე, მოლაპარაკებების დროს, როდესაც არცთუ ისე სასიამოვნო ინფორმაციას შეიტყობთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ სწორედ იმ დეტალებზე, რომლებიც უმნიშვნელოდ გეჩვენებათ და უსიამოვნო სიტუაციები გვერდს აგივლით.


მორიელი
თქვენი ენერგია ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ მისი საქმისთვის გამოყენება მაინც შეგიძლიათ. ვარსკვლავების თქმით, ეს ცუდი პერიოდია სპეკულაციებისა და სარისკო ნაბიჯების გადასადგმელად, რადგან არ გამოირიცხება, დიდი დანაკარგი განიცადოთ.


მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი მიზანშეწონილი არ არის ბიზნესსაქმიანობისთვის, ხოლო დღის მეორე ნახევარში საოჯახო და პროფესიულ ურთიერთობებში სირთულეები გელოდებათ, რადგან შეეცდებით, საკუთარი პასუხისმგებლობა ოჯახის რომელიმე წევრს გადააბაროთ. წარმატების დევნაში საკუთარი ყოველდღიური მოვალეობები გავიწყდებათ. აიღეთ მცირე ხნით პაუზა, იფიქრეთ და გაიხედეთ გარშემო.


თხის რქა
საკმაოდ აქტიური დღე გელოდებათ. ოფისში თუ სახლში მოსვენებას არ მოგცემენ. ვიღაც მუდმივად იზრუნებს თქვენზე, გაიძულებთ აქტიურობას და ინიციატივების საკუთარ თავზე აღებას. ზედმეტი სიჯიუტე არ ღირს. გახსოვდეთ, რომ მომავალი მუდმივად იცვლება. ნებისმიერ დროს შესაძლოა, წარმოგექმნათ ფორსმაჟორული სიტუაცია.


მერწყული
თქვენი ყოველდღიური შემოსავალი გაიზრდება. შესაძლოა, მოულოდნელად რამდენიმე ადგილზე დაიწყოთ მუშაობა. არ იჩქაროთ, შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი და დაასრულეთ უკვე დაწყებულ პროექტებზე მუშაობა. ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, ვალისა და კრედიტების აღებისგან თავი შეიკავოთ.


თევზები
ამ დღეს მატერიალურ პრობლემებს გადაწყვეტთ. ახლობელი ვალს დაგიბრუნებთ და თქვენც დაუფიქრებლად გაიქცევით მაღაზიებში საყიდლებზე. შოპინგი წარმატებით ჩაივლის. შესანიშნავი დროა რემონტის ან სხვა საოჯახო საქმეების დასაწყებად, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას შეცვლის.

თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები კარანტინში

როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს და როგორი ემოციები აქვს თითოეულ ნიშანს კარანტინის დროს?
ურთიერთობა

პრეზერვატივების უკმარისობა და კორონავირუსული ეროტიკა: როგორ იმოქმედა ეპიდემიამ სექსზე

სამყარო თავდაყირა დადგა, ეპიდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, სექსსაც. რა შეიცვალა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კოვიდინფექციის შედეგებმა?
დღის ჰოროსკოპი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.  
საკნატუნო ამბები

ცნობილები თვითიზოლაციაში

რა საერთო გვაქვს დღეს ჩვენ და სელებრითებს?
ჩვენ გვერდით

„გთხოვთ, ისწავლეთ უჰანის შეცდომებზე!“ (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავერთოთ სახლში იზოლაციის დროს

ყველას გვენატრება გარეთ გასვლა, ისეთი უმნიშვნელო და სასიამოვნო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, პიკნიკი, პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.  
დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

როგორ ხმას გამოსცემს კორონავირუსი - ამერიკელმა ბიოლოგებმა SARS-CoV-2-ის მოძრაობა გაახმოვანეს (აუდიო)

მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მარკუს ბიულერის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტის შედეგად მიიღო კომპოზიცია, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია...
საკნატუნო ამბები

ინტერნეტხუმრობები კორონავირუსზე - იუმორი კარანტინიდან

კორონავირუსზე ხუმრობების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში გრძელდება და, როგორც ჩანს, კარანტინის დასრულებამდე არც ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ ამის დასრულებას.
ამბები

 „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?