19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 აპრილი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეს დღე შესანიშნავია სულიერი სრულყოფილებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, წახვიდეთ ეკლესიაში - აქ სულიერი სიმშვიდის მოპოვება ნამდვილად გაგიადვილდებათ. წაიყვანეთ თან შვილები. დღის მეორე ნახევარი კი სუფთა ჰაერზე გაატარეთ. ეს დღე, ასევე, შესანიშნავია აქტიური თამაშებისთვის.


კურო
დღის მეორე ნახევარში ამბიციები მოგაწვებათ. პარტნიორულ ურთიერთობებში არ გამოირიცხება ეჭვიანობა და იმედგაცრუებები. თუკი წარმატების მიღწევა გსურთ, ნუ გაამხელთ საკუთარ მიზნებს და ნუ გამოიწვევთ საზოგადოებაში პროვოკაციებს.


ტყუპები
ეს არის სიყვარულის, პატიების, მონანიებისა და შეჯამების დღე. შესაძლოა, სულიერი მწუხარების შედეგი სწორედ ამ დღეს იგრძნოთ. გსურთ, ბედისწერა თქვენკენ შემოატრიალოთ? ჩაიდინეთ რაიმე კეთილი საქმე უანგაროდ და აუცილებლად მიიღებთ ქულებს მომავალი გამარჯვების სანაცვლოდ.


კირჩხიბი
თქვენს ოჯახში წარმოუდგენელი სითბო და მხარდაჭერა იგრძნობა. შესაძლოა, ახლობელ ადამიანს თქვენზე ზრუნვის სურვილი გაუჩნდეთ. შეეცადეთ, გულწრფელად მიიღოთ მონაწილეობა თანამგზავრის საქმეებში, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს მხარი დაუჭიროთ. ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ და დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ ერთმანეთს.


ლომი
ამ დღეს საკუთარ თავს სულ სხვა თვალით შეხედავთ. გაიგებთ, რამდენად ძლიერი სიყვარული შეგიძლიათ და შეგიძლიათ თუ არა თანაგრძნობა. თუკი საკუთარ გრძნობებს ჰარმონიულად და გულახდილად გამოხატავთ, საყვარელ ადამიანთან მიზნის მიღწევას თავისუფლად შეძლებთ. ხოლო საკუთარი თავის დადანაშაულებით კიდევ უფრო დაამძიმებთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებთანაც ბოლო დროს იკამათეთ.


ქალწული
ამ დღეს სტუმრები გესტუმრებიან. დროის უმეტეს ნაწილს სახლსა და ოჯახის წევრებს დაუთმობთ. უდიდეს მნიშვნელობას მიანიჭებთ ცხოვრების სულიერ და სტაბილურ მდგომარეობას. შეეცადეთ, საკუთარ თავსა და ახლობელ ადამიანებს დღესასწაული მოუწყოთ.


სასწორი
კარგი იქნება, თუკი უსარგებლო ნივთებს მოიშორებთ, როგორც მატერიალურს, ისე სულიერს. უფრო ნათელი წარმოდგენის შექმნაში ლოცვა, მედიტაცია და წყლის პროცედურები დაგეხმარებათ. იმოგზაურეთ ბევრი - ეს თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებს შემოიტანს.


მორიელი
ყოველდღიური საქმეების ფონზე შესაძლოა, ღვთიური, გულახდილი საუბარი გამოგივიდეთ უჩვეულო ადამიანთან სიზმრებზე, ბიბლიის კითხვაზე ან წმინდანების ცხოვრებაზე. ეს დღე კარგია ეკლესიაში წასასვლელად, სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად ან მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრისთვის.


მშვილდოსანი
თქვენთვის კარმული პერიოდი დგება. შინაგან მდგომარეობასა და თანხმობის მიცემაზე ტესტს მარტივად გაივლით და ეს ტესტი ახალი ცოდნის მიღებაშიც დაგეხმარებათ. შინაგანად ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმშვიდე და სიწმინდე, რომელთანაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი დაბრუნება. ვარსკვლავები სწორედ ამას გირჩევენ - დაუბრუნდით საკუთარ თავს და იყავით ის, რაც ხართ. თუკი საკუთარ მოსაზრებებს კორექტირებას ჩაუტარებთ, ახალი იდეები გაგიჩნდებათ, უფრო დაბრძენდებით და გაძლიერდებით.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ შინაგან მდგომარეობაში გაერკვიოთ. რაც უფრო ძლიერი აღმოჩნდებით ამ დღეს, მით უფრო ნაკლები დაბრკოლებები შეგხვდებათ, რაც ბედნიერების მოპოვებაში ხელს უდავოდ შეგიშლით.


მერწყული
ამ დღეს ორიგინალური აზროვნებით გამოირჩევით. დღის განმავლობაში სასარგებლო კონტაქტები შედგება. გაითვალისწინეთ, რომ ყველგან და ყოველთვის შეძლებთ საინტერესო ინფორმაციის პოვნას. სწორედ ამ ინფორმაციის სწორად გამოყენებაზეა დამოკიდებული თქვენი წარმატება წლის მანძილზე.


თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო რაციონალურად იფიქროთ და იაზროვნოთ. შესაძლოა, უჩვეულო ადამიანთან მოგიწიოთ საუბარი, რაც გაურკვეველ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ. ეს დღე კარგია წიგნების წასაკითხად და მეგობრებთან საურთიერთოდ.

თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები კარანტინში

როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს და როგორი ემოციები აქვს თითოეულ ნიშანს კარანტინის დროს?
ურთიერთობა

პრეზერვატივების უკმარისობა და კორონავირუსული ეროტიკა: როგორ იმოქმედა ეპიდემიამ სექსზე

სამყარო თავდაყირა დადგა, ეპიდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, სექსსაც. რა შეიცვალა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კოვიდინფექციის შედეგებმა?
დღის ჰოროსკოპი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.  
საკნატუნო ამბები

ცნობილები თვითიზოლაციაში

რა საერთო გვაქვს დღეს ჩვენ და სელებრითებს?
ჩვენ გვერდით

„გთხოვთ, ისწავლეთ უჰანის შეცდომებზე!“ (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავერთოთ სახლში იზოლაციის დროს

ყველას გვენატრება გარეთ გასვლა, ისეთი უმნიშვნელო და სასიამოვნო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, პიკნიკი, პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.  
დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

როგორ ხმას გამოსცემს კორონავირუსი - ამერიკელმა ბიოლოგებმა SARS-CoV-2-ის მოძრაობა გაახმოვანეს (აუდიო)

მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მარკუს ბიულერის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტის შედეგად მიიღო კომპოზიცია, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია...
საკნატუნო ამბები

ინტერნეტხუმრობები კორონავირუსზე - იუმორი კარანტინიდან

კორონავირუსზე ხუმრობების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში გრძელდება და, როგორც ჩანს, კარანტინის დასრულებამდე არც ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ ამის დასრულებას.
ამბები

 „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?